logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
”ღამის სერენადების” მეორე დღე მსოფლიოში ცნობილ უცხოელ მუსიკოსებს დაეთმო
”ღამის სერენადების” მეორე დღე მსოფლიოში ცნობილ უცხოელ მუსიკოსებს დაეთმო
12:31 29.08.2019
კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ მეორე საფესტივალო დღე მსოფლიოში ცნობილ უცხოელ მუსიკოსებს დაეთმოთ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კონცერტის პირველ ნაწილში აჟღერდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, რომელსაც საბერძნეთიდან მოწვეულმა დირიჟორმა პანტელის კოგიამისმა უდირიჟორა, ხოლო მეორე ნაწილში ანა ლიზა ბეზროდნიმ და იან ერიკ გუსტავსონმა შეასრულეს ზოლტან კოდაის დუეტი ვიოლიონოსა და ჩელოსათვის და ანტონიო ვივალდის ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის.

კონცერტი ცნობილ მევიოლინეს რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნაჩვენები იყო ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან „ნოტი, რომელიც რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას ეძღვნება”. კონცერტის რეჟისორი ნარგიზა გარდაფხაძე გახლდათ.
ბათუმის თეატრში გამართულ კონცერტს რუდოლფ ბარშაის ქვრივი ელენა ბარშაი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა გერმანიიდან.

ანტონიო ვივალდის ნაწარმოებების შესრულების პარალელურად გაიმართა ლელა სარიშვილის წყალზე ხატვის პერფორმანსი.

მაყურებელმა მსოფლიო ვარსკვლავები აპლოდისმენტებითა და ემოციური შეძახილებით დააჯილდოვა.

პანტელის კოგიამისი, ფესტივალის მოწვეული დირიჟორი: ”პირველად ვარ საქართველოში, ქართული პუბლიკა საოცარია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ”ღამის სერენადების” ფარგლებში მომეცა საშუალება ქართველ მსმენელს შვხვედროდი და არაჩვეულებრივ სოლისტებთან მეთანამშრომლა. აქვე მინდა ავღნიშნო ორკესტრანტების შრომა და მათი ვირტუოზული შესრულება. გულითად მადლობას ვუხდი მათ – „საქართველოს ვირტუოზებს”. ბრავო!”

ანა ლიზა ბეზროდნი, მევიოლინე: ”პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ ლიანა ისაკაძე არის ლეგენდა და ყოველთვის მსურდა მის ფესტივალში მონაწილეობა მიმეღო. წელს შევძელით მე და ჩემმა მეუღლემ იან ერიკ გუსტავსონმა უნიჭიერესი გიორგი ისაკაძის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მეშვეობით, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში. საქართველოსთან ბევრი რამ მაკავშირებს, დეიდაჩემი ახლაც ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობს. რაც შეეხება დღევანდელ შესრულებას მსმენელის აპლოდისმენტებს და ოვაციებს თუ დავუჯერებთ, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ესაა მთავარი.”

იან ერიკ გუსტავსონი, ჩელისტი: ”ანალიზა ხშირად მიყვებოდა საქართველოზე. მიხარია, რომ შევძელით და ჩამოვედით. საქართველოს დათვალიერება ამჯერად ვერ მოვასწარი, თუმცა დავგეგმე, რომ როგორც ტურისტი, აუცილებლად არაერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: ”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეს ანალიზა ბეზროდნის, იან ერიკ გუსთავსონს, პანტელის კოგიამისს. საოცარი საღამო გვაჩუქეს. საღამო გამორჩეული იყო, რადგან შესრულდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, მუსიკალური დიალოგი – ვირტუოზების დუეტი, ზოლტან კოდაი დუეტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის, ანტონიო ვივალდი – ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის.

ასევე მაყურებელს ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით საშუალება მიეცა, ენახა ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან „ნოტი, რომელიც რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას ეძღვნებოდა”. კონცერტის რეჟისორი კი ნარგიზა გარდაფხაძე გახლდათ. მადლობა ყველას, განსაკუთრებით მსმენელს.”

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის