ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი: ამერიკის გამოცდილებაზე შემიძლია გესაუბროთ, რომ სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით ხდება პროექტების დაფინანსება
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი: ამერიკის გამოცდილებაზე შემიძლია გესაუბროთ, რომ სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით ხდება პროექტების დაფინანსება
18:05 06.08.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე კულტურის ეროვნული ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ში მოღვაწე პიანისტი გიორგი მიქაძე აცხადებს, რომ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა ასეთი პლატფორმა.

„კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა მისასალმებელი ამბავია. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა ასეთი პლატფორმა. ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ მომენტამდე მოვედით, როდესაც უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც უფრო გამჭვირვალე იქნება და რომელსაც საკმაოდ დიდი დაფინანსება ექნება. ჩემთვის, როგორც ქართველი ხელოვანისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქართველ ხელოვანებს მიეცემათ საშუალება, რომ საკუთარი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის პოპულარიზაციისკენ, წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები და სწორედ ეს პროექტები შემდგომ შეიძლება გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი. მივესალმები იმ ფაქტსაც, რომ ფონდს ეყოლება საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით და სწორედ ამის შედეგად მოხდება სწორად შერჩევა იმ პროექტების, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ საკუთარი ხელოვნება ქვეყნის გარეთაც.
ეს საქართველოსთვის არის სიახლე. მე ამერიკის გამოცდილებაზე შემიძლია გესაუბროთ, რომ სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით ხდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. საქართველოს ზუსტად რომ სჭირდება მსგავსი ფონდი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. შედეგად, სხვადასხვა პროექტის არჩევა უფრო გამჭვირვალე იქნება, უფრო მეტი თავისუფლება იქნება“ - აცხადებს მიქაძე.


ბეჭდვა