logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა
13:01 06.04.2019
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.

პროექტი - „საქართველოზე ფიქრით“ საქართველოს ისტორიის თავისებურ ხედვას წარმოადგენს. ავტორის თქმით ეს არის მცდელობა ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად დამთვალიერებელი ოთხ ისტორიულ ეპოქაში ამოგზაუროს: 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია; 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვება და დემოკრატიული რესპუბლიკა; საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა და ბოლოს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა.

პროექტზე „საქართველოზე ფიქრით” („intending Georgia“) მუშაობა ჯორჯ კატსტალერმა 2016 წელს დაიწყო. ამ პროექტში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი უარს ამბობს ადრეული ნამუშევრების სწორხაზოვნებაზე, ცდილობს ქვეყნის კულტურაზე უფრო გამთლიანებული ხედვა შემოგვთავაზოს - საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლებურად სასაუბროდ და წარსული ეპოქის ახლებურად დასანახად დიალოგისკენ მოგვიწოდოს.

პროექტის კონცეფციას თვალსაჩინოდ ასახავს მთიანი ლანდშაფტის დიდი პროექცია, ერთგვარი მონუმენტური ინსტალაცია, რომელიც ჯორჯ კატსტალერის საქართველოსადმი პირადი დამოკიდებულების ერთგვარ ხატად მოიაზრება.


ჯორჯ კატსტალერისათვის მთის პეიზაჟები განსაკუთრებული თემაა. თუმცა, თემატიკით არ იზღუდება და დიდი ინტერესით იკვლევს ადამიანის არსებობის მელანქოლიურ ბუნებას. ფოტოების დიდ ნაწილში იგი შეგნებულად გაურბის ადამიანის კვალის ჩვენებას. ხშირად მიმართავს საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებისა და ომამდელი გერმანიის არქიტექტურის თემებს.

ჯორჯ კატსტალერი ზალცბურგში, ავსტრიაში დაიბადა. სწავლობდა ფოტოგრაფიის სასწავლებელსა და კინოაკადემია - სენ პოლტენის ინსტიტუტში. მუშაობს სხვადასხვა დაკვეთებზე არქიტექტურულ ბიუროებთან და Google SV Europe-თან. არტისტის ნამუშევრები ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებსა და მუზეუმების ექსპოზიციებში ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. თავის პროექტებზე უმუშავია ავსტრიაში, საფრანგეთში, საქართველოში, იტალიასა და შოტლანდიაში.

ჯორჯ კატსტალერის გამოფენის კურატორია პოლინა შუბკინა. საინფორმაციო პარტნიორი - URBANAUTICA; მხარდამჭერები ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო“.

გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა