logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა
19:38 15.08.2019
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა. მდინარე ენგურის ხეობას კიდევ ერთი, წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი შეემატა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ზვიად კვიციანის თქმით, „ასეთი გორა ნამოსახლარი აქამდე მდინარე ენგურის ხეობაში მხოლოდ სოფელ ხაიშში, ნაკრაში, უშგულსა და ეცერში იყო, წელს კი სოფელ ბოგრეშშიც აღმოჩნდა. ძეგლი მრავალფენიანია, თუმცა ჯერჯერობით გამოყოფილია ორი ფენა: ძვ.წ Vlll-Vl საუკუნეების ნამოსახლარი და შუა საუკუნეების ხანის სამაროვანი.“ მისივე ინფორმაციით, გვიანი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ფენის ნაწილი მეწყერმა და საგზაო სამუშაოებმა გაანადგურა, თუმცა, არქეოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო არქეოლოგიური ექსპედიცია ამ ფენასაც გამოიკვლევს.

მესტიის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც მესტია-უშგულის საავტომობილო გზის გაყვანის დროს ბრინჯაოს ხანით დათარიღებული თიხის ჭურჭელი (შუბის პირი, სამაჯურები, მძივები) აღმოაჩინეს. მომდევნო წლებში გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე ეს ადგილი ბოგრაშის სამაროვნად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნამოსახლარი და არა სამაროვანი. წლევანდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა კი ეს ვარაუდი დაადასტურა, თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილია სახურავი, იატაკი, ორნამენტირებული კერამიკა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით თარიღდება.

თსუ არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორებისა და სტუდენტებისგან არის შემდგარი. თსუ სტუდენტი მარიამ ჩხიტუნიძე ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებში წელს პირველად მონაწილეობდა. „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ექსპედიციაში მონაწილეობა, რადგან ეს ძეგლი ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, თუნდაც თავისი მდებარეობით. არქეოლოგიურმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. ვამაყობ, რომ ამ საქმეში სულ მცირე წვლილი მაინც შევიტანე,“ - ამბობს მარიამი.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია მესტიის მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან მუშაობს. ექსპედიცია სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა