logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა
ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა
16:00 03.09.2019
ბათუმის შემდეგ ფესტივალმა „ღამის სერენადები“ თბილისში გადაინაცვლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები და კამერული ორკესტრი ”საქართველოს ვირტუოზები”.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი აფხაზეთს მიეძღვნა. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე ესწრებოდა.

პირველ განყოფილებაში ყაზახურმა ტრიომ, მევიოლინე ბაგდათ აბილხანოვის, ჩელისტ კურვანან ახატოვისა და პიანისტ ერლან სერკებაევის შემადგენლობით, ბენჯამინ ბრიტენის „უბრალო სიმფონია“, ასტორ პიაცოლას ტანგო საფორტეპიანო ტრიოსთვის, „წელიწადის დრონი“ და არტიკ ტოკსანბაევის „სტეპების ჩანახატების“ პრემიერა შესთავაზეს მსმენელს.

მეორე განყოფილებაში კი სცენა ქართველმა მუსიკოსებმა დაიკავეს. პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ, მესაყვირე დავით შამანაურმა და დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებისთვის ანტონ ვებერნის „ნელი ნაწილი“ (Langsamer Satz) და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No. 1. შეასრულეს.

ირმა კეკელიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე:

„ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წელია, რაც არსებობს. ის აფხაზეთის ულამაზეს ქალაქ ბიჭვინთაში დაარსდა. საზარელი ომის და იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა ახლა ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის სახელით არსებობს. „ღამის სერენადები“ მაინც ასოცირდება აფხაზეთთან და ბიჭვინთასთან.

ფესტივალის ფარგლებში მოვისმინეთ ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზების არაჩვეულებრივი შესრულება, ასევე უცხოელმა სოლისტებმა ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულეს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ფესტივალი თავის მშობლიურ ქალაქს, ბიჭვინთას დაუბრუნდეს და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ყველა ერთად ვიხილავთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს, დიდ მაესტროს ვახტანგ მაჭავარიანს, ვირტუოზ ახალგაზრდა მუსიკოსებს და დამსწრე საზოგადოებას. ეს ფესტივალი ჩვენთვის სავიზიტო ბარათია“.

გიორგი ისაკაძე , ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„დღევანდელი კონცერტი ბრწყინვალედ დასრულდა. სანდრო ნებიერიძემ და დავით შამანაურმა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით არაჩვეულებრივად შეასრულეს შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი. ასევე გამოირჩეოდა ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, რომელსაც მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა. მათ მიერ შესრულებული ვებერნის „ნელი ნაწილის“ ინტერპრეტაცია ძალიან ღრმა და ორიგინალური იყო. გარდა ამისა, პირველად შესრულდა და შედგა პრემიერა ყაზახი კომპოზიტორის ტოქსამბაევის ნაწარმოებისა. რაც მთავარია, მაყურებელი და მსმენელი კმაყოფილი დარჩა. წინ 4 სექტემბრის კონცერტი გველოდება“.
სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

„ღამის სერენადები“ ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე როგორც ბათუმის კონცერტში, ასევე თბილისშიც, სადაც მუსიკით გამსჭვალული მსმენელი შემხვდა. ასევე მოხარული ვარ, რომ ჩემთის ძალიან საინტერესო და საყვარელი კომპოზიტორის, შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე.
ბაგდათ აბილხანოვი – მევიოლინე:

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს. აქ საუკეთესო ორკესტრი დაგვხვდა. აღფრთოვანებულები ვართ „საქართველოს ვირტუოზებით“. საქართველოში ძალიან მაღალი დონის მუსიკოსები გყავთ. დირიჟორი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ „ღამის სერენადები“ უმაღლესი დონის ფესტივალია. საქართველოში ჩვენ მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩნეს. დიდი მადლობა ყველას“.

„ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი დირიჟორი გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა