აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2020 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.
პროგრამა "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება" ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება: ხიხანის ციხის რეაბილიტაცია;
ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;
მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;
შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.