logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორს, ბრიტნელ მეცნიერს სტივენ ჯონსს ამერიკული რადიოსადგური «Radio Voice of America» ესაუბრა.

- საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა და როდესაც წარსულს ვაფასებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკის ისტორია დღევანდელი საქართველოსთვის?


- ფაქტი რომ ეს პირველი რესპუბლიკაა, თავისთავად მნიშვნელოვანია... ეს იყო სეკულარული რესპუბლიკა და მისი ბევრი პრინციპი დღევანდელმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო, მაგალითად, როგორიცაა დემოკრატიული მთავრობა, მრავალპარტიული არჩევნები, უფასო განათლება და დამოუკიდებელი სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ყოველთვის სრულყოფილად ვერ სრულდებოდა, თუმცა პირველმა რესპუბლიკამ შექმნა რესპუბლიკური და დემოკრატიული მმართველობის საფუძველი.

- თქვენ 1918-1921 წლებს იკვლევთ. ჩვენი მაყურებლისთვის, რომ გვითხრათ, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები, რა საკითხები განიხილებოდა და რამდენად მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური სპექტრი?

- პირველი რესპუბლიკის სათავეში სოციალ-დემოკრატები იყვნენ. მათ რუსეთის რევოლუციის დროს უკვე იცნობდნენ. ისინი რევოლუციის დროს მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, და ასევე, ქვეყნის შიგნითაც. მე შემიძლია რამდენიმე დავასახელო, მაგალითად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომთათიძე და ბევრი სხვა. თუმცა, მათ ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი დომინანტ პარტიას წარმოადგენდნენ. ის, რასაც თანამედროვე საქართველოშიც ვხედავთ - დემოკრატიული არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ერთი პარტიის დომინირება, პირველ რესპუბლიკასაც ეს პრობლემა ქონდა. იყვნენ ოპოზიციური პარტიებიც, როგორიცაა ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ბევრი სხვა, თუმცა ისინი ხშირად იყოფოდნენ, ისევე როგორც პარტიები დღეს საქართველოში. ეს ოპოზიციას ასუსტებდა. 1919 წლის დამფუძნებელთა კრების არჩევნებში, სოციალ-დემოკრატებმა 130-დან 109 ადგილი მოიპოვეს. მათ ქონდათ დიდი ძალაუფლება და როდესაც პარტიას ასეთი დიდი ძალა აქვს, თავს იჩენს მისი გადამეტების მიდრეკილება. მე არ ვამბობ რომ ისინი ასე იქცეოდნენ, პირიქით ცლდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად გახსნილნი და დემოკრატიულნი ყოფილიყნენ, თუმცა ამისკენ მიდრეკილება არსებობდა.

- რა იყო ამ პერიოდის მთავარი განსახილველი საკითხები?

- როდესაც ისინი 1918 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ისინი სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდნენ, მე მათ სოციალ-დემოკრატებს ვუწოდებ, რადგან ეს სოციალიზმის შედარებით ზომიერი ფორმა იყო, რა თქმა უნდა, მისი საფუძვლები მარქსისტული იყო, თუმცა მოგვიანებით ეს შეიცვალა და ისინი ევროპული ტიპის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიად გარდაიქმნენ.

პირველი, რაც მთავარი იყო, მათ საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა გადაწყვიტეს - განსხვავებით ბოლშევიკებისგან რუსეთში, რომელთაც უფრო რადიკალური სოციალიზმის კურსი ქონდათ აღებული. ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ სისტემა ეგალიტარულ სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაიზრდებოდა. მათ ზომიერ სოციალურ-დემოკრატიულ მთავრობაზე შეაჩერეს არჩევანი, სადაც კერძო საკუთრება და სახელმწიფო საკუთრება გვერდი-გვერდ არსებობდა, და არ მოუხდენიათ ქონების ნაციონალიზაცია.

მეორე დისკუსია ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. პირველი რესპუბლიკის არსებობის არცერთ დღეს არ ჩაუვლია რაიმე სახის კრიზისის გარეშე, იქნებოდა ეს შიდა აჯანყება, თუ ოსმალი თურქების შემოჭრა. მათ დენიკინის მეთაურობით თეთრ არმიასთან ჰქონდათ კონფლიქტი და ბოლშევიკები გამუდმებით ცდილობდნენ მთავრობის გადაგდებას. ასევე უთანხმოება ჰქონდათ საზღვარზე სომხეთთან, რასაც 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომი მოჰყვა. ტერიტორიულ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანთანაც. საქართველოს მთავრობისთვის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა ძალიან რთული იყო. მთავრობა თბილისში ეფექტური იყო, თუმცა რეგიონების კონტროლი უჭირდა.

