logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ ნანი ბრეგვაძესთან: ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ და შეიყვარონ რუსეთი, როგორც ამას თავის დროზე ჩვენ ვაკეთებდით
ინტერვიუ ნანი ბრეგვაძესთან: ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ და შეიყვარონ რუსეთი, როგორც ამას თავის დროზე ჩვენ ვაკეთებდით
14:17 06.06.2018
მოსკოვში ნანი ბრეგვაძე დიდი სოლო-კონცერტით გამოდის. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი თავის ცნობილ ჰიტებს ასრულებს საქართველოს დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. „იზვესტიის“ კორესპონდენტი ნატალია ვასილიევა შეხვდა და ესაუბრა საბჭოთა ესტრადის ლეგენდას.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენში ყოველთვის ბევრი სითბო და სიკეთეა...

- სიკეთე ხელს უწყობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, ამაზე ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს. ეს საჭიროა, რათა კვლავ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ადრე იყო. სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ. არ იფიქროთ, რომ მე პოლიტიკაში გადავდივარ. მე მხედველობაში მაქვს ადამიანური ურთიერთობები, ჩვენი მოთხოვნილება მეგობრობაზე და სიყვარულზე. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როცა საქართველოში რუსები ჩამოდიან. ჩვენი სტუმართმოყვარეობა უსაზღვროა. ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ სტუმრებს ვასიამოვნოთ, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის. ჩვენ თითქოს მათთვის ვცხოვრობთ. როცა საქართველოში რუსი სტუმრები მოდიან და მოგვმართავენ, უფრო ბედნიერები ვხდებით, მტრობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები [რუსეთისაგან] თავს შორს იჭერენ და ამბობენ: „რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით“. ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დავხვდეთ მათ კარგად, მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუს მოქალაქეებს. მე ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ და შეიყვარონ რუსეთი, როგორც ამას თავის დროზე ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანნი ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მწყინს, რომ დღეს სიტუაცია სრულიად სხვაგვარია. ძალიან მინდა, რომ თქვენ შეიყვაროთ საქართველო. ყველას გიწვევთ ჩემი სიმღერის მოსასმენად. კულტურა ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ეს ვიცი და ამიტომაც ვმღერი.

-თქვენ მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ იმღერეთ ფონოგრამით...
- კი, მხოლოდ ორჯერ-სამჯერ... მომღერლებმა ცოცხლად უნდა იმღერონ. ცოცხლად მღერას და ფონოგრამას შორის დიდი განხვავებაა. ცოცხლად როცა მღერი, ყოველი შენი გამოსვლა თავისებურად ორიგინალურია, ფონოგრამით კი ყველა ერთნაირად ჟღერს. ფონოგრამით მომღერალი სცენაზე დიდხანს ვერ გაძლებს. არავის ვამცირებ ჩემი ლაპარაკით, ვისაც როგორ უნდა ისე იმღეროს, უბრალოდ, მსმენელი არ უნდა მოატყუო.


წყარო: «Известия» (რუსეთი)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article