logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
დღეს აქტუალური მუსიკის ფესტივალი Close Encounters გაიხსნება
დღეს აქტუალური მუსიკის ფესტივალი Close Encounters გაიხსნება
15:08 29.09.2018
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში, ქართულ-შვეიცარული, თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი - Close Encounters იხსნება.

ფესტივალის პირველ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Zagareli & Strings, KORDZ, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და ფრედერიკ რობინსონი (გერმანია/შვეიცარია). გახსნაზე შესრულდება ნატალია ბერიძის ნაწარმოები Blue Intervals of Perishing - ალტისთვის, პიანოსთვის და სიმებისთვის, ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები STRATA 1- ელექტრონიკისთვის და ალტისთვის, ასევე, ფრედერიკ რობინსონის და ალექსანდრე კორძაიას ნაწარმოებები. სულ შვიდი კონცერტი (ხუთი თბილისსა და ორი რეგიონში ), ორი შეხვედრა - საუბარი და სამი ვორქშოფი ჩატარდება.

ფესტივალის მონაწილეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია
პეტერ კონრადინ ცუმთორი (შვეიცარია) და კლაუს ლანგი (ავსტრია). პეტერ ცუმთორი ორ შეხვედრას გამართავს და არქიტექტურისა და მუსიკის კავშირებზე ისაუბრებს.

2005 წლიდან მოყოლებული, წელს აქტუალური მუსიკის ფესტივალი მე-6-ჯერ იმართება. თითოეული ფესტივალი ორ ეტაპად ტარდებოდა, ორ ქვეყანაში: საქართველოსა და შვეიცარიაში; აერთიანებდა და ერთმანეთთან აკავშირებდა, როგორც დამწყებ, ასევე, აღიარებულ შვეიცარიელ და ქართველ მუსიკოსებს. დაარსების დღიდან ფესტივალის ფოკუსი თანამედროვე და ძველი მუსიკაა. ასევე, სტილისტური მიკერძოების გარეშე, ძველის და ახლის, ტრადიციისა და ავანგარდის, ხშირად საწინააღმდეგო ესთეტიკური პოზიციების ერთიანობის ჩვენება.

ფესტივალი 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებების ლოკაციებია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდი დარბაზები, კლუბი „მტკვარზე“, ილიას ბაღი (ყოფილი ვარდების ბაღი), ჭადრაკის სასახლე, კავთისხევი და თელავის მუსიკალური სასწავლებელი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა