logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო
ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო
16:47 01.11.2018
მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო