logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ინტერვიუ ლიზელ ჰაინცთან: აშშ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე საქართველომ საკუთარი ძალა უნდა გამოაჩინოს
ინტერვიუ ლიზელ ჰაინცთან: აშშ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე საქართველომ საკუთარი ძალა უნდა გამოაჩინოს
11:11 25.08.2018
შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ურთიერთობის გაფუჭებამ პირდაპირი გავლენა იქონია თურქეთის ეკონომიკაზე. უარყოფით ეკონომიკურ გავლენასთან ერთად, ამერიკა-თურქეთს შორის დაძაბულობა, საქართველოს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც უქმნის. როგორ შეიძლება ნატოს ორ მოკავშირეს შორის კრიზისის დაძლევა და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ დინამიკაში საქართველომ? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ლიზელ ჰაიცს, ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს ესაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თურქეთ-აშშ-ის დაპირისპირების გამო საქართველო რთულ სიტუაციაშია. ერთი მხრივ, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია, ანკარა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების დიდი მხარდამჭერია. მეორეს მხრივ, ამერიკა საქართველოს უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ანუ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია ამ ორი მოკავშირის ერთმანეთთან დაპირისპირების გამო. რა შეიძლება გააკეთოს ამ პატარა ქვეყანამ ამ სიტუაციაში?

- საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. დასავლეთი და განსაკუთრებით ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონში დემოკრატიის პოსტსაბჭოთა შუქურად აღიქვამდა. იგივე შეხედულება არსებობდა თურქეთზეც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, როცა თურქეთი სამაგალითო მუსლიმური დემოკრატია და ეკონომიკა იყო. საქართველოსთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. დასავლეთთან დაპირისპირება, ვფიქრობ, დროებითია და ის ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებებში განსხვავებებს არ უკავშირდება. თურქეთი ცდილობს ალიანსს დაანახოს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც არ არის იმით შეზღუდული, თუ რა სურს მისგან დასავლეთს. თურქეთს ნატოში დარჩენა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შავი ზღვაა. თურქეთი ისტორიულად დიდი სიფრთხილით აკვირდება შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებას და ახლა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა. საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს, მაგრამ არ მგონია ეს სამუდამო ცვლილება იყოს. რუსეთს და თურქეთს არაერთი შეუთავსებელი უთანხმოება აქვთ - მათ შორისაა, მთიანი ყარაბაღიც, სადაც რუსეთი სომხეთს უმაგრებს მხარს, თურქეთი კი აზერბაიჯანს.

- შეუძლია თუ არა საქართველოს კონსტრუქციული როლის თამაში ამ დაპირისპირების გადასაჭრელად ამერიკასა და თურქეთს შორის? ან არის თუ არა ეს პოლიტიკურად ხელსაყრელი დრო თბილისისთვის - ამ დაპირისპირების ფონის გათვალისწინებით - რომ საკუთარი მნიშვნელობა უკეთ დაანახოს დასავლეთს, სტრატეგიული მდებარეობის თუ სხვა ფაქტორების გამო?

- ეს ძალიან საინტერესო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თითქოს რუსეთისკენ შეტრიალდა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის დიდი გამოწვევებია. ვფიქრობ, ახლა ძალიან ხელსაყრელი დროა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიიდან და ამერიკასთან ახლო პარტნიორობიდან გამომდინარე, არამედ ცოტა ხნის წინ დაწყებული ტენდენციიდან გამომდინარეც, რომ პატარა ქვეყნების პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხედეთ ყატარს, რომელიც თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ვფიქრობ, ეს იდეალური დროა, იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი თავი უფრო რელევანტური გახადოს და ყველას დაანახოს, რომ საქართველოს ხმას ძალა აქვს და რომ მას ყურადღება უნდა მიაქციონ.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის