logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
ინტერვიუ სომხეთის ელჩთან საქართველოში: ჩვენი საქმიანობის საფუძველი სომხეთის მოქალაქეების დაცვა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაა
ინტერვიუ სომხეთის ელჩთან საქართველოში: ჩვენი საქმიანობის საფუძველი სომხეთის მოქალაქეების დაცვა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაა
14:42 27.07.2018
სომხური გამოცემის, «Առավոs//არავოტი»-სთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუბენ სადოიანი კორესპონდენტ ემა გაბრიელიანთან საუბრის დროს საუბრობს საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე სომხეთის საგარეო პოლიტიკაში, ორი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერთა ვიზიტების მნიშვნელობაზე და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- ბატონო ელჩო, უკვე შვიდი თუ რვა თვეა, რაც თქვენ სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ბრძანდებით და აქტიურად მოქმედებთ. საინტერესოა, რა შედეგებს მიაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც მივაღწიეთ, ჩვენ გუნდური მუშაობის წყალობით შევძელით. მუშაობის შედეგების ნაწილი ჩანს, ნაწილზე კი, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლა ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემი ელჩად დანიშვნიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში ოთხი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა ერევანსა და თბილისში, მოწმობს იმას, რომ სომხეთ-საქართველოს კავშირები ვითარდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, ორი მეზობლის პოლიტიკური ლიდერების ნების თანახმად.

რაც შეეხება მიღწევებს, ცოტა ძნელია საელჩოს მიღწევებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, თუ რაში გამოიხატება საქართველოში ჩემი მუშაობის მთავარი მიზანი: იმაში, რომ სომხეთი რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე საქართველოში ყოფნისას თავს დაცულად გრძნობდეს, რომ მას საელჩოს მხრიდან მფარველობის იმედი ჰქონდეს. ალბათ, იცით, რომ გასულ წელს საქართველოში სომხეთიდან ყველაზე მეტი ადამიანი ჩავიდა (1,7 მილიონი) და, ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ვიზიტორი, პრობლემებიც მეტია, მათ საელჩოს დახმარება ჭირდებათ ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენგან უკმაყოფილო არცერთი ჩვენი მოქალაქე არ წასულა, ყველას დავეხმარეთ, ვურჩიეთ, არცერთი წერილი და თხოვნა უპასუხოდ არ დაგვიტოვებია.

- როგორია საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში?

- ჩვენ გვინდა, რომ სომხებმა და ქართველებმა უფრო მეტად გაიცნონ ერთმანეთი, თანამედროვე სიტუაციის გათვალისწინებით. ქართველები და სომხები ერთმანეთს ჰგავნან მსოფლმხედველობით, მენტალიტეტით, ყოფა-ცხოვრებით და ეს ყველაფერი კარგი სტიმულია კონტაქტების გასაღრმავებლად. ბევრს ვმუშაობთ კულტურული და ეკონომიკური პროექტების რეალიზების მიზნით. დიპლომატიას ფართო გაგება აქვს, ბევრ სფეროს მოიცავს და ყველა სფეროში ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.

- სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის არწმუნებენ ერთმანეთს, რომ „ჩვენი მეგობრობა საუკუნოა“ და რომ „მეგობრებს შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობსო“. როგორ, მართლა არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩვენს ურთიერთობებში? და თუ არსებობს, რომელ სფეროებში და რა ხასიათი აქვთ?

- მართლაც ასეა. გავიმეორებ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. და თუ რაიმე საკითხი წამოიჭრება ხოლმე, ჩვენი ურთიერთობა ისეთ დონეზეა, რომ ორივე მხარის თანხმობა არ იგვიანებს. მსგავსი საკითხის სამაგალითოდ გავიხსენებ სირიელი სომხების ამბავს, რომელთაგან ზოგს დართეს ნება საქართველოს საზღვარი გადმოეკვეთათ, ზოგს კი უარი ეთქვა. ჩვენს ქართველ კოლეგებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად შევძელით ეს საკითხი იოლად მოგვეგვარებინა და დღეს სირიელ სომხებს, რომლებიც ახლა უკვე სომხეთის მოქალაქეები არიან, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ.

- საქართველოში სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის შემდეგ ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გაჟღერდა. იქნებ გვითხრათ, რა კონკრეტული შედეგები იქნება ახლო მომავალში?

- როგორც უკვე ვთქვი, ქართველებს და სომხებს ერთმანეთთან საუკუნო მეგობრობა აკავშირებთ და ჩემი აზრით, სანიმუშო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი წინაპრები, ზოგიერთი ცალკეული შემთხვევის გარდა, მუდამ მშვიდობიანად და ერთურთის პატივისცემით ცხოვრობდნენ. დღეს ჩვენ თანამედროვე და უფრო მჭიდრო კავშირებით ვცხოვრობთ, ამას ორივე მხარის მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ ქართველებისა და სომხების ურთიერთობის გასაღრმავებლად. მინდა ასევე გითხრათ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა უკვე გამოხატავს მზადყოფნას ამ მიმართულებით, პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მიზნით.

- რას გვეტყვით ზემო ლარსის გზის ალტერნატივებზე, რომლებმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე შეიძლება გაიარონ? და საერთოდ, ისინი განა მართლაც ალტერნატივებად უნდა ჩაითვალონ? ამბობენ, რომ მაინცდამაინც კომფორტულნი არ არიან...

- თუ ალტერნატივაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ეს გზა [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე] შეიძლება ალტერნატივად განვიხილოთ. რაც შეეხება კომფორტს, არცთუ ისე კომფორტული ალტერნატივა მაინც ალტერნატივად რჩება.

- სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ [თბილისში] გაჟღერდა თვალსაზრისი, რომ დადგება დრო, როცა გარკვეულ ეტაპზე რუსეთს აღარ მოეწონება სომხეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებიო. „ეჭვიანობის“ მსგავსი გამოვლენები ჩვენთანაც ხდება, მაგალითად, როცა საქართველო გარკვეულ ფორმატებში აზერბაიჯანთან ერთად რაღაც ინიციატივებით გამოდის. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში მესამე ქვეყნის ფაქტორი შესაძლებლობისდა მიხედვით შემცირდეს?

- როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, „საქართველო-სომხეთის ურთიერთობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისა და გავლენებისაგან ცოტა შორს უნდა იყოსო“. და მართლაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას ორმხრივ სიბრტყეში განვიხილავთ, გეოპოლიტიკური კონტექსტების გარეშე და, ჩემი აზრით, სწორედ ასეთი პოლიტიკას მოაქვს სარგებლობა ჩვენი ქვეყნებისათვის. იმ ხალხებმა, რომელთა კეთილმეზობლობა და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, თავიანთი ურთიერთობა სწორედ პირდაპირ კავშირებზე უნდა ააგონ, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
Pleas creat article