logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
რუსეთის საგარეო დაზვერვისა და „კაგებე“-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის შეცდომად ვთვლი
რუსეთის საგარეო დაზვერვისა და „კაგებე“-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის შეცდომად ვთვლი
13:43 11.08.2017
აზერბაიჯანულ გამოცემა «Азербайджанские известия»-სთან ინტერვიუში ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წარსულში კი საბჭოთა „კაგებე“-სა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი, პროფესორი იური კობალაძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზეც საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ ცნობილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ რიგში მაინც ქართველი ხართ. როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს პრობლემების მიმართ?

- დიახ, მე ქართველი ვარ და ასაკის მომატების კვალობაზე, ამას სულ უფრო მეტად ვგრძნობ. ძალიან ვდარდობ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო. ძალიან მძიმედ გადავიტანე 2008 წლის აგვისტოს ომიც. მე რუსეთის მიერ დაშვებულ ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი სავიზო რეჟიმის დაწესებასაც საქართველოსთან, რადგან ამით ქართველი ახალგაზრდების მთელი თაობა რუსეთს ჩამოშორდა. წლების განმავლობაში არ იყო ავიარეისები, არ იყო ვიზის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. ქართველი ახალგაზრდების დღევანდელმა თაობამ რუსული ენა პრაქტიკულად არ იცის, მათ რუსული ენა აღარ ჭირდებათ, ისინი ყველა დასავლურ ენებზე, ინგლისურად ლაპარაკობენ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ახლო მომავალში თბილის-მოსკოვის ურთიერთობა ისეთ კალაპოტში ჩადგება, როგორიც უნდა იყოს. მე არ მინდა ახლა ორივე მხარის მოქმედება შევაფასო - ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი, ცხადია, რომ ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა. ამასთან ფაქტია ის, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ, ქართველებისთვის კი რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია“.

კორესპონდენტის კითხვაზე, „როგორია თქვენი აზრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებო“, იური კობალაძე პასუხობს: „მე, როგორც ქართველი, ამ კონფლიქტის გარჩევაში არ ჩავერევი... ზოგადად კი ვიტყვი, რომ ყოველ მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება და მათ შორის დიალოგია აუცილებელი“.




http://www.azerizv.az/news/a-23308.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე