დანიაში გამოფენა -"საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა
დანიაში გამოფენა -"საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა
19:56 10.11.2018
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსის ბიბლიოთეკაში ფოტო - გამოფენა სახელწოდებით - "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენა გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ. საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გიგი გიგიაძემ თავის სიტყვაში ქართულ კულტურაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლსა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გამოფენის ფარგლებში, უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ქართული, ქრისტიანული კულტურის უნიკალური არქიტექტურული ძეგლებისა და ხელნაკეთი ნიმუშების ამსახველი ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისადა ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ბეჭდვა