logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე „ამერიკის ხმას“ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი ექსპერტი და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი (2014-2017წ.) ჩარლზ კუპჩანი ესაუბრება:
- როგორ იხსენებთ რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წელს, რა იყო მისი კატალიზატორი და რა ისწავლა ამ ომით საერთაშორისო საზოგადოებამ?
- ვფიქრობ, 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერებია და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე. ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ-მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან გავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014.
- რამდენად ადეკვატური იყო საერთაშორისო რეაქცია, რომელიც ამ დაპირისპირებამ მოიტანა?
- მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო რეაქცია უფრო მოზომილი იყო რუსეთის ინტერვენციასთან შედარებით უკრაინაში. აქაც, არის მოსაზრებები, რომ აშშ-ის ან მისი არც ევროპელი მოკავშირეების რეაქცია არ ყოფილა შესატყვისი, იმდენად რამდენადაც იყო სურვილი რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების. თუმცა ეს უკვე შეუძლებელიც კი გახადა რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში 2014-ში. ამის შემდეგ კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევა დაიწყო.
- რა არის მოსკოვის საბოლოო მიზანი, როცა საზღვრების განუწყვეტლივ გადაადგილება ხდება საქართველოში? ეთანხმებით, თუ არა, რომ ეს მცოცავი ოკუპაციაა?
- ვფიქრობ, რომ რუსეთის ქმედება საქართველოში არის უფრო ვრცელი მასშტაბის მოქმედების ნაწილი მოსკოვის მიერ, ეს ეხება კრემლის მოქმედებებს დონბასში, ასევე დნესტრისპირეთში, სადაც კრემლი სამხედრო ძალას იყენებს ამ ქვეყნების პრო-დასავლური ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში მცოცავი ოკუპაციაა, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა.
- იყო თუ არა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე და მის მხარდამჭერ განცხადებებზე საქართველოში?
- ძნელია ითქვას რამ გადააწყვეტინა პუტინს აფხაზეთში ჩასვლა. ომის წლისთავი იყო, შესაძლოა ესეც გამხდარიყო მიზეზი. თუმცა ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ-ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა აამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი იზიტებით-მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება-ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელორუსში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება.
- როგორ ახსნით გააქტიურებულ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?
- აშშ აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება დაუთმო რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, და აშ. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. ამასთან ვიტყვი იმასაც, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია: სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, მითუმეტეს, როცა რუსეთს ამ ქვეყნის ტერიტორიები დაკავებული აქვს. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები იქ, სადაც ეს შესაძლებელია-ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების, და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას.
- თქვენს ერთერთ ბოლო სტატიაში “ვაშინგტონ პოსტში”, წერთ, რომ დიდი შეცდომა იქნება უკრაინისთვის ლეტალური [მომაკვდინებელი] იარაღის მიწოდება? აგვიხსენით, რატომ?
- უკრაინაში ძალიან სახიფათო სიტუაცია სუფევს, რასაც მიმდინარე სისხლისღვრა ახლავს დონბასის რეგიონში-სეპარატისტების და უკრაინის ძალების დამაკავშირებელ ხაზზე. ვფიქრობ, აშშ-მ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ფინანსური, სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ და ასევე, ტრეინინგი უზრუნველყონ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ლეთალური იარაღის მიწოდება კიევისთვის მდგომარეობას უფრო მეტად დაძაბავს. აქ მთავარია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით, ისე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი საკითხი: იარაღის მიწოდება კიევისთვის რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამის ნაცვლად, ჩვენ სანქციების გამკაცრება და პოლიტიკური დარეგულირების გამონახვა გვმართებს. ამასთან ერთად, ევროპაშიც არ ემხრობიან ლეთალური იარაღის კიევისთვის მიწოდებას. აშშ ევროპასთან სოლიდარული უნდა იყოს და ჩვენ გვმართებს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მყარი, ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება. ვაშინგტონის მიერ თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, შესაძლოა განხეთქილება მოჰყვეს ევროპასთან. საბოლოო ჯამში, ეს პუტინის სასარგებლოსდ იმუშავებს.
- თქვენს წიგნში “ნატოს ფინალური საზღვარი” თქვენ წერთ, რომ ისტორიული შეცდომა იქნებოდა რუსეთის “კეთროვანად” განხილვა. ახლანდელ ორმხრივ ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?
- ორმხრივი ურთიერთობა ახლა ძალიან გამწვავებულია. რუსეთი ვითარების მეტად ესკალაციას ახდენს. ტრამპმა კი დააკონკრეტა, რომ პუტინთან მორიგებას არ აპირებს. დღეს, ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად არის გაუარესებული. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: სანამ არ მოხდება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება, სირიაში არსებული სიტუაციის დარეგულირება-სადაც რუსეთი ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად ასადის რეჟიმს აქეზებს, სანამ იქ სამოქალაქო ომი არ დასრულდება და სანამ თვალს არ გავუსწორებთ ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში არსებულ დაძაბულობას-ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის ძალიან რთულად განვითარდება.



წყარო: "Radio Voice of America"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე
ინტერვიუ
მიაღწევს თუ არა სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?-უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები
11:30 13.09.2017
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ კორესპონდენტი ქსენია გულია უკრაინელ პოლიტოლოგებს
ინტერვიუ
ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ
12:12 08.09.2017
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა (ბასი) პაატა ბურჭულაძემ «Российская газета»-ს მისცა,
ინტერვიუ
ინტერვიუ ჯეიმს კირჩიკთან: 2008 წლის ომი უფრო აგრესიული რუსული რეჟიმის დასაწყისია
12:33 04.09.2017
ჯეიმს კირჩიკი წიგნის "ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბმელი ეპოქა" ავტორი და
ინტერვიუ
«BBC News»(დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს
12:51 04.09.2017
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ თავის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა
ინტერვიუ
ინტერვიუ უილიამ კორტნთან: რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას შეეცადოს, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა
13:49 18.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ
ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