logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიხსნება
თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიხსნება
20:21 01.05.2019
თბილისი დღეს უკრაინული კინოს დღეების საზეიმო გახსნას უმასპინძლებს. ფესტივალის "უკრაინა ფოკუსში" ფარგლებში თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ (კოსტავას ქუჩა # 36/1) 2-დან 5 მაისამდე მოხდება (ორიგინალ ენაზე, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით).

ფესტივალი 2 მაისს, 20:00 საათზე, რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018) ჩვენებით გაიხსნება, 3-5 მაისს კი წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ვოლოდიმერ ტიხი, 2017 წელი), “ვულკანი” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ტომან ბონდარჩუკი, 2018
წელი), კინოკომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, „როცა ხეები ეცემა“ (რეჟისორი მარუსია ნიკიტიუკი).

4 მაისს, 19:00 საათზე, "უკრაინა ფოკუსში" მაყურებელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმები ბავშვთა აუდიტორიისათვის - „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

მთავარი პროგრამის პარალელურად გაიმართება ვორქშოპი ბავშვებისთვის სამსახიობო ხელოვნების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკაია და დარია პოლუნინა. ღონისძიება გაიმართება 4 მაიის, 14:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში". ბავშვებს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა ექნებათ შეაბიჯონ კინოს ჯადოსნურ სამყაროში და გაეცნონ მსახიობის პროფესიას.

ღონისძიების ორგნიზატორის - მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადსახვა ასაკისა და ეროვნების კინომოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე
კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენებაზე დასწრებას, შეაღწევს უკრაინული კინოს სამყაროში და ფესტივალიდან წაიღებს რაღაც განსაკუთრებულს“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films.
ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში
უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის
მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ასევე ოდესის საერთაშორისო
კონოფესტივალის მხარდაჭერით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის