logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ელჩი, გელა დუმბაძე ჟურნალისტ იულია ჩერნიკოვასთან საუბრობს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობაზე, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ მიღწევებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, დიპლომატიურ კარიერაზე, პირად საკითხებზე...

 

 

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

 

- ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა - სამხედრო გადატრიალებები, რევოლუციური მომენტები... როგორია ამჟამად ქვეყანაში არსებული სიტუაცია?

- ჩვენ მრავალი ეტაპი გავიარეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ჩრდილოელი მეზობლის მიერაა ოკუპირებული. ამის მიუხედავად, საქართველო ვითარდება, საქართველო თანამედროვე ქვეყანაა, ქართველი ხალხი კონსოლიდირებულია - მოსახლეობის 87% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რეფორმატორული თვალსაზრისით ჩვენ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. სერიოზული წარმატებები გვაქვს სოციალურ სფეროში, იუსტიციისა და საბანკო საქმეებში. საქართველოში მასმედია თავისუფალია, ბევრია კერძო ტელეკომპანია და გამოცემა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში კი საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

 

- საოცარია, თუ როგორ ბრწყინვალედ გატარდა თქვენთან რეფორმები... პოლიცია, ჯანდაცვა, მართვის სტრუქტურები - ყველაფერი ევროპული სტანდარტებით მუშაობს. რაშია წარმატების საიდუმლო?

- როცა პოლიტიკური ნება და ხალხის მხარდაჭერაა, მაშინ წარმატება ყოველთვის იქნება. ჩვენთან სწორედ ასე მოხდა, თანაც ყველა რეფორმა ერთდროულად გატარდა. ამის შედეგად საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ბიუროკრატიისაგან ვთავისუფლდებით და წინ მივდივართ. მიმდინარე წელს ასი წელი შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან. მან მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება, მაგრამ სწორედ მაშინ ჩაიდო დემოკრატიის საფუძვლები. დღეს ჩვენ იგივე კურსით მივდივართ, ახალი საუკუნის მოთხოვნების გათვალისწინებით...

 

- გთხოვთ უფრო ვრცლად გვითხრათ, როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას თავის თანამემამულეებთან, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ცხოვრობენ. უკრაინისათვის ეს თემა ძალიან აქტუალურია...

 

- როცა ჩვენ ვსაუბრობთ დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ამ დროს ყველაზე მეტად ვგულისხმობთ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვიდრე მიწის კონკრეტულ ნაწილს. ჩვენ დღემდე ვცდილობთ, რომ იაქურ მოსახლეობას მაქსიმალურად მოსახერხებელი პირობები შევუქმნათ. მათ ამჟამად თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ თბილისისკენ. ისინი იღებენ უფასო განათლებას, უზრუნველყოფილნი არიან უფასო სამედიცინო მომსახურებით.

- და ამისთვის საკმარისია მხოლოდ ქართული პასპორტის წარდგენა?

 

- პასპორტის გარეშეც. ჩვენ მათ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ჩვენი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- ჰენრი კისინჯერის ნათქვამია - „დიპლომატია ძალის ალაგმვის ხელოვნებააო“. თქვენი აზრით, რა არის მთავარი დიპლომატის მუშაობაში?

 

- გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი. რისხვის შეკავება - აი, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. ოპონენტებმა არ უნდა დაინახონ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით ფიზიკურად გამოვლენით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა დიპლომატისათვის: იჩქარე ნელა.

 

 

 

წყარო: «Аргументы недели» (უკრაინა)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან