logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ გენერალ ხრულევთან: თბილისში პირველი პოლკოვნიკ შტონდენკოს ქვედანაყოფი უნდა შესულიყო; რატომ არ შევიდა რუსული არმია თბილისში
ინტერვიუ გენერალ ხრულევთან: თბილისში პირველი პოლკოვნიკ შტონდენკოს ქვედანაყოფი უნდა შესულიყო; რატომ არ შევიდა რუსული არმია თბილისში
09:59 09.08.2017
რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ექს-სარდალი, ამჟამად კი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის I მოადგილე, გენერალ-მაიორი ანატოლი ხრულევი იხსენებს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მიზეზებს, მიმდინარეობას და შედეგებს (ესაუბრება სამხედრო კორესპონდენტი ვიქტორ ბარანეცი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- საქართველო ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთმა მშვიდობის დამყარებაზე აიძულა, მაგრამ რატომ გაჩერდა 58-ე არმია თბილისის მისადგომებთან, რატომ არ დაიკავა საქართველოს დედაქალაქი?
- იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და არმიას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.
- და იყო თბილისის დაკავების შესაძლებლობა?
- დიახ, არსებობდა. რვა-ცხრა აგვისტოს 58-ე არმიაში შევქმენით დამრტყმელი დაჯგუფება, ათში გადავედით შეტევაზე... მაგრამ გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა შეტევა შეაჩერა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნიკოლაი მაკაროვს ნებისყოფამ უმტყუნა და პოლიტიკური შედეგების შიში ჰქონდა... და კიდევ, ჩემი აზრით, მას პიროვნული გამბედაობა აკლდა.
- საქართველოში შესვლის შემდეგ რამდენ კილომეტრში გაჩერდა ჩვენი არმია თბილისიდან?
- 22 თუ 28 კილომეტრში, ახლა ზუსტად არ მახსოვს... შეტევის წინა ხაზზე იდგა პოლკოვნიკ შტონდენკოს ქვედანაყოფი. იგი პირველი უნდა შესულიყო თბილისში, მაგრამ გააჩერეს.
- იყო თუ არა 2008 წლის აგვისტოში სტრატეგიული ბომბდამშენ „ტუ-22“-ის გამოყენების აუცილებლობა?
- ეს ძალიან რთული საკითხია, საჰაერო-კოსმოსური ძალების სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ. მე მაშინ მხოლოდ საარმიო ავიაცია მჭირდებოდა და მქონდა კიდეც, რომელიც თავის მოვალეობას არასრულად, მაგრამ მაინც ასრულებდა...
- რა უფრო დაგამახსოვრდათ იმ დღეებში?
- ცხრა აგვისტოს საღამოს მძიმედ დავიჭერი, ღამით კი ევაკუაცია დამჭირდა. რვა-ცხრა აგვისტოს ქართველები გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. იმ ბრძოლებში მათი ტანკიც ვიგდეთ ხელთ და თავიანთივე ტანკიდან გავუხსენით ცეცხლი.
- ომის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ არმიიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრებს ათავისუფლებენ და ეს დანაშაულიაო. მაშინ თქვენ ამ ყველაფრის ინიციატორად გენერლები ვლადიმერ ბოლდირევი და სერგეი მაკაროვი დაასახელეთ....
- რას ვიზამთ... ომის შემდეგ იოსებ სტალინმა გიორგი ჟუკოვის შესახებ თქვა, რომ ასეთი ადამიანები სამშობლოსათვის რთულ პერიოდში ძალიან საჭირონი არიანო... მშვიდობიან დროს კი ისინი ვიღაცეებს ხელს უშლიან...
- თქვენ რატომ წახვედით?
- ასაკისა და „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო...
- ვატყობ, რომ ნაწყენი ხართ...
- მე სამშობლოზე ნაწყენი არ ვარ. მე სამშობლომ ყველაფერი მომცა: განათლება, ცოდნა, მდგომარეობა... მხოლოდ ის მწყინს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან და თავიანთი მოქმედებით სახელმწიფოს ზიანს აყენებენ, მაგალითად, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი სერდიუკოვი და გენშტაბის უფროსი მაკაროვი... პრემიები გამოუწერეს საუკეთესო ოფიცრებს, მაგრამ იმ პრემიებს ადრესატამდე არ მიუღწევია... სადაა მათი ზნეობა და პატრიოტიზმი?
- რამდენიმე წლის წინ მე საკუთარ ყურებს არ დავუჯერე, როცა გავიგე, რომ თქვენ თურმე ბინის გარეშე დაგტოვეს არმიაში სამსახურის შემდეგ... როგორი მდგომარეობა გაქვთ ამჟამად?
- იგივე სიტუაციაა. რუსეთში მე ბინა არ მაქვს.
- როგორ მიგიღეს სოხუმში გენშტაბის უფროსის როლში?
- მშვენივრად. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია პატივცემული და ავტორიტეტული პიროვნებაა. ერთად კარგად ვმუშაობთ.
- როგორ შეაფასებთ აფხაზეთის არმიის დღევანდელ მდგომარეობას?
- ჯერ-ჯერობით დამაკმაყოფილებლად.
- ბევრი გაქვთ სამუშაო?
- მთავარია, რომ არის. ცუდია, როცა არ იქნება. ბოლო წელიწადნახევარში ბევრი რამ გაკეთდა... შეიქმნა ერთობლივი აფხაზურ-რუსული დაჯგუფება... მიმდინარეობს დაგეგმვა, ერთობლივი სწავლება. ოფიცრები სამსახურისთვის მზად არიან.
- რა ხდება აფხაზეთის საზღვრის იქითა მხარეს? სამხედრო მანევრებიო, ამერიკელებიო, იქაური ტექნიკა...
- ჩვეულებრივი ამბავია, ბიძია სემის პოლიტიკის გაგრძელება. თავიანთი საზღვრებიდან შორს, მაგრამ ახლოს დაუძინებელ მეგობრებთან - მათ შორის რუსეთთანაც. სპეციალურად ამწვავებენ სიტუაციას. ქართველები ხვდებია, რომ თუ აფხაზეთზე შეტევას განახორციელებენ, იქ მათ გაერთიანებული დაჯგუფება, რუსეთის ჯარები დახვდებიან და ისეთ ნაზ პასუხს აღარ მიიღებენ, როგორც 2008 წლის აგვისტოში...
https://www.kp.ru/daily/26714/3740225/#print

--------
საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით შესახებ მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე რუსეთის სხვა გაზეთებშიც: მაგალითად, «Российйская газета»-ში დაბეჭდა სტატია სათაურით „განვლილი ომის ექო: ცხრა წლის წინათ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისაგან იხსნა“ (ავტორები - ვლადიმერ ლადნი, მაქსიმ მაკარიჩევი). წყარო: https://rg.ru/2017/08/08/rossiia-spasla-narod-iuzhnoj-osetii-ot-unichtozheniia-9-let-nazad.html.
ეს მოვლენა გაშუქდა დასავლურ მედიაშიც: ამერიკულ «Radio Free Europe//Radio Liberty»-ის რუსული სამსახურის «Радио Свобода»-ს ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ისაუბრეს მწერალმა ალექსანდრე ებანოიძემ და ჟურნალისტმა აკაკი მიქაძემ (წამყვანი - ვლადიმერ ყარა-მურზა). საუბრის ტექსტი გამოქვეყნდა „საქართველოს დანაწევრება“ (წყარო: https://www.svoboda.org/a/28665926.html).
8 აგვისტოს ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია «BBC»-მა ტელეეთერში გადასცა ვიდეო სიუჟეტი სათაურით „რა მოუტანა საქართველოს 2008 წლის ომმა“, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთ-საქართველოს ომის ნეგატიური შედეგები (ზარალი) როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით (წყარო: http://www.bbc.com/russian/media-40866232).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე