სტამბოლს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები სტუმრობდნენ
სტამბოლს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები სტუმრობდნენ
23:15 25.04.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 19-24 აპრილს ქალაქ სტამბოლს თანამედროვე ქართველ მწერალთა ჯგუფი სტუმრობდა.

ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართეს პოეტებმა: მანანა ჩიტიშვილმა, ელა გოჩიაშვილმა, ტარიელ ხარხელაურმა, ვასილ ბესელიამ, ცირა ბარბაქაძემ, ასევე, მუსიკოსმა და მწერალმა მანანა მენაბდემ.

მწერალთა ჯგუფს თან ახლდა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი. ქეთევან დუმბაძემ სტამბოლში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეხვედრა „ნოდარ ბაბუს ლექსების დღე“ გამართა და მათ საჩუქრად სამინისტროს მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეოდ გამოცემული და მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის მიერ ილუსტრირებული საბავშვო ლექსების კრებული „ნოდარ ბაბუს ლექსები“ გადასცა.

ბეჭდვა