logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
კულტურის სფეროში არსებული სსიპ ორგანიზაციები  გაერთიანდება და მოდერნიზდება
კულტურის სფეროში არსებული სსიპ ორგანიზაციები გაერთიანდება და მოდერნიზდება
17:55 03.05.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.

ცვლილებების შედეგად:

სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს.

ეროვნული მუზეუმი დღესდღეობით წარმოადგენს სამუზეუმო სფეროში არსებულ მძლავრ ინსტიტუციას, რომელსაც გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსი ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა სამუზეუმო კონცეფციების შემუშავება, ექსპოზიციების მოდერნიზება და სხვა. ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოლხური კულტურის არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, მის შემადგენლობაშია ასევე ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ვანის ნაქალაქარი, შესაბამისად, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ეროვნული მუზეუმის სტრუქტურაში გაერთიანება მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თემატურად ერთიანდებიან სსიპები - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები, თვისებრივად წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციების იდენტურს ან მათ გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ამ კოლექციების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კვლევას, შესწავლასა და პოპულარიზაციას.

მუსიკალური საკრავების მუზეუმი 1970-იან წლებამდე წარმოადგენდა ხელოვნების სასახლის ერთ-ერთ განყოფილებას. როგორც ცნობილია, ხელოვნურად მოხდა მუზეუმის, და შესაბამისად კოლექციების გაყოფაც. აქედან გამომდინარე, საკრავების, მათი ისტორიისა და მნიშვნელობის შესწავლისათვის გაცილებით ეფექტური იქნება სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობის აღდგენა.


სსიპ - "მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი" შეუერთდება სსიპ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან მუზეუმების ასოცირება საქართველოში შედარებით ახალი პრაქტიკაა. საერთაშორისო მოდელის მიხედვით კი ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადადგმულია. ამის საუკეთესო მაგალითებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსტიტეტები წარმოადგენენ.
სწორი მართვისა და ფუნქციების გადანაწილების შედეგად, ხელი შეეწყობა მუზეუმების საგანმანათლებლო ფუნქციების გაძლიერებასა და მათ ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში.

სსიპ - "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და სსიპ – "მწერალთა სახლი" გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ "ლიტერატურის ეროვნული ფონდი" შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის ადმინისტრირებისა და დაფინანსების ყველაზე ეფექტიანი ახალი მოდელის შემუშავებისათვის მოიწვია ევროკავშირის ექსპერტი კულტურის მენეჯმენტში - ტერი სანდელი, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს შესთავაზა კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზები, რისთვისაც ერთ-ერთ სასურველ ფაქტორად მიჩნეულია სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ ორგანიზაციების გამსხვილება, მათი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და დამოუკიდებელი საქმიანობის ხელშეწყობა, ან არსებული ორგანიზაციების ბაზაზე ცალკეული დარგების/სექტორების მიხედვით ქოლგა ორგანიზაციის შექმნა.

შესაბამისად, "კულტურის სატრატეგია 2025-ში" მოცემული პრიორიტეტებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მენეჯერის ტერი სანდელის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ორგანიზაციების, გამსხვილება, რაც ემსახურება კულტურის სექტორში წარმომადგენლობითი/ქოლგა ორგანიზაციების შექმნისა და გაძლიერების მხარდაჭერას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის