დღეს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
დღეს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
16:40 21.05.2019
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, დღეს, 18:00 საათზე მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას პირადი არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.

დოკუმენტები ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება. ექსპონატები ასახავს მერაბ კოსტავას პოლიტიკურ და შემოქმედებით მოღვაწეობას.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება.

დათვალიერება თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან ერთად, 23 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში დაგეგმილია მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“.


ბეჭდვა