logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება
სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება
16:53 28.06.2019
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის საფუძველზე სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას დაიწყებს.

სარესტავრაციო პროცესი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სამუზეუმო კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის, ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის აღდგენასა და მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას მოიცავს.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 21 ივნისს უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 22 ივლისს დასრულდება. ამ ეტაპზე კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციაში ყველა ის კორექტირებული სარესტავრაციო მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში 2017 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილმა ავთენტურმა ინტერიერმა განაპირობა. 2 წლის წინ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ისტორიული ნაგებობის თავდაპირველი, არსებულისგან სრულიად განსხვავებული იერსახე გამოჩნდა. კედლის ნალესობისა და იატაკის ფენილის მოხსნის შედეგად ინტერიერში პირველადი სახის სართულშუა გადახურვის სტრუქტურის, კირით ნალესი კედლების, ტერასისა და აივნის ამაღლებული დონეების, ბუხრების, ნიშების, კედლებში გაჭრილი და აგურით ამოშენებული თაღებისა და ღუმელებად გადაკეთებული საბუხრე ღიობების გამოვლენამ მიმდინარე სამუშაოების შეჩერება და კვლევითი-საპროექტო სამუშაოს განახლება განაპირობა. სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი, რაც სამომავლოდ სამუზეუმო კომპლექსისა და ფონდსაცავის შენობების ავთენტური იერსახით თანამედროვე მოწყობას, გათბობა-ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით აღჭურვას და ვიზიტორთა ცენტრის ამოქმედებას ითვალისწინებს. სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და დაცვის სისტემებტან ერთად პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოიცავს. სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი თანამედრვე სამუზეუმო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუყობს ხელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა