logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა
ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა
11:38 30.01.2017
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არი. მას თავისი შეხედულებები და პოზიციები გააჩნია და დროა ქართველი ხალხის მისწრაფებებს მეტი პატივი მიაგონ“ - ეს არის ამონარიდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ-ჰოლის წერილიდან, სადაც ის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის როლზე საუბრობს.

ბრიტანეთის ყოფილ ელჩს და ამჟამად ამერიკის "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარს, „ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველივე კვირა წინააღმდეგობრივი განკარგულებებით გამოირჩევა. საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებებს ელოდებით?

- პირველივე დღეებიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს იმის გაკეთებას, რასაც ამომრჩეველს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჰპირდებოდა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მიმაჩნია რომ ბევრი რამ ჯერ ისევ გაურკვეველია. იგი აცხადებს, რომ მისი მთავარი ორი ამოცანა უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე ამბობს, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს, თუმცა უცნობია როგორ აპირებს ამის განხორციელებას.

- რუსეთზე და მის პრეზიდენტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრის შფოთვა გამოიწვია, უნდა ველოდეთ თუ არა “გადატვირთვის” მორიგ პოლიტიკას?

- ჯერ-ჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ამერიკის რუსეთის პოლიტიკა მთლიანად გარდაიქმნება. თუმცა ნათელია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.

- ამ ურთიერთობას არაერთხელ ეწოდა „ფლირტი“ დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს შორის. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს რეგიონის ქვეყნებზე, მაგალითად, საქართველოზე და უკრაინაზე?

- ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან პუტინით აღფრთოვანება იმითაა გამოწვეული, რომ მას ძლიერ ლიდერად ხედავს, რომელიც მტკიცედ იცავს რუსეთის ინტერესებს. ამის მსგავსად, ამერიკის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. ახლა მთავარი კითხვაა რამდენად დაემთხვევა ამერიკის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს. საქართველოსადმი ჩემი რჩევა იქნება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაამყაროს.

- ბოლო სტატიაში წერთ, რომ რუსეთის მიერ შევიწროებული ქვეყნები ამერიკის გარეშეც უფრო პროაქტიურები უნდა იყვნენ. ამ მოცემულობაში, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს, რამდენად რეალისტურია ეს ხედვა?

- რეალისტურია თუ არა საქართველოს მარტო აღუდგეს რუსეთს? ალბათ, არა. მაგრამ საქართველო მარტო არ არის. ის უფრო დიდი, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია. საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ალიანსის ქვეყნებთან ძალიან მყარი კავშირები აქვს, ასევე აქვს ორმხრივი თანამშრომლობა ჩემს სამშობლოსთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოსთვის ეს კარგი მექანიზმია, რათა თავისი პრობლემები გაახმოვანოს და რუსეთის წინააღმდეგ მყარად იდგეს. ვლადიმირ

ვლადიმირ პუტინი ეცდება თავისი ინტერესები გაატაროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. თუ მას არ დაანახე რა არის დასაშვები და რა მიუღებელი, მომავალში სხვა პრობლემები წამოიჭრება.

- მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში თანაპარტიელთა უმრავლესობა ჰყავს, მის შეხედულებებს კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი არ ეთანხმება. გაძლევთ თუ არა ეს იმედს იმ თვალსაზრისით, რომ კონგრესი შემაკავებელ და გამაწონასწორებელ როლს შეასრულებს?

- კი და არა. წლის დასაწყისში საქართველოში სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ჩავიდნენ და საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. ჩემი აზრით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკა უფრო ძლიერი და პატივსაცემი გახდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დიდება საქართველოს ან სხვა ქვეყნების ხარჯზე უნდა იქნეს მიღწეული. საქართველოს და შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ღირებული ნაწილია, ის აქტიურად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში. საქართველოს ასევე შეუძლია დაეხმაროს ამერიკას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა რადიკალური ისლამის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველომ ამ ყველაფერის ჩვენება უნდა მოახერხოს.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად ითანამშრომლებს რუსეთთან. არსებობს შიში, რომ ამას შეიძლება საქართველოს ან უკრაინის ინტერესები შეეწიროს. იზიარებთ ამ შიშს?

- არსებობს საფრთხე, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისას ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველოს და უკრაინას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებმა მოკავშრეებთან და მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებს აჩვენონ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მათ ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერით. საქართველო სხვა ქვეყნებისთვის მოდელად რჩება.

ვისურვებდი საქართველოდან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაერთიანებული, ძლიერი მესიჯი მიიღოს, მესიჯი თქვენს საერთო ღირებულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ამ საკითხზე ითანამშრომლოს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა, იმედი მაქვს ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას უკან მოიტოვებს.


http://www.amerikiskhma.com/a/alex-hall-hall/3695581.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა
20:00 13.04.2017
ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: განწყობილი ვართ დასავლური კურსის გაგრძელებისთვის
16:32 23.02.2017
ლატვიის გაზეთ „დიაენა“-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ევროპული და
ინტერვიუ
ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის ერთობლივი და ყოველმხრივი განხილვისთვის მზად ვართ
14:00 10.02.2017
ინტერვიუში, რომელიც რუსული გამოცემა «Известия»-ს კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ, რუსეთში
ინტერვიუ
გრიგოლ ქათამაძე: თუნდაც ამ ფაქტორების გამო ღირს, რომ ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს
13:56 10.02.2017
უკრაინულ გამოცემა «Деловая столица»-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გადასახადის
ინტერვიუ
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეკუთვნის, მთელი ხალხისგან მოდის
13:52 10.02.2017
რუსეთის სახელმწიფო-აინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია შარიფულინამ
ინტერვიუ
ზურაბ აბაშიძე: უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს
13:22 07.02.2017
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა
11:38 30.01.2017
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არი. მას თავისი
ინტერვიუ
პოლ გობლი: თუ საქართველო აღებულ კურსს გააგრძელებს, „გაზპრომთან“ შეთანხმება მის სუვერენიტეტს ვერ დაემუქრება
12:53 23.01.2017
საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე საკითხზე ამერიკული რადიოსადგური
ინტერვიუ
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: გალარების პროგრამა რესტრუქტურიზებულ სესხებსაც შეეხება
11:04 16.01.2017
მთავრობის მიერ დაწყებულ ე.წ. გალარების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს