logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ზურაბ აბაშიძე: უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს
ზურაბ აბაშიძე: უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს
13:22 07.02.2017
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, დღეს, მხარეთა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. ტრადიციულად, რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენს, ქართულს კი - პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

პრაღის შეხვედრის წინ ზურაბ აბაშიძემ „ნეზავისიმია გაზეტას“ მიმომხილველის იური სიმონიანის კითხვებს უპასუხა.

- მოლაპარაკება გარკვეულად მომატებული დაძაბულობის ფონზე გაიმართება: ცხინვალში ადგილობრივმა სასამართლომ კონფლიქტისპირა ზონაში მცხოვრებ გიორგი გიუნაშვილს ბრალი წაუყენა: თითქოსდა „საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“ და „ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობდა“. იქნება ეს თემა განხილული გრიგორი კარასინთან თქვენი შეხვედრის დროს?

- მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა „ჟენევის ფორმატის“ მოლაპარაკების პრეროგატივას წარმოადგენს, მე მას მაინც შევეხები. უპირველეს ყოვლისა რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე. ადამიანების დაკავება და დაპატიმრება ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის გამო, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით „საოკუპაციო ხაზს“ წარმოადგენს, ძალიან ხშირად ხდება. მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენი მოქალაქეები ისევ დააკავეს, მანამდე კი იგივე სიტუაციაში იყო ორი ქალი, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს. ეს ძალიან სახიფათო ფაქტებია. მცირე ინდიდენტი შეიძლება დიდში გადაიზარდოს - ისეთში, რომლის შეჩერება ძნელი იქნება. მე მუდამ ვცდილობ ჩვენი რუსი კოლეგების ყურადღება მსგავს ფაქტებისკენ მივაქციო: შეწყვიტეთ ეს სახიფათო მოქმედება. ხომ იცით, რა სიტუაციაა სამხრეთ კავკასიაში და როგორი მყიფე სტაბილურობაა რეგიონში. ასე არ შეიძლება! მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდენცია არ იცვლება... ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ.

- ამ დღეებში საქართველომ ევროკავშირთან დიდი ხნის ნანატრი უვიზო რეჟიმი მიიღო. გაკრთა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პირობად ევროკავშირმა თბილის-მოსკოვის ურთიერთობის ნორმალიზება დაასახელა...

-არასწორია. ევროკავშირის მხრიდან არანაირი მსგავსი პირობა არ ყოფილა. იყო მხოლოდ რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგი, კონტაქტები და კომუნიკაცია იქონიეთო. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ახლაც გვეუბნებიან. როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რუსეთს სხვადასხვა კითხვები გაუჩნდა. როგორ გავლენას მოახდენს ეს ფაქტი [საქართველოს] ექსპორტ-იმპორტზე [რუსეთში]? ხომ არ შეაღწევს რუსულ ბაზარზე საქართველოდან იაფი დასავლური საქონელი? მოკლედ, კითხვები იყო. მაშინ ჩვენ აქ, პრაღაშივე მოვაწყეთ ექსპერტებისა და ეკონომისტების შეხვედრა, რომელიც წარმატებული გამოდგა - აზრთა ურთიერთგაზიარების რეჟიმში ბევრი საკითხი მოგვარდა. ჩემი აზრით, ექსპერტთა შეხვედრა პოზიტიური, სწორი იყო. საერთოდ კი, შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ-ქართული დიალოგი დადებით გავლენას ახდენს ევროპულ-ქართული პროექტის რეალიზებაზე.

- ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კომუნიკაციის საკითხები თანდათან აქტუალური ხდება. მხედველობაში მაქვს სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობის აღდგენა აფხაზეთის გავლით და ე.წ. ავარეთ-კახეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ეს გზა რუსეთის ტერიტორიაზე უკვე მზადაა...

- აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი ჩვენი ფორმატის ჩარჩოებში არ განიხილება. ის ქართულ-რუსული ურთიერთობების ძალიან რთულ პრობლემას უკავშირდება - აფხაზეთის მოუგვარებელ კონფლიქტს.

- ავარეთ-კახეთის მაგისტრალის საკითხი?


- არც ეგ არ განიხილება.

- მოსკოვიდან დროდადრო ისმის განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, მაგრამ სავიზო რეჟიმი დღემდე ძალაში რჩება. არის რაიმე განსაზღვრული პირობა წამოყენებული მოსკოვის მხრიდან მისი გაუქმებისათვის?

- ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან, უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გავაუქმეთ სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის. მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ასევე მოვიქეცით სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართაც. ასეთმა მოქმედებამ საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. მაგალითად, გასულ წელს ჩვენთან რუსეთიდან ერთ მილიომანდე ტურისტი ჩამოვიდა. ეს რეკორდული მაჩვენებლია. თავის მხრივ, რუსეთმაც გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, შესაბამისად, იმატა გაცემული ვიზების რაოდენობამ. რასაკვირველია, ჩვენთვის ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს - კიდევ უფრო გაამარტივებს სავიზო რეჟიმს ან მას საერთოდ გააუქმებს, ჩვენ ამას სწორ გადაწყვეტილებად ჩავთვლით და მივესალმებით. მაგრამ ჩვენ ხომ საკუთარი ნება-სურვილის რუსეთისათვის თავსმოხვევა არ შეგვიძლია... სავიზო საკითხი - ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. თუ ამ საკითხზე რაიმე ახალი წინადადებები იქნება, ჩვენ მოვისმენთ და განვიხილავთ.

- მასობრივი ინფორმაციის რიგ საშუალებებში ასევე გაიელვა ცნობამ, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თითქოსდა თანდათან რეალური ხდებაო... მართლაც ასეა?

- არა. არავითარი სიახლე ამ მიმართებით არაა. ჩვენი პრინციპი უცვლელი რჩება: სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება. მაგრამ თუ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების პროცესი დაიწყება და თუ ამ მიმართულებით არსებითი პროგრესი იქნება მიღწეული, მაშინ რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს. მაგრამ ახლა არა.

http://www.ng.ru/cis/2017-02-07/6_6922_zurab.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე