logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს. რუსეთი მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს, სამხრეთ ოსეთში კი რუსეთის ჯარები ლოკალურ მანევრებით არიან დაკავებულნი. თბილისს ამ დღეებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სტუმრობდა, სოხუმში კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩადის. გამოდის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ისევ სახიფათო ზღვარზეა? სიტუაციის მიმართ საკუთარი ფრთხილი მიდგომითა და ხედვებით «Независимая газета»-ს მიმომხილველ იური სიმონიანს ესაუბრება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტის ექს-სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007-2008 წლებში ნინო ბურჯანაძე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

„დღეს სიტუაცია რთულია როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე საქართველოსთვისაც. ჩვენ ყველა ახალი ცივი ომის ეპოქისკენ მივექანებით. ყველა გონიერ ადამიანს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, ეს საკითხი უნდა აღელვებდეს.. რასაკვირველია, არსებობდა იმედები რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ახლა დიდი შეშფოთებით ვუყურებ ინ ანტირუსულ ისტერიას, რომელიც გონივრულობის ჩარჩოებს სცილდება და შეიძლება ყველასათვის ნეგატიური შედგების მომტანი გახდეს, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვისაც“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

- და სწორედ თბილისში ყოფნისას დაანონსა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს კონგრესის მიერ მიღებულ კანონს ანტირუსული სანქციების თაობაზეო. იმავდროულად კრემლი აცხადებს, რომ მზადდება ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში...


- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს მე დადებითად აღვიქვამდი, მისი ჩამოსვლა ნატოს სამხედრო სწავლებებს რომ არ უკავშირდებოდეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დემონტრაციულად და პროვოკაციულად ტარდება. რასაკვირველია, აშშ-ის ვიცე-პრტეზიდენტის განცხადება იმაზე, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა საქმეა, თუ რას გააკეთებს [პრაქტიკულად] აშშ ან სხვა სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? ილუზიები, რომლებიც ბევრს აქვს საქართველოში აშშ-ის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებს. მე თავიდანვე ვამბობდი, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას: პირველ რიგში, თავი უნდა შეეკავებინა იმ პროვოკაციული მოქმედებისაგან, რომელიც ნატოს სწავლების ჩატარებაა. როცა 500 მეტრში რუსეთის სამხედრო ბაზები არიან განთავსებულნი, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დროს კი გზაზე გრუხუნით მიდიან აშშ-ის ტანკები ამერიკისავე დროშით, ეს, ცხადია, რუსეთის გამოწვევაა. ვერაფერს კარგს ამაში ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება. რასაკვირველია, ძალიან საწყენია ის ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი სოხუმში ჩასასვლელად ემზადება. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია და მინდოდა ისეთი ურთიერთობა გვქონოდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯერ ერთიან, მთლიან საქართველოში, თბილისში ჩამოსულიყო, შემდეგ კი საქართველოს შემადგენლობაში არსებულ სოხუმსა და ცხინვალში, ყველა სხვა ადგილზე, მაგრამ არა იმ სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც საქართველოსაგან გამოყოფილნი არიან. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი არ დაეშვა ასეთი მომენტები, ჰქონდა შანსი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა. მაგრამ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, ეშინია რა იმისა, რომ ვაითუ ამერიკელი პატრონი გაგვიბრაზდესო, ასეთი შანსი ხელიდან გაუშვა. მშვენივრად მახსოვს ვლადიმერ პუტინის განცხადება და მან ეს სამჯერ გაიმეორა, რომ იგი მზადაა საქართველოს ხელმძღვანელებთან შესახვედრად, მზად არის მათთან სასაუბროდ, სადისკუსიოდ და გზების ძიებისათვის იმ რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობები აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას ეს განცხადებები ესმოდა, მაგრამ იმის შიშით, რომ დასავლეთის თვალში პრორუსულად წარმოჩნდებოდა, მათი იგნორირება მოახდინა.

- მაგრამ რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, თუ მოსკოვი მას, ურთიერთობის სრულმასშტაბიანი დარეგულირებისათვის, ახალი რეალიებისადმი ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შეგუებისაკენ მოუწოდებს? და ამ დროს თვითონ საქართველოც ითხოვს, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება უკან წიღოს? ეს ხომ ჩიხია...


- მოლაპარაკების დაწყებამდე არცერთმა მხარემ არაფერი არ უნდა მოითხოვოს. . დიახ, არიან რუსეთში გარკვეული წრეები, რომლებიც მუდმივად ამბობენ, რომ საქართველო რეალობას უნდა შეურიგდესო. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის ის განცხადება, როცა მან კითხვაზე პასუხი გასცა და აღნიშნა - თუ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ, როგორ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება, როგორ სამართლებრივ გარემოში, მაშინ რუსეთი მათ საქმეში არ ჩაერევა და წინააღმდეგი არ იქნებაო. ანუ დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ, ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის. ცხადია, ეს გზა იოლი არ არის. მე არ მაქვს იმის ილუზიები, რომ ამის მიღწევა ორი-სამი შეხვედრით შეიძლება, მაგრამ ეს უნდა დაწყებულიყო, საქართველოს ხელისუფლებას თანდათანობით უნდა გადაედგა ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. საჭირო იყო აფხაზებთან და ოსებთან საუბარი, უნდა გამოძიებულიყო 2008 წლის აგვისტოს გარემოებები. უნდა დასჯილიყო მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მან დაწვა და დაანგრია ის ხიდები, რომელთა აღდგენა ქართველი და ოსი ხალხების მიერ უკვე მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ აფხაზურ და ოსური საკითხების გადასაწყვეტად სრულიად ახალი გზა იხსნებოდა, ფართო გზა. ამ დროს აუცილებელი იყო რუსეთის ჩართვა. მოსკოვს სურს, რომ მის საზღვრებს ნატოს ტანკები და რაკეტები არ ემუქრებოდეს. სწორედ ასეთ მომენტშია შესაძლებელი სანდო ურთიერთობების შენება. მაგრამ საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი არ გადაიდგა. თბილისის მოთხოვნები მოლაპარაკების დაწყების პირობად, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან უნდა გაიწვიოსო და საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარების უნდა გაიყვანოსო, ეს გზა ვერსად ვერ მიგვიყვანს.

