logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „აზერტაჯს“ და აზერბაიჯანის ტელევიზიას.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორ აფასებთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ორი მეგობრული სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანის ამჟამინდელ ორმხრივ ურთიერთობას?

- სრულყოფილად... ჩვენი ურთიერთობა ისტორიულად სრულყოფილი იყო. იმიტომ, რომ მსგავსი ისტორია გვაქვს. ჩვენ ერთმანეთთან პრობლემები არ გვქონდა, მაგრამ ერთნაირი პრობლემების წინაშე დავდექით, გადავიტანეთ მსგავსი კონფლიქტები და ზოგჯერ, ერთი და იგივე ტრაგედიებიც. ერთმანეთს მხარს ვუჭერდით და ძალას ერთმანეთის დახმარებით ვიკრებდით. ამიტომაც არის ჩვენი ურთიერთობები სრულყოფილი (...)

ჩვენს თანამშრომლობაში მნიშშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული სფერო. იმ დროს არავის სჯეროდა, რომ შევძლებდით საექსპორტო მილსადენის თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის და სხვა პროექტების რეალიზებას, რაც დიდი წარმატების ისტორიას წარმოადგენს. ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივა რეგიონის საზღვრებს სცილდება - აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე გადის მრავალრიცხოვანი სატრანსპორტო-სავაჭრო გზები. მე მხედველობაში მაქვს კასპიისა და შავი ზღვები, ფართო გეგორაფია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს მოიცავს. ჩვენი პოზიციები ერთმანერთს ემთხვევა, ამიტომაც ვვარაუდობ, რომ მეგობრული ურთიერთობით ამბიციურ პროექტებს განვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნები ძალიან ამბიციურები არიან.

- აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში და რეგიონულ ფორმატებში. როგორ როლს ასრულებს ორი ქვეყნის პოლიტიკური კავშირების ამჟამინდელი დონე ჩვენი საერთო პოზიციების მხარდაჭერაში საერთაშორისო არენაზე?

- ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. იმედი მაქვს, დადგება დრო და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება... მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყნებზე, ჩვენ ტრანსფორმაცია შევძელით, გავუძელით გამოწვევებს და ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ავაშენეთ. (...) ერთად ყოფნით და ურთიერდახმარებით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთი ასეთი საკითხია გარემოს დაცვა. ორივე სახელმწიფომ უნდა დაიცვას კავკასიის რეგიონის ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის ფლორას და ფაუნას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსათვის...

- სამხრეთ კავკასიას მოუგვარებელი კონფლიქტები დიდ ზიანს აყენებს. აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორ შეაფასებდით კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე?

- ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, თუ როგორი იქნება ამჟამინდელი პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ დღეს თქვენი პერსპექტივა უფრო უკეთესია, ვიდრე ჩვენი. იმიტომ, რომ არის თქვენი წინსვლის მაჩვენებელი ზოგიერთი ნიშანი. საქართველოს ურთიერთობა აქვს სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანასთან. თუ საქართველოს დახმარების გაწევის შესაძლებლობა ექნება, მაშინ ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით. ჩვენთვის მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ორივე ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მათ შორის კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე თავიდან აგვეცილებინა. ... რაც შეეხება კონფლიქტებს და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ დომინირებს ძლიერი ქვეყანა, რომელსაც საოკუპაციო პოლიტიკის შეცვლა-შერბილება არ სურს. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ სწევენ ჩვენი ქვეყნის სიღრმეში „საზღვარს. სიტუაცია ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსებს ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებენ. აზერბაიჯანსაც შეუძლია რუსეთს მსგავსი მესიჯი გაუგზავნოს. მეზობლებისადმი პატივისცემა და რეგიონში მშვიდობის დამყარება რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება.

- აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და კასპიის ზღვის აუზში ხორციელდება. როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნების მონაწილეობას ერთობლივ პროექტებში და მის პერსპექტივას?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი პერსპექტივები სრულყოფილი და უნაკლოა. ამჟამად ჩვენი რეგიონული პროექტებისადმი დაინტერესებას მეზობლებიც იჩენენ, პირველ რიგში - ევროკავშირი. ძირითადი ყურადღება რეგიონის სატრანსპორტო როლს ექცევა, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე დერეფნის სახით, შემდეგ კი ცენტრალური აზიისაკენ - თურქმენეთიც და ყაზახეთის დაინტერესებულნი არიან. ამ ყველაფრის რეალიზებას მშვიდობა და რეგიონული სტაბილურობა ჭირდება. ეს მთავარია. მიღწეული უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.

- ორი მეგობარ სახელმწიფოს - აზერბაიჯანს და საქართველოს დიდი პოტენციალი აქვთ არაენერგეტიკული სფეროში კავშირების გაღრმავებისთვისაც, განსაკუთრებით, ტურიზმში. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს პრიორიტეტები ამ მიმართულებით? როგორ გესახებათ ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა?

- თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან ფართოა, მაგალითად კულტურის სფეროში. კულტურა ჩვენი კავკასიური იდენტურობის მთავარი შემადგენელია. ვფიქრობ, ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, სასურველი დონე ჯერ კიდევ არაა მიღწეული. მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს ბათუმში „აზერბაიჯანის დღეების“ ჩატარება, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. ვაპირებთ, იგივე თბილისშიც განვახორციელოთ. ეს საკითხები პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან შეხვედრის დროსაც განვიხილეთ, რომელიც ძალიან დაინტერესდა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება იუნესკოს ჩარჩოებში უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. რაც შეეხება ტურიზმს, ამ სფეროში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია - შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება მეზობლებსაც გავუზიაროთ და კავკასია ისეთ რეგიონად გადავაქციოთ, სადაც მთელი სილამაზე ერთად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სტუდენტების გაცვლასაც, გამოფენების მოწყობას, კონცერტებს და იმ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს.

-----------

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის ამსახველი მასალები გამოქვეყნებულია 28 თებერვლის აზერბაიჯანულ პრესაშიც, მაგალითად, გაზეთ «Каспий»-ის პირველ გვერდზე სათაურით „თანამშრომლობის წარმატებული ფორმატი. ილჰამ ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთისათვის მეგობარი და მოძმე ქვეყნები არიან“. ტექსტს თან ახლავს მრავალრიცხოვანი ფოტოსურათები და შეხვედრის დროს პრეზიდენტების გამოსვლების სტენოგრამა (წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf).




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის