დღეს ელდარ შენგელაიას ფილმის - "კავკასიური ტრიოს" პრემიერა გაიმართება
დღეს ელდარ შენგელაიას ფილმის - "კავკასიური ტრიოს" პრემიერა გაიმართება
14:47 30.05.2019
დღეს, 30 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგება ფილმ „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა საქართველოში.

ჩვენებას დაესწრებიან სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი და დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია.

მხატვრული ფილმის მთავარი გმირები -კავკასიური ტრიო - აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები - ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

ფილმის რეჟისორია: ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი: რუსტამ იბრაგიმბეკოვი. ოპერატორი: გორკა გომეს ენდრიუ პროდუსერები: რუსტამ იბრაგიმბეკოვი,ზურაბ მაღალაშვილი, გორკა გომეს ენდრიუ როლებში: იური სტროიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე.

ენა: რუსული (ორიგინალი). ხანგრძლივობა: 85 წუთი. ასაკობრივი შეზღუდვა: +12


ბეჭდვა