- თქვენი თვალსაზრისით, სიტუაცია უიმედოა თუ არის რესურსები რაღაც პოზიტიური ძვრებისათვის?


- სიტუაცია რთულია. დრო ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი თაობა იზრდება, რომლებმაც საქართველოსთან ურთიერთობაზე არაფერი კარგი არ იციან, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ახსოვთ ცუდიც, მაგრამ იმავდროულად კარგიც. მთლიანობაში სიტუაცია უარესდება. ეს ხელს არ უწყობს იმ პოზიტიური კავშირების აღდგენას, რაც მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადასაწყვეტად. ვფქირობ, რომ საქართველო თავისი არასწორი მოქმედებით სულ უფრო და უფრო შორდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას, რუსეთი კი უფრო და უფრო მტკიცედ უახლოვდება სოხუმს და ცხინვალს. ამ ჩიხიდან გამოსვლის გზის პოვნა რთულდება. მე არ ვამბობ, რომ ხელი ჩამოვუშვათ, მაგრამ ძალიან საწყენია, როცა ვხედავ, თუ როგორ იკარგება დრო და როგორ რთულდება პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა.. ამის მიუხედავად, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შანსი ჯერ კიდევ არის, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას ამ შანსის გამოყენების მიზნით. ხელისუფლება ზედმეტადაა მიბმული აშშ-ის განსაზღვრული წრეების ინტერესებზე.

- საქართველოს ხელისუფლება ინერტულობას ამჟღავნებს, მაგრამ განა არსებობს საზოგადოების განწყობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის?


- მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებოდი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს. ვეკითხებოდი, სურდათ თუ არა მათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება? უნდოდათ თუ არა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებულიყო რუსეთთან ურთიერთობების საზიანოდ? პასუხები ერთმნიშვნელოვნად მოწმობდნენ იმას, რომ ადამიანებს მეზობელ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება სურდათ. მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე და ჩემი პარტია პარლამენტის გარეთ დავრჩენილიყავით. ხმების დათვლის დროს დაშვებული შეცდომები ეუთოს დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს, შევიტანეთ 300-მდე სარჩელი და მოვითხოვეთ არჩევნების შედეგების გადამოწმება ერთ რომელიმე ოლქში მაინც, მაგრამ 300-ივე სარჩელზე უარი გვითხრეს. აშკარაა, რომ ხელისუფლებისათვის მე პარლამენტში არასასურველი ფიგურა ვიქნებოდი, რადგან კითხვები მექნებოდა არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ, მე დავიწყებდი რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკს... ამიტომაც ჩვენი პარტიის [პარლამენტში არჩევა] ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის აბსოლუტურად წამგებიანი იქნებოდა. ამიტომაც ჩამოგვაშორეს საპარლამენტო საქმიანობას. ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას, რათა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხელისუფლებამ. ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგია და არა რუსეთთან კონფრონტაცია. ეს დიალოგი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას ან ჩვენი ქვეყნის საგუბერნიო სტატუსს. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, საკითხი სწორედ ასე ისმება. როცა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული სიმბოლოს მქონე ტრიბუნაზე ინგლისურად გამოდის, განა ვინმე გულისხმობს საქართველოს გადაქცევას აშშ-ის არაოფიციალურ შტატად?

- დროდადრო თბილისში ისმის პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები, რომ ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის შეზღუდვის მიზნით ზომები უნდა მიიღოსო. რაში გამოიხატება ეს პროპაგანდა?

- იმაში, რაზედაც ახლა ვლაპარაკობდი - რუსეთთან დიალოგის დაწყების წინადადება პროპაგანდად ითვლება. ჩვენ პრორუსულ პარტიას გვიწოდებენ და ლამისაა სამშობლოს მოღალატეებად შეგვრაცხონ იმის გამო, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრენი ვართ. ცხადია, პოლიტიკოსისათვის საწყენია ის გარემოება, როცა გვიწევს ელემენტარული ახსნა იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ორი გზა არსებობს - ომი ან მოლაპარაკება. მე უპირატესობას მოლაპარაკებას ვაძლევ და ამას „პრორუსულ პოლიტიკას“ უწოდებენ. როცა ვამბობ, რომ დროა ვიმოქმედოთ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებისათვის და არა აშშ-ის სასარგებლოდ, ესეც თურმე „პრორუსულ პროპაგანდას“ ნიშნავს. მესმის, რომ რუსეთისათვის რთულია საქართველოს მიმართ პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, როცა პუტინის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნის თაობაზე ჩვენი მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, როცა ჩვენს ქვეყანაში კვლავ გრძელდება პრონატოური ისტერია. მაგრამ გამოსავლის ძიება მაინც საჭიროა.


http://www.ng.ru/cis/2017-08-04/5_7044_georgia.html



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