logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება
„ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება
12:13 15.05.2019
მიმდინარე წლის 17-19 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ჩატარდება.

გამოფენა დახურული ჩვენებით „ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში, 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნება. დანარჩენ მსურველებს კი დასწრება 17-19 მაისს, 12:00-20:00 საათებში შეეძლებათ.

ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო “სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი - The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშულებას.

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, შემდეგი პარალელური ღონისძიებები:

· ოთხი ლაპარაკი - პავილიონი 6 - კურირებული ტური; 16 მაისი 15:00 სთ.

· ტკივილის პალიტრა - პავილიონი 11 - კურირებული ტური; 16 მაისი 16:00 სთ.

· იყო ქალი - პავილიონი 3 - კურირებული ტური; 16 მაისი 17:00 სთ.

· მედეა: გამოსახულებები VS სიტყვა - პავილიონი 4 - კურირებული ტური; 16 მაისი 18:00 სთ.

· დავით კაკაბაძის ფონდი, არქივის გამოფენა - ორანჟერეა - კურირებული ტური; 16 მაისი 19:00 სთ.

ორანჟერეაში გამოფენილი დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდნეიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

· სასტუმრო „ევროპა“: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი - თბილისის ღია სივრცე; 17 მაისი 17:00 სთ.

· IN SITU/IN VIVO - აბრეშუმის მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 15:00 სთ.

· ჯეფ ქოუენი, 30 ნამუშევარი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 20:00 სთ.

· კლარის ჰანი - კინოთეატრი ამირანი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი 16:00

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერბეი, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.

TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე - „ექსპო ჯორჯიაში“, ასევე - TKT.GE - ზე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.tbilisiartfair.art
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის