logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ალექსი მაჭავარიანის მე 6-ე კვარტეტი პირველად შესრულდა
საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ალექსი მაჭავარიანის მე 6-ე კვარტეტი პირველად შესრულდა
18:57 27.08.2019
თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები- 2019” ფარგლებში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა. კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა მუსიკოსები: კონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი – მეორე ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი, გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო. კონცერტზე წარმოადგინეს დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-8-ე სიმებიანი კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მე-6-ე კვარტეტი (დაუსრულებელი), რომელიც პირველად შესრულდა საქართველოში.

კონცერტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მას ფართო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელები და პედაგოგები. კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის მთავარი დირიჟორი: “მას შემდეგ, რაც ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა, მე აღმოვაჩინე მისი დაწერილი მთელი რიგი ხელნაწერი ნაწარმოებები, რომელთა არსებობის შესახებ არამც თუ საზოგადოებამ, მეც კი არ ვიცოდი. ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაუსრულებელი კვარტეტის პირველი შემსრულებლები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიც არიან კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრები. მე აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და თითოეულ მათგანს დიდ მუსიკალურ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მამაჩემის კვარტეტის პრემიერა შედგა ‘ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, რადგანაც ლიანა ისაკაძე იყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების პირველი ინტერპრეტატორი და ბრწყინვალე შემსრულებელი”.

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: უდიდეს მადლობას ვუხდი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებმაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ურთულეს მისიას. შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მეექვსე დაუსრულებელი კვარტეტი არაჩვეულებრივად შეასრულეს ახალგაზრდებმა. დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კონცერტს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი და მას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებებს და დიდ მუსიკალურ წინსვლას ვუსურვებ მათ.
კონსტანტინე ეროიანი, პირველი ვიოლინო:

“ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასევე დიდი პატივია, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი დაგვთანხმდა, შეგვესრულებინა ალექსი მაჭავარიანის მე-6 რომლის კვარტეტი, რომელიც პირველად გახლდათ წარმოდგენილი. ჩვენ ასევე შევასრულეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებულად თბილ ბათუმელ მსმენელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა