logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ქართულმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო
ქართულმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო
16:19 17.06.2019
ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში, მარსელში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ - ფესტივალის პარტნიორთა მიერ დაწესებული მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. ეს პრიზი ტრადიციულად ფრანგულ ან უცხოურ ფილმს გადაეცემა, რომელიც ღვინისა და ვაზის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას ან მეთოდს წარმოაჩენს.

მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე „Oenovideo“, ყოველწლიურად მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“ მოხვდა.

რიგით 26-ე ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+“-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინო-რეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის“ პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class“ - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.

ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ფილმში ასევე ასახულია 2017 წელს ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გამართული ექსპოზიცია - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ .

ფილმს საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინურ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა