logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ინტერვიუ სომეხ ანალიტიკოსთან: არსებობს „წყალქვეშა კლდეები“, რაც აბაშიძე-კარასინის განცხადების შესახებ აღტაცების საფუძველს არ გვაძლევს
ინტერვიუ სომეხ ანალიტიკოსთან: არსებობს „წყალქვეშა კლდეები“, რაც აბაშიძე-კარასინის განცხადების შესახებ აღტაცების საფუძველს არ გვაძლევს
11:51 27.02.2017
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში გაიმართა, მხარეებმა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების რეანიმირებაზე მოილაპარაკეს. ამ დოკუმენტის ამოქმედება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კომუნიკაციებით სარგებლობას ითვალისწინებს (საზღვრებზე საბაჟო პუნქტების დაარსებასთან ერთად), მაგრამ მათი პოლიტიკური სტატუსის გარეშე. თუ კომუნიკაციები ამოქმედდება, ეს სომხეთისთვისაც მომგებიანი იქნება. შესაბამისად სომხურმა მასმედიამ, მომხდარი ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე „ბლოკადის გარღვევად“ შეაფასა. რამდენად სწორია საკითხის ასეთი შეფასება, ნამდვილად „გარღვევასთან“ გვაქვს საქმე? ამ კითხვებზე გაზეთის კორესპონდენტს ზარა გევროქიანს ინტერვიუში სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი მელიქიანი პასუხობს.

ინტერვიუში სომეხი მეცნიერი საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების შინაარსს, მისი დადების მიზეზებს და იქვე აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით „ბლოკადის გარღვევაზე“ საუბარი ნაადრევია, რადგან დოკუმენტის ამოქმედებას წინ უამრავი დაბრკოლება, ეწ. „წითელი ხაზები“ ეღობება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არსებობს „წყალქვეშა კლდეები“, რომელთა გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის განცხადება აღტაცების საფუძველს არ გვაძლევს. მთავარი აქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციები. ბოლო წლებში რუსეთსა და ამ რესპუბლიკებს შორის საკმაოდ ბევრი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლებიც სასაზღვრო და სავაჭრო საკითხებს არეგულირებს. არაა გამორიცხული, რომ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება მოგვიანებით ხელმოწერილებს ეწინააღმდეგებოდეს, მით უმეტეს, რომ „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმებაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთოდ არაა ნახსენები. ეს სოხუმისა და ცხინვალის უკმაყოფილებას იწვევს. მათი აზრით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ვაჭრობის საკითხი - რუსეთთან თუ საქართველოსთან, ეს მათი საქმეა და სხვას არავის ეხება...

- პლუს ამას კიდევ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ გაუგებრობაა სამხედრო ტრანზიტის საკითხში... ასეა, ხომ?

-გაუგებრობა - ეს რბილადაა ნათქვამი. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ რეგიონული ვაჭრობის სტატისტიკა და ტვირთების მოძრაობის კონტროლი დამოუკიდებელი აუდიტის - შვეიცარული კომპანია SGS-ის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. თითქოსდა დოკუმენტში სამხედრო ტვირთებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ქართული მხარე დაბეჯითებით აცხადებს, რომ შვეიცარულმა კომპანიამ სამხედრო ამუნიციისა და იარაღის სახმელეთო გზით გადატანაც უნდა გააკონტროლოს. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ასეთი ფუნქცია SGS-ს არ უნდა ჰქონდეს. ასევე გაუგებრობაა მხარეებს შორის ინფორმაციის გამჟღავნების საკითხში: მხარეებმა მხოლოდ ვაჭრობის შეჯამებული, საბოლოო მონაცემები უნდა მიიღონ, ვთქვათ, ვაჭრობამ ამა და ამ მიმართულებით ამდენი და ამდენი მილიონი შეადგინა, მაგრამ დეტალური ციფრების გარეშე. მოკლედ, 2011 წლის შეთანხმებას ორივე სუბიექტი - რუსეთიც და საქართველოც თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ.

- და როგორც ჩანს, ჩვენც ჩვენეული მიდგომები გვაქვს?

- ჩვენ კი ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, თუ რამდენად დიდი წყალქვეშა კლდეებია, არ ვუკვირდებით, როგორია მხარეთა განწყობები და ნაადრევ ოპტიმიზმს ვამჟღავნებთ. რასაკვირველია, სავაჭრო დერეფნების ამოქმედება, იდეალში სომხეთისათვის მომგებიანია. აქ ორი დონე უნდა ავღნიშნოთ: საქართველო, ცხადია, უფრო მშვიდად იქნებოდა, თბილისს რომ რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. პოლიტიკურად ყველაფერი რომ მოგვარებული იყოს (მაგალითად, სტატუსის საკითხი), სომხეთის ტვირთები თავისუფლად წავიდოდა რუსეთში, ამ რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით, განსაკუთრებით, გორი-ცხინვალის მიმართულებით, ტრანსკავკასიის მაგისტრალის („ტრანსკამ“) გამოყენებით. და ეს იქნებოდა უკვე ძირითადი მიმართულება, ხოლო ზემო ლარსი - სათადარიგო. მაგრამ სანამ ყველა საკითხი არ მოგვარდება და სანამ „ტრანსკამ“-ით სარგებლობის უფლება არ გვაქვს, მანამ საუბრები „ბლოკადის გარღვევაზე“ უადგილოა....

- ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების საფუძველზე ზემო ლარსის ალტერნატივა უნდა ვეძებოთო...

- დიახ, აქაც გარკვეულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ბევრმა შეიძლება ისე იფიქროს: „აი, კარენ კარაპეტიანმა ალტერნატიული გზა მოისურვა, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი კი დასხდნენ, მოილაპარაკეს და სომხეთს საჩუქარი მიართვეს... ვიმეორებ: „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ შეთანხმების რეალიზაცია იმდენად პრობლემატურია, რომ მე საკითხის გადაწყვეტა მოკლევადიანში კი არა, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი წარმოუდგენლად მეჩვენება. აი, მაგალითად, როგორ დაიწყება ტვირთების ტრანზიტი, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წინააღმდეგი იქნება? გასაგებია, რომ რუსეთს თავისი ბერკეტები აქვს სოხუმსა და ცხინვალზე ზეწოლისათვის, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი სერიოზული პრობლემები გაჩნდება. გარდა ამისა, ვთქვათ და მხარეებმა მოილაპარაკეს, მაგრამ რას ვუშვრებით საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც სარკინიგზო-საავტომობილო ტვირთების გადაზიდვას კრძალავს? ესე იგი, გამოდის, რომ კანონის შეცვლა იქნება აუცილებელი. ეს ყველაფერი კომპლექსში ხელს შეუშლის 2011 წლის შეთანხმების ამოქმედებას.


http://golosarmenii.am/article/50125/krasnye-linii-davyat--blizok-li-transkam


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და