მესამე საკითხი ეროვნული უმცირესობებთან დამოკიდებულების საკითხი იყო... ფილოსოფიურად საქართველოს სოციალ-დემოკრატები მთავრობის დეცენტრალიზაციას და უმცირესობებისთვის, სომხების და აზერბაიჯანელებისთვის, ოსებისა და აფხაზებისთვის ეროვნული საბჭოების გზით თვითმმართველობის უფლებას ემხრობოდნენ. თუმცა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მთავრობას ეთნიკურად განიხილავდნენ და არა როგორც სახელმწიფოს მთავრობას. ისინი უფრო მეტ უფლებებს ითხოვნენ. ამას აჯანყებები მოსდევდა, საქართველოს მთავრობა ეროვნულ გვარდიას გზავნიდა და ადგილი ჰქონდა შეტაკებებს, სოფლების გადაწვას, ხალხის დაპატიმრებას ან სიკვდილით დასჯას. ეს ძალიან რთული იყო საქართველოს მთავრობისთვის. ერთი მხრივ, ისინი სახელმწიფოს აშენებდნენ და მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების მოთხოვნებთან უწევდათ გამკლავება. ამასთან, და ეს მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, ძალიან ხშირად უმცირესობებს მხარს ბოლშევიკები უჭერდნენ, ამიტომ ეს საქართველოს მთავრობისთვის მხოლოდ ეთნიკური საკითხი არ იყო, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც. (სავარაუდოდ, აღნიშნული აჯანყებები ბოლშევიკებისგან იყო მართული, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის დროს მათ საკმაოდ ლიერი ქსელი ჰქონდათ საქართველოში რედ. Newspress.ge)

- თავისი არსით და პრინციპით, საქართველოს კონსტიტუცია ძალზედ ლიბერალური იყო, როდესაც საქმე ეხება უმცირესობების ჩართულობას და ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე წინაც კი იყო. რამ განაპირობა ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ასეთი პროგრესული იყო?

- ჩემი აზრით, და ალბათ ბევრ ქართველს არ მოეწონება რომ ამას ვამბობ, [კონსტიტუციის] პროგრესული მხარე სოციალურ-დემოკრატიული ფილოსოფიის ნაყოფი იყო და არა ლიბერალური ფილოსოფიის, თუმცა ეს უკანასკნელიც იყო კონსტიტუციის ნაწილი. მაგალითად, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა სამართლებრივი სახელმწიფო შექმნეს, კონსტიტუციური სახელმწიფო დამოუკიდებელი სასამართლოთი. საქართველოსთვის ამის გაკეთება ძალზედ რთული იყო, რადგან იმპერიულ წარსულს იმპერიული ნარჩენები მოჰყვებოდა: კორუფცია და მექრთამეობა, მსგავსად 1991 წლის საქართველოსი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირი. ლიბერალური და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა მყისიერად რთულია.

მთავრობის ძალიან სუფთა გზებით მართვა შეუძლებელი იყო. თუმცა ისინი შეეცადნენ, მათ მიიღეს კანონები. რეგიონებში მომრიგებელი მოსამართლები აირჩეოდნენ... მათ სისხლის სამართლის საქმეებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღეს, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათი და პროგრესულია. კონსტიტუცია გამორჩეული დოკუმენტი იყო, ისევე როგორც მთავრობის მსოფლმხედველობა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს ევროპა უფრო კონსერვატიულია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ჩემს ქვეყანაში, ქალებს ხმის მიცემის სრული უფლება მხოლოდ 1926 წელს მისცეს... საქართველო, სოციალური და პოლიტიკური ხედვის კუთხით ძალიან წინ იყო, და ეს დღეს უნდა დავაფასოთ.

- რამდენად აქტიური იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ელიტა, როდესაც საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებს, აღიარებას და საერთაშორისო მოკავშირეების მოძიებას?


- საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს საქართველოში დღესაც იკვეთება. ის რთულ რეგიონშია მოქცეული, იმპერიებით შემოსაზღვრული და მხოლოდ მეგობრების დახმარებით თუ გადარჩება. საქართველოს [პირველი რესპუბლიკა] ცდილობდა დასავლეთში მოკავშირეების პოვნას. იდეა, რომ საქართველო იყო ევროპა, უკვე არსებობდა 1918 წელს ისევე, როგორც დღეს. სწორედ ამიტომ ეცადა საქართველოს მთავრობა მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კავშირების დამყარებას. მათ მონაწილეობა მიიღეს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში და ცდილობდნენ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულებისგან აღიარების მოპოვებას... ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო [საქართველოში], არა როგორც დამპყობელი, ეს მათ არ უნდოდათ, არამედ როგორც დაცვის გარანტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთი რამ რაც ქვეყანას დაიცავდა, იყო საერთაშორისო აღიარება, თუმცა მათ ამის მიღწევა გაუჭირდათ, საქართველომ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ 1921 წლის იანვარში მიიღო. მოკავშირეები, მსგავსად დღევანდელი სიტუაციისა, ყოყმანობდნენ საქართველოს თურქებისგან და ბოლშევიკებისგან დაცვის პასუხისმგებლობის აღებას. ომი დასრულებული იყო და მათ სურდათ დაეტოვებინათ რეგიონი.

- თქვენს წიგნში საუბრობთ, თუ როგორ გადაიქცა იდეა, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, პოლიტიკური ელიტის მოქმედების გზად და ამბობთ, რომ ის ელიტის მიერ არის შექმნილი, თუმცა თუ პირველ რესპუბლიკას შევხედავთ და მათ კავშირებს ევროპასთან, ეს ბუნებრივი არჩევანია, არა?

- ინტელიგენციაში, განსაკუთრებით 1830-იანი წლების შემდეგ, როდესაც ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, როგორიც იყო სოლომონ დოდაშვილი, რომლის ხედვაც რესპუბლიკის იდეას ემყარებოდა და ეს მხოლოდ ევროპისგან თუ იქნებოდა აღებული. როგორც იცით, 1832 წელს შეთქმულებით საქართველო ეცადა დამოუკიდებლობის მიღებას. ევროპის იდეას ძალიან დიდი ისტორია აქვს. და რა თქმა უნდა, შემდეგ [ეს იდეა] ისეთმა ადამიანებმა გააცოცხლეს, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და ბევრმა სხვა... თუმცა ის იყო ძლიერი ინტელიგეციის შიგნით, და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

- რომ შევაჯამოთ, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და პირველი რესპუბლიკის შექმნიდან ასი წლისთავის აღნიშვნა?


- პირველ რიგში, 100 წელი გავიდა და ეს სიმბოლურია, ჩვენ გვიყვარს მრგვალი თარიღების აღნიშნვა. მეორე, მნიშვნელოვანია აღვიშნოთ და ვაჩვენოთ პირველი რესპუბლიკა და მისი მიღწევები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს. როგორ თქვენ თქვით, ის იყო იმ დროისთვის ძალიან პროგრესული და დემოკრატიული. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, მაგრამ ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე იყო, მათ შორის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც. თუმცა, ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაზე ბევრი არ იცის, მათ იციან, რომ დამოუკიდებელი იყო და წითელი არმია შემოიჭრა, მაგრამ არ იციან რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში, და რის მიღწევას ცდილობდა საქართველოს მთავრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა სოცილისტური იყო, არ ესმით, რომ მიუხედავად მთავრობის სოციალ-დემოკრატიული ბუნებისა, ის ეროვნულ მთავრობად გადაიქცა, რომელმაც გადაწყვიტა რომ წარმოადგენდა მოქალაქეებს და არა კლასს, საქართველოს მოასხლეობას და არა პროლეტარიატს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა გადადგეს. მათ გადააბიჯეს ეროვნული სუვერენტიტეტის ხანაში და ეს რა თქმა უნდა არის მემკვიდრეობა რომელიც საქართველოს მთავრობებმა დღეს უნდა დააფასონ. ეს იყო ეროვნული მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელმაც მისცა ქალებს ხმის მიცემის უფლება და დემოკრატიული სუვერენტიტეს პრინციპი ჩამოყალიბდა. და ეს მემკვიდრეობა 1991 წლის შემდეგ რესპუბლიკამ მიიღო და უნდა შენარჩუნდეს.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის