logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კონსტანტინ სივკოვი: თბილისი ნატოში გაწევრიანებისაგან ისევე შორს დგას, როგორც კიევი; ვფიქრობ, ალიანსს არ სურს საქართველოზე პასუხისმგებლობის აღება
კონსტანტინ სივკოვი: თბილისი ნატოში გაწევრიანებისაგან ისევე შორს დგას, როგორც კიევი; ვფიქრობ, ალიანსს არ სურს საქართველოზე პასუხისმგებლობის აღება
12:11 14.07.2017
„უკრაინის ხელისუფლებამ ამ კვირაში მოსახლეობას გაახსენა, რომ ძალიან სურთ ნატოში გაწევრიანება: პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეს თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგტან შეხვედრის დროსაც განიხილა, რომელიც კიევში „უკრაინა-ნატოს“ კომისიის სხდომის ჩასატარებლად ჩავიდა“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Аргументы и факты»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვიტალი ცეპლიაევი).

როგორია უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი? ამ კითხვაზე პასუხისათვის გაზეთის კორეპონდენტმა ექსპერტ კონსტანტინ სივკოვს მიმართა.

- თქვენი აზრით, რა დგას უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე მორიგი აჟიოიტაჟის უკან? მიიღებენ თუ არა უკრაინას ალიანსში ტერიტოტიული პრობლემების - ყირიმისა და დონბასის გათვალისწინებით?

- ჩემი აზრით, უკრაინის მმართველი ელიტა ცდილობს მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციასთან დაკავშირებით თავიდან აიცილოს მოსახლეობის აღშფოთება და ნატოსაგან მეტი უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, მეტი ფინანსური დახმარება მიიღოს დასავლეთისაგან. თვით ალიანსს კი უკრაინის ტერიტორიიის პლაცდარმად გამოყენება სურს, უკრაინის არმიისა კი - საზარბაზნე ხორცად ნატოს ჯარებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი რუსეთში შეჭრას გადაწყვეტს. საერთოდ კი, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ხელსეკრულება გაუფორმონ თანამშრომლობის შაობაზე, რომ გვერდით იყოლიონ. დოკუმენტის მთავარი არსი იქნება ელიტისათვის უსაფრთხოების გარანტია და გარკვეული დაფინანსება. თავის მხრივ, უკრაინა ნატოს უფლებას მისცემს, რომ მის ტერიტორიაზე ჯარები განლაგდეს.

- ამ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თითქოსდა აშშ-საგან იარაღის შესყიდვას გეგმავსო - საბჭოურ შეიარაღებას დასავლური სტანდარტების მქონე იარაღით ცვლის, კერძოდ, კალაშნიკოვის ავტომატს - ამერიკული შაშხანით. დაეხმარება თუ არა საქართველოს გადაიარაღება ნატოში გაწევრიანების დაჩქარების საქმეში? აქვე შევნიშნავ, რომ საქართველოსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს...

- ამ თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა უკრაინის მდგომარეობისაგან არ განსხვავდება. ავტომატის შაშხანით შეცვლას ნატოში შესვლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.. ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის არმიებში დღემდე ჩვენი „კეთილი“ „ტ-72“ ტიპის ტანკები აქვთ და არავინ მათ შეცვლას არ ჩქარობს. უფრო მეტსაც გეტყვით: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მფრინავები ახლაც საბჭოთა „მიგ-29“-ებით დაფრინავენ, რომლებიც მათ დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ეროვნული არმიისაგან მემკვიდრეობად მიიღეს. გადაიარაღება ქართულად - ეს, პირველ რიგში, ბიუჯეტის ქარისთვის გატანებაა, მეორე რიგში კი - ერთგვარი საჩვენებელი აქცია, ე.წ. „პოკაზუხა“. თბილისი ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისაგან ისევე შორს დგას, როგორც კიევი. ვფიქრობ, ალიანსს არ სურს საქართველოზე პასუხისმგებლობის აღება.




www.aif.ru/politics/world/pokazuha_i_raspil_byudzheta_svetit_li_ukraine_i_gruzii_vstuplenie_v_nato




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და