logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიხურა
თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიხურა
19:17 22.04.2019
გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს, უნგრელ დიპლომატს ელეს არპადს, უცხოელ ქართველოლოგს იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას, საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს; ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს, ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს, ახალგაზრდა მეცნიერებს ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას, და მთარგმნელს ანი კოპალიანს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი მათ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გადასცა.

„დღეს ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა და ჩვენ უნივერსიტეტის მედლით დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, ვინც ქართული ენის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით 7 ევროპულ ქვეყანაში ქართველოლოგიის ცენტრები გაიხსნება, რაც ქართული ენის ფართო მასებში გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა ქართველ ხალხს ქართული ენის კვირეული მიულოცა და მადლობა გადაუხადა. „ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია და მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბატონ გიორგი შარვაშიძე, ჩემს ქართული ენის მასწავლებლებს ამერიკასა და საქართველოში და განსაკუთრებით ქართველ ხალხს ამ ულამაზესი და უნიკალური ენის დაცვისა და შენარჩუნებისთვის,“ - აღნიშნა რუდმა.
იასუჰირო კოჯიმა იაპონიის უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორი, უცხოელი ქართველოლოგია, რომელიც საქართველოში 20 წლის წინ ჩამოვიდა. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის სწავლას დიდი სირთულეები ახლდა თან, ძალიან შემიყვარდა ეს ენა. მართლაც ულამაზესი ენაა. დღეიდან კიდევ უფრო შევეცდები გამართულად ვილაპარაკო, რომ ამ ჯილდოს ღირსი ვიყო,“ - განაცხადა იაპონელმა ქართველოლოგმა.

დაჯილდოების ცერემონიითა და გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული დაიხურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, თსუ-ში დაცული დისერტაციები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა.

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ქართული ენის დღე ასეთი მასშტაბით წელს პირველად აღინიშნა. „დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თითქმის 10 დღეს გაგრძელდა და დასრულდა ძალიან საინტერესო მასალის წარმოდგენით. ეს ის მასალაა, რაც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან დღემდე გამოცემულა. საამაყოა, რომ ქართველმა ხალხმა 14 აპრილი დედა ენის დღედ აღიარა და ეს დღე კალენდარში მონიშნა,“ - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაციები, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის