logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ტალინში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა
ტალინში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა
17:16 23.03.2019
ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა. გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ეკუთვნის მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას და ისინი ერთიან კოლექციად პირველად გამოიფინა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორმა, ირმა დოლიძემ, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, სირიე ჰელმემ და მიკკელის მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრა მურრემ.

საგარეო უწყების ცნობით, დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას თეა ახვლედიანმა მოკლედ მიმოიხილა გასული 5 წლის მანძილზე ქართულ-ესტონური პარტნიორობის შედეგად მიღწეული შედეგები და გაღრმავებული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რასაც ამ წლების განმავლობაში, თან სდევდა ესტონეთში საქართველოს ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების ინტენსიური წარმოჩენის პროცესი. ამ კონტექსტში მან აქვე აღნიშნა სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა და მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით განხორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. ელჩი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მხატვრობის დარგში, ეს პირველი ფართომასშტაბიანი და ამბიციური პროექტი წარმატებით განხორციელდა.

ელჩმა ასევე ისაუბრა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და ხაზი გაუსვა გენიალური ქართველი მხატვრის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ტალინში ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენის ინიციატივაზე მუშაობის 2-წლიან პროცესზე, ესტონეთში მისი ორგანიზების მნიშვნელობაზე და იმედი გამოხატა, რომ ფიროსმანის გამოფენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მან განაცხადა, რომ ესტონელი ხალხის ერთგული მეგობრობა, გულწრფელი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის გამოხატული საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს დღეებში, მუდმივად დარჩება ქართველთა მეხსიერებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, პარლამენტისა და სამთავრობო ინსტიტუტების მაღალი დონის თანამდებობის პირები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და ბიზნეს წრეების, ესტონეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში, 23 და 24 მარტს მიკკელის მუზეუმში გაიმართება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილებს ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარებენ საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან მოწვეული პედაგოგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

ასევე, 23 მარტს სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი თამარ მელივა წაიკითხავს საჯარო ლექციას ქართული კულტურისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თემაზე - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“.

გამოფენა მიკკელის მუზეუმში 23 მარტიდან 2019 წლის 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა