ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 400 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა
ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 400 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა
14:58 20.02.2019
ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 400 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა. გამოფენის დასასრულს, ალბერტინას მუზეუმმა ფიროსმანის გამოფენას კიდევ ერთი ვიდეორგოლი მიუძღვნა.

„ჩემთვის, ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენათა რიცხვშია“ - განაცხადა ვენის ალბერტინას მუზეუმის დირექტორმა კლაუს ალბრეხტ შრედერმა.

მხატვრის გამოფენას 2 მარტიდან, ამჯერად არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ელიან, სადაც ვან გოგისა და ფიროსმანის ნამუშევრები ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
ბეჭდვა