logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ პროგრამაში „კვირის სტუმარი“, ჟურნალისტი ვადიმ დუბნოვი პავლე ფელგენგაუერს, სამხედრო-პოლიტიკურ ანალიტიკოსს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე ესაუბრება: მხარეთა მოტივებზე, შეცდომებზე, პასუხისმგებლობაზე, რისი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- აფხაზეთის ომის მიზეზების განმარტება სხვადასხვანაირად ხდება: იწყება ყველაზე მარტივიდან, რომ ეს იყო თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ავანტიურა, საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის კონტექსტით და მთავრდება რაღაც ფატალური განმარტებით - თითქოსდა ქართველები და აფხაზები ომისთვის განწირულები იყვნენო. თქვენი აზრით, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია?

- ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. აფხაზებს ხანგრძლივი და მძიმე ისტორია აქვთ. რასაკვირველია, მათ ყველაზე მეტი ტრამვა რუსებმა მიაყენეს - მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზთა გენოციდი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს, იმპერატორ ალექსანდრე II „განმათავისუფლებელის“ მმართველობის პერიოდში მოხდა, რის შედეგადაც აფხაზები საკუთარ მიწა-წყალზე უმცირესობად გადაიქცნენ. აფხაზებს სხვა მიწა არ აქვთ. რაც შეეხება ქართველებს, მათი რაოდენობა 50% იყო... ომიც იმიტომ დაიწყო: იქ ქართველთა არაერთი თაობა ცხოვრობდა, ისინი აფხაზეთს საკუთარ მიწად თვლიდნენ, მაგრამ აფხაზებიც ასევე მიიჩნევდნენ. აი, ასეთი რუსული იმპერიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთში ომი დაიწყო, რომლის დროსაც რუსეთმა, რუსმა სამხედროებმა მხარი საქართველოს დაუჭირეს - თბილისს საბჭოური იარაღი დიდი რაოდენობით მისცეს. 1992 წელს, როცა ჯაბას „მხედრიონელები“ და მისთანანი აფხაზეთში შეიჭრნენ, მათ რუსებმა ყოფილი საბჭოთა არმიის ახალციხის დივიზიის შეიარაღება გადასცეს.

- რით აიხსნებოდა იმ დროს ბორის ელცინის პოზიცია, რომელიც თავდაპირველად ესოდენ კეთილგანწყობილი იყო საქართველოს მიმართ და შემდეგ მკვეთრად შეიცვალა?

- ჩემი აზრით, ამ საკითხით უფრო მეტად სამხედროები იყვნენ დაკავებული, ვიდრე პირადად ბორის ელცინი. პრეზიდენტს ვრცლად არაფერს ატყობინებდნენ და არც ის არ ინტერესდებოდა. ერთსაც ეხმარებოდნენ და მეორესაც - ჯერ ქართველებს, შემდეგ კი აფხაზებს. სხვათა შორის, ვაღიარებ, რომ თავის დროზე, როცა მე ამ ამბებს ვუყურებდი და ურთიერთობა მქონდა, რაღაც დიდი სტრატეგია არ შემინიშნავს.
(...)

- მოდი, იმდროინდელ ლიდერებზე ვისაუბროთ. მაინც როგორ იცვლებოდა ბორის ელცინის პოზიცია?

- აფხაზეთში პირველად მაშინ ჩავედი, როცა ახალ ათონში, სტალინის აგარაკზე ერთმანეთს ბორის ელცინი, ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა შეხვდნენ. ბორის ელცინს, პრინციპში, ორივეს შერიგება სურდა, იმპერიული საგარეოპოლიტიკური პოზიციით: „ბიჭებო, რა გაქვთ გასაყოფი? შერიგდით“. მაგრამ უშედეგოდ. მართალია, ერთ ხანს ედუარდ შევარდნაძემ ბორის ელცინთან შეთანხმებას მიაღწია და რუსებმაც აფხაზებზე სერიოზული ზეწოლა მოახდინეს, რომ ქართველებისთვის გალის რაიონი მიეცათ. საქმე კინაღამ აფხაზებისა და რუსი სამხედროების ომამდე მივიდა, სიტუაცია მათ შორის ძალიან იყო გამწვავებული. სწორედ მაშინ გუდაუთაში ჩვენი საბრძოლო ვერტმფრენები გადაისროლეს. მახსოვს, ერთ-ერთ მფრინავს ვესაუბრებოდი და მან მითხრა: „ადრე ფიუზელაჟზე წითელ ვარსკვლავებს საღებავს ვუსვამდით და ქართულ ჯარებს ვბომბავდით, ახლა კი მეუბნებიან, „გაფრინდები და აფხაზებს დაბომბავო“. ბათუმიდან რუსეთის არმიის ნაწილები ჩამოვიდნენ, თავიანთი ფორმებით და რუსული დროშებით, ქართველებიც მათთან ერთად არიანო“.

ბორის ელცინს ეს ამბები მაინცდამაინც არ აინტერესებდა, მას სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა. პრეზიდენტს კავკასიური საქმეები არ იზიდავდა. გარკვეულ პერიოდებში ამით დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა პირები - სერგეი შახრაი, სერგეი ფილატოვი და სხვები. მათი უფლებამოსილება ჩრდ.კავკასიაზე ვრცელდებოდა, მაგრამ იყო სამხრეთკავკასიური მომენტებიც. გარდა ამისა, მოქმედებდა ქართული ლობიც - იმდროინდელი ცნობილი ადამიანები, აკადემიკოსები... საერთოდ, მაშინ ბევრი კავკასიელი ლობისტობდა - აფხაზებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც... ასე რომ, ბორის ელცინს რაიმე მტკიცედ ჩამოყალიბებული სტრატეგია არ ჰქონდა. „მოდით, შევარიგოთ“ - ამით ამოიწურებოდა ყველაფერი. ცხადია, იყო რაღაც იმპერიული იდეები ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენისა - ყველა ისევ ერთად დავაბრუნოთო, მაგრამ ამ იდეას, დღევანდელისაგან განხვავებით, იმ დროს განვითარება არ ჰქონია.
(...)

- ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თავდაპირველი დახმარება საქართველოსადმი სწორედ ამით განისაზღვრებოდა, რომ თბილისი სოხუმის დაბრუნებით მოესყიდათ, რათა თავის მხრივ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულიყო...

- საერთოდ, კი, იყო რაღაც მაგის მსგავსი... შემდეგ კი სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა შემცირდა...
(...)

- რას ნიშნავს „შევარდნაძის ფაქტორი“? ბევრი ვერსია არსებობს: ერთნი თვლიან, რომ იგი თითქმის ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის მსხვერპლი იყო, მეორენი კი ამბობენ, რომ თვითონ ედუარდ შევარდნაძე ეწეოდა ძალიან მაგარ თამაშსო...

- როცა საქართველოში პირველი სამოქალაქო ომი დაიწყო, ე.წ. „საახალწლო ომი“, მე ედუარდ შევარდნაძეს ვესაუბრე. მას არ მოსწონდა ეს ყველაფერი, ეს „მისი ომი“ არ იყო და თბილისში წასვლაზე არ ფიქრობდა. მას მოსკოვში საქმე ნორმალურად ჰქონდა, ამერიკაში იწვევდნენ ლექციების წასკითხად კარგი ანაზღაურებით. ედუარდ შევარდნაძე ხომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო... მაგრამ შემდეგ თბილისიდან დელეგაცია ჩამოვიდა და იგი დაიყოლიეს, რომ სახელმწიფო საბჭოსთვის ეხელმძღვანელა. როგორც ჩანს, თენგიზ კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს „ჭკვიანი თავი“ დაჭირდათ...

- თქვენ როგორ გაანაწილებდით პასუხისმგებლობას ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის?

- როცა აფხაზეთში შეჭრა მოხდა, იმ მომენტში ედუარდ შევარდნაძე პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა. იგი „მოსკოვიდან მიწვეულის“ სტატუსით იყო, აფხაზეთის საქმეებს მხოლოდ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი განაგებდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ რადგან ახალციხის სატანკო დივიზიის იარაღი მიიღეს, ისინი აფხაზეთს „გადაუვლიდნენ“. პრინციპში, თავიდან ასეც მოხდა - სოხუმამდე სწრაფად მივიდნენ, ქალაქი დაიკავეს, მაგრამ სოხუმის იქით ცხვირი ვეღარ გაჰყვეს, ისინი აფხაზებმა და რუსეთის ნაწილებმა შეაჩერეს რამდენიმე საარტილერიო გასროლით. შემდეგ ფრონტი გაფართოვდა, ომი გამწვავდა, რაც საბოლოოდ სოხუმის დაცემითა და ქართული ჯარების განადგურებით დასრულდა.

- თქვენ თქვით, რომ ეს ედუარდ შევარდნაძის ომი არ იყოო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მან გაართულა სიტუაცია და საქართველოს მდგომარეობა?


- ედუარდ შევარდნაძე იმ ომში კინაღამ დაიღუპა, იგი ბორის ელცინმა გადაარჩინა, ანუ რუსეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან გამოეყვანათ. სოხუმი უკვე განწირული იყო, შევარდნაძე კი ადგა და იქ ჩავიდა. მანამდე ცოტა ხნის წინ კი გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ორივე მხარემ მძიმე იარაღი ჩააბარა, შემდეგ კი ჩვენებმა აფხაზებს იარაღი ისევ უკან დაუბრუნეს, მათ სწრაფად შეუტიეს სოხუმს, ქალაქი საკმაოდ იოლად აიღეს და საშინელი ხოცვა-ჟლეტვა მოაწყეს. იმ დროს სოხუმში ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც თბილისიდან ბოლო თვითმფრინავით ჩაფრინდა... მოკლედ, იგი ცეცხლმოდებული სოხუმიდან ბორის ელცინის პირადი განკარგულებით გაიყვანეს. ბოლოს, რასაკვირველია, ედუარდ შევარდნაძემ ჯაბა და თენგიზი თავიდან მოიშორა და საკუთარი ხელისუფლება დაამყარა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article