logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის ტელეკომპანია ORF-ს კორესპონდენტს არმინ ვოლფს. ავსტრიელმა ჟურნალისტმა საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვა რუსეთის ლიდერს, განსაკუთრებით დემოკრატიასთან დაკავშირებით: იგი შეეხო ალექსანდრე ნავალნის როლს და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულიად იგნორირებს ცნობილ ოპოზიციონერს და მის გვარსაც კი არ ასახელებს ხოლმე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის რუსულენოვანი და გერმანულენოვანი სტენოგრამა ერთმანეთისაგან განსხვავდება: პრეზიდენტის ვებ-გვერდზე და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებულ რუსულენოვან ვერსიაში დაფიქსირებულია ვლადიმერ პუტინის გამონათქვამი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, გერმანულენოვანში კი, ტელეარხის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულში - ამოღებულია.

- რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს ცნობილმა ოპოზიციონერმა ალექსანდრე ნავალნიმ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო. თქვენ არასოდეს არ ამბობთ მის სახელსა და გვარს. რატომ?


ვლადიმერ პუტინი: ჩვენთან ძალიან ბევრი ბუნტარია - ისევე როგორც თქვენთან და აშშ-ში. მე ადრე თქვენს კოლეგასთან საუბარში უკვე ვთქვი: იყო ასეთი მოძრაობა ამერიკაში Occupy Wall Street („დაიკავე უოლ-სტრიტი“). სად არიან ისინი დღეს. აღარ არიან. განა თქვენთან ავსტრიაში და საერთოდ ევროპაში, ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკიდურესი პოზიციებით გამოდიან, რაღაცას ქადაგებენ, რაღაც საკითხებით მანიპულირებენ - ისეთებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, მაგალითად კორუფციის პრობლემით? უკრაინაში, მაგალითად, რომლის შესახებაც მე და თქვენ ვსაუბრობდით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლოზუნგი ხელისუფლებაში მოსასვლელად სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო. და რა ხდება დღეს იქ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში? რას ამბობენ ევროპაში უკრაინული კორუფციის შესახებ? ყველა უკრაინის ხელისუფლებას ლანძღავს, რომ ისინი არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებენ ამ სფეროში. რატომ თვლით თქვენ, რომ...

- რატომ არ ამბობთ ხოლმე ალექსანდრე ნავალნის სახელს საჯაროდ?

- გთხოვთ ფრაზა დამამთავრებინოთ. თქვენ ძალიან მოუთმენელი ყოფილხართ... ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე მიხეილ სააკაშვილი შემოგვტენონ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენთან პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს - მისი პიროვნების მეორე, მესამე, მეოთხე გამოცემით. თქვენ მოგწონთ ასეთი ფიგურანტები, ვითომდა პოლიტიკური მოღვაწეები? ჩვენთან, რუსეთში გვჭირდება ისეთი ადამიანები ისეთი პოზიტიური დღის წესრიგით, რომლებმაც არა მარტო პრობლემებს ხედავენ, არამედ მათი მოგვარებაც იციან... დამიჯერეთ - რუსი ამომრჩეველი უკვე საკმაოდ გამოცდილი და მოწიფულია. ის უყურებს არამარტო მიმზიდველ ლოზუნგებს, არამედ პრობლემების გადაჭრის მიზნით შეთავაზებულ ხერხებს და მეთოდებს. და თუ არაფერი ამის მსგავსი შეთავაზებულია არაა, ასეთი ადამიანები საინტერესონი არ არიან...

- მაგრამ ამომრჩევლებმა კარგად ვერ შეძლეს [ალექსანდრე ნავალნის პროგრამის] გაცნობა, იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატურის წარდგენა..


- ამომრჩეველს ყველა ადამიანის გაცნობა შეუძლიათ, ჩვენთან ინტერნეტი და მასმედია თავისუფალია.... თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკური ფიგურისადმი ნდობა ერთი, ორი და სამი პროცენტით განისაზღვრება, მაშინ მასზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ? რაში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი კლოუნები?






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის