logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან, დენის დავითაშვილთან:

-ინტერნეტ ტელევიზია „პოსტ ტვ-იმ“ გამოაშკარავა ენმ-ის მიერ შექმნილი საპრეზიდენტო არჩევნების ე.წ. „გაყალბების მოდელი“. ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ამ პარტიის საარჩევნო შტაბში შეიქმნა და განკუთვნილია მათი წარმომადგენლებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში. დოკუმენტი შეიცავს ინსტრუქციებს, რომ საუბნო კომისიების წევრებმა უნდა მოამზადონ 5-5 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიის წევრებმა 10 -10 საჩივარი უშუალოდ არჩევნებამდე და არჩვენების დღეს. ჟურნალისტების მტკიცებით, ეს არის სცენარი, რომელიც გულისხმობს ფაქტების გაყალბებას, რათა გაჩნდეს არჩევნებში ეჭვის შეტანის და შემდგომში რევოლუციური გზით არჩევნების დელეგიტიმაციის საშუალება. საჩვენებლად კი, ინტერნეტ ტელევიზიამ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა ნამდვილად მიიღეს თუ არა ასეთი დავალება კომისიის წევრებმა და მათ ტელეფონით დაუკავშირდა. შესაძლებელად მიიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამგვარ ხერხებს იყენებდეს და რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი?

-ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გამოაშკარავებულ ე.წ. „გაყალბების მოდელის“ შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტი, რომლის განხორციელებაც სურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაახლოებულ სხვა პარტიას, ჩვენთვის ჯერ კიდევ აგვისტოსში გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტით შევიტყვეთ, თუ როგორ ავალებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური შტაბი თავიანთ კომისიის წევრებს, საოლქო და საუბნო კომისიებში, წინასწარ მომზადებული 10-10 და 5-5 საჩივარი შეეტანათ. ეს საკითხი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დავაყენე და შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს ვითარების შესწავლა ვთხოვე, რათა არ დაეშვათ ქაოსი და გაუგებრობა საუბნო და საოლქო კომისიებში, რაც შემდგომ უკვე შესაძლოა საპროტესტო ტალღაში გადაზრდილიყო. ამასთან, განცხადებით მივმართე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ჩემს ოფიციალურ წერილს თან დავურთე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში კომისიის წევრებისათვის შექმნილი ე.წ. დავალება. დღეს, ეს უკვე ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიებით და ექსპერიმენტითაც დადგინდა. ვფიქრობ, არ სჭირდება ამ ფაქტს რაიმე დაზუსტებული მოკვლევა და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ. ხოლო, საუბნო- საოლქო და ცენტრლურმა საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს მისივე წევრების გადაცდომებზე და კანონით გათვალისწინებული სათანადო ზომები მიიღოს. მინდა გითხართ, რომ ენმ-ის სამიზნე ცესკოა და არა სალომე ზურაბიშვილი ან, დავით ბაქრაძე.

-ენმ-ის მიერ ამგვარი ხერხის გამოყენების შემთხვევაში, რამდენად არის შესაძლებელი რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და მოვლენები რევოლუციური გზით განვითარდეს?

-რასაკვირველია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზემოთხსენებული დავალების განხორციელების შემთხვევაში, საერთაშორისო დამკვირვებლებს დარღვევების შესახებ, მცდარი შეხედულება შეექმნებათ. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ არჩევნებში, ამ გზით წაგებული კანდიდატების მხარდამჭერებმა, რევოლუციური გზით მოვლენების განვითარებისთვის მოსახლეობის მობილიზება მოახდინონ. ეს ყოვლად მიუღებელია და მიგვითითებს იმაზე, რომ ანალოგიური, სხვა სიყალბეების დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაში შეიძლება საშიში ვითარება შეიქმნას.

-ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და არჩევნებში მონაწილე მხარეები თითქმის ყოველდღე საუბრობენ ზეწოლაზე და სხვადასხვა მანიპულაციებზე. პრეტენზიები ისმის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ვის აწყობს დღეს არჩევნების გაყალბება?

-მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე, საარჩევნო გარემო ყოველწლიურად უმჯობესდება. პირადად ვარ მონაწილე ამ პროცესების. როგორც დამკვირვებელს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში და უწყებათაშორის კომისიაში, შემიძლია გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები სისტემატურად აყენებენ საკითხს და საუბრობენ სავარაუდო ზეწოლებზე, აქვთ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, საჩივრების შემომტანებმა უწყებათაშორის კომისიაში თითქმის ვერცერთხელ ვერ წარმოადგინეს რაიმე ღირებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი პრეტენზიების საფუძვლიანობას. ამ ხნის განმავლობაში დაკვირვების შედეგად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არჩევნების გაყალბება არ შედის ხელისუფლების ინტერესში. ეს არის ოპოზიციის მცდელობები როგორმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ჩაიდინონ ან, გააყალბონ არჩევნები რომელიმე ცალკეულ უბანში, რის შემდეგაც არჩევნების გაყალბების შესახებ თავადვე იყვირებენ.

-რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებამ შეიტყო ცესკოში გაერთანებული ოპოზიციის სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, სადაც პრემიერ ბახტაძის გვარი ფიქსირდება, საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცესკო სუსის მიერ იმართება. სულ სხვა პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომელიც მის მონაწილობას ამ გაუგებრობაში კატეგორიიულად უარყოფს. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

-ცესკო-ს მიერ გაერთიანებული ოპოზიციის სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, სადაც 2-ჯერ დაფიქსირდა პრემიერის გვარი და ეს საქმე გამოძიებისათვის გადაეცა პროკურატურას, მედიიდან შევიტყვე. მეორე დღესვე, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მოვითხოვე შეესწავლა პროკურატურას და სხვა ძალოვან სტრუქტურებს მომხდარი და მთელი სიმკაცრით დაესაჯათ ამ სიყალბის განმხორციელებლები. ანალოგიური შემთხვევები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვლინდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. იმ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი. ცესკო მთელი სიმკაცრით იხილავდა გამოვლენილ ფაქტებს. -ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული პარტია არჩევნებიდან იხსნებოდა. ცნობილია რომ სიაში, რომელშიც დაფიქსირდა პრემიერის გვარი, გარდაცვლილი პირის და ემიგრაციაში წასული ადამიანების მონაცემებიც აღმოჩნდა. თითოეული ადამიანის მონაცემს ხელმოწერით ადასტურებს პასუხისმგებელი პირი. პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, კონკრეტულად, ვინ იყო სიაზე პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ხსენებული საინიციატივო ჯგუფის თუ პოლიტიკური პარტიის სიები აღმოჩნდება მასიურად გაყალბებული. ამიტომაც ეს საკითხი ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და დაისაჯოს ყველა, ვინც განზრახ, გაყალბების გზით შეაგროვა და შეიტანა სიები ცესკოში. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ და განზრახულ მასიურ გაყალბებასთან.

-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ყველა რესურსი, ფინანსური და ადამინური, ხელისუფლების ხელშია. მათ შორის ცესკო-ს ხელში და გარკვეული მანიპულაციები შეუძლიათ. არჩევნების გაყალბების რა მექანიზმია ხელისუფლების ხელში და რა ოპოზიციის....

-არჩევნები ტარდება კანონის, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა სრულ შესაბამისობაში. ყველა მონაწილე კანონიდან გამომდინარე სარგებლობს შესაბამისი ფინანსური საშუალებებით და შეუძლებელია ვინმემ ისარგებლოს დამატებითი რესურსებით.

-არსებობს ისეთი დარღვევები, რომელთაც შესაძლოა სამართლებრივად დარღვევის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭოს, მაგრამ ამან, რეალურად, არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნას?

-ყველა დაფიქსირებული დარღვევა განიხილება ცესკოში, უწყებათაშორის კომისიაში და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში თითოეული სავარაუდო სამართალდარღვევა საჩივრდება სასამართლოში. რაც დღეს, არის უკანონო ქმედებების განხორციელების აღმოფხვრის გარანტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საარჩევნო გარემო არის თანაბარი.

-რომ გადავხედოთ დღევანდელ მოცემულობას, წინა წლებთან შედარებით, რამდენად შეცვლილია საარჩევნო გარემო? ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს კვლავ აქვთ შეკითხვები და პრეტენზიები ცესკოსთან. აქვთ თუ არა მონაწილე სუბიექტებს თანაბარი პირობები და როგორ შეაფასებდით ცესკოს მუშაობას?

-საარჩევნო გარემო 2012 წლიდან დრემდე უკეთესობისკენ იცვლება. ამას მოწმობს ცესკოში, უწყებათაშორის კომისიასა და სასამართლოებში არსებული ბევრად ნაკლები საჩივარი. გარდა ამისა, ის რაც საჩივრდება, ხშირ შემთხვევაში არ არის საფუძვლიანი და ზემოთ ხსენებული უწყებები სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ. რაც შეეხება რიგ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ შეკითხვები და პრეტენზიები ცესკოსთან, ყოველწლიურად სწორედ მათ შემოაქვთ ცესკოში და უწყებათაშორის კომისიაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, დაუსაბუთებელი საჩივრები. ინტერესი მხოლოდ ერთია - უცხოური გრანტების გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობის მოპოვება. ასაჩივრებენ ისეთ ფაქტებს, რომელთა უმრავლესობა შემდგომ არ დასტურდება.

ახლახანს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საიამ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მხარი აუბეს ორ ოპოზიციურ პარტიას და უწყებათაშორისი კომისია დატოვეს. ჩემთვის ნათელია, რომ მათი ეს ქმედება, არ ემსახურება სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მექმნება შთაბეჭდილება რომ ცდილობენ, არჩევნებზე არსებული ვითომდა დარღვევების შესახებ, უცხოელ პარტნიორებს არაობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.

სალომე ნაცვალაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის