logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორთან: არ ვფიქრობ, რომ საქართველოში კონფლიქტი დაიწყება, თუმცა რუსები თბილისის გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას კვლავ ეცდებიან
ინტერვიუ სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორთან: არ ვფიქრობ, რომ საქართველოში კონფლიქტი დაიწყება, თუმცა რუსები თბილისის გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას კვლავ ეცდებიან
11:02 23.04.2018

პოლონური რადიოსადგურის, «Polskie Radio»-ს კორესპონდენტმა აგნეშკა მარცელა-კამინსკამ ინტერვიუ

ჩამოართვა სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მუსტაფა აიდინს.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

 

- ჩვენ ვსაუბრობთ ამიერკავკასიაში არსებული სიტუაციისა და იმ როლის შესახებ, რომელსაც ამ რეგიონში მსოფლიოს მსხვილი მოთამაშეები ასრულებენ. თქვენ სწორედ ამ საკითხებს იკვლევთ. რა ნაბიჯებს გადადგამს, თქვენი აზრით, ვლადიმერ პუტინი ამიერკავკასიაში და სხვა მომიჯნავე რეგიონებში უახლოეს ექვსი წლის განმავლობაში? რას უნდა ველოდოთ მისგან?

- თუ რაიმე მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება, რუსეთისათვის კავკასიაში შექმნილი სტატუს-ქვო და მისი გავლენის დონე მისაღები იქნება. საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვი განმტკიცდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გააძლიერა გავლენა სომხეთში - რუსეთმა ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი იყიდა, რასაც კი ეკონომიკური ფასეულობა ჰქონდა. რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს სხვადასხვა კონფლიქტების მეშვეობით აკონტროლებს. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, კრემლი, სავარაუდოდ, რაიმე ახალ ოპერაციას აღარ განახორციელებს, რუსები მიღწეულით დაკმაყოფილდება. მაგრამ თუ მოსკოვი იგრძნობს, რომ რეგიონის ქვეყნებში მის წინააღმდეგ განწყობა ძლიერდება და მას სამხრეთ კავკასიიდან საფრთხე დაემუქრება, მან შეიძლება აგრესიული ნაბიჯები გადადგას - ისევე როგორც საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს.

 

- თქვენთვის მოულოდნელი იყო საქართველოსთან და, მოგვიანებით, უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენები?

- რაც შეეხება საქართველოს, 2008 წელს ექსპერტთა უმრავლესობამ, მათ შორის მეც,  კონფლიქტის წარმოქმნა განვჭვრიტეთ. ჩვენ მას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ველოდებოდით.

 

- ესე იგი, ელოდებოდით მოვლენების ასეთ განვითარებას და წინასწარმეტყველებდით კიდეც?

- დიახ, ბევრი ექსპერტი ომამდე ერთი წლით ადრე ამბობდა, რომ ასეთი კონფლიქტი წარმოიქმნებოდა. რუსეთი საქართველოსთან მიმართებით პროვოკაციულად მოქმედებდა: მოსკოვს სურდა თბილისი იმ დონემდე მიეყვანა, როცა ქართველები შეცდომას დაუშვებდნენ და შემდეგ მათ საშინაო საქმეებში ჩარეულიყო. საბოლოოდ, სწორედ ასე მოხდა. რუსებმა საქართველოზე ზეწოლა მოადინეს, „კედელთან მიაყენეს“, რომლის შედეგად თბილისი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა. ჰოდა, რუსეთმაც დრო იხელთა და საქართველოს დაარტყა. ჩვენ განვჭვრიტეთ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები... თუმცა შემდეგ სიტუაციის სწრაფი ცვლილება დაიწყო. ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა დასავლეთის რეაქციამ, უფრო სწორად - აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების რეაქციის არქონამ.

 

2008 წლის მოვლენებმა 2014 წლის მოვლენებამდე მიგვიყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველოდით, რომ რუსეთი კონკრეტულად ყირიმის ანექსიას მოახდენდა. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ დაინახა - 2008 წელს არც ნატომ და საერთოდ, არც დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებით რეაგირება არ მოახდინეს. მე არც მიფიქრია, რომ რუსები ყირიმს სამხედრო ძალით მიითვისებდნენ, თუმცა ვვარაუდობდი, რომ მოსკოვი ძალას სადღაც მაინც გამოიყენებდა.

 

- არის ამჟამად ისეთი რომელიმე რეგიონი, რომელზეც, თქვენი რჩევით, ყურადღება უნდა გამახვილდეს?

- ამჟამად? კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაცია სტაბილურია: რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა. თუ ახალი პრობლემები ან საფრთხეები არ გაჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტატუს-ქვო შენარჩუნდება. არასტაბილური იქნება სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაძაბულობა დარჩება. შესაძლოა იქ რაღაც კონფლიქტი კიდევ წარმოიქმნას. რუსები, როგორც ჩანს, კმაყოფილნი არ არიან იმით, რასაც უკრაინაში მიაღწიეს. თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, მოსკოვი იმით აუცილებლად ისარგებლებს.

 

- როგორ განვითარდება სიტუაცია საქართველოში? ისევ იქნება აქტუალური საზღვრების თემა? უფრო სწორად, მათი გადაწევა?

- არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რაიმე კონფლიქტი დაიწყება, თუმცა, რა თქმა უნდა,  რუსები კვლავ ეცდებიან თბილისის გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას. მოკლედ, სიტუაცია იგივე იქნება, როგორიც ამჟამადაა.

 

- როგორ შეაფასებდით მოსკოვის მოქმედებას სირიაში: რა სურთ რუსებს, რას უნდა ველოდოთ მათგან?

- რუსეთმა დაინახა, რომ შეუძლია სირიაში ოპრაციის განხორციელება და ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ამერიკელებს არ სურდათ სირიის კონფლიქტში აქტიური მონაწილეობა. ისინი რეგიონში საკმაოდ უთავბოლოდ მოქმედებდნენ, რის შედეგად 2015 წელს იქ რუსები გამოჩნდნენ. მოსკოვი ცდილობდა სირიაში მტკიცედ დამკვიდრებულიყო. შედეგი სახეზეა: რუსეთს სირიაში უკვე რამდენიმე ბაზა აქვს გრძელვადიანი გამოყენებისათვის. გასაგებია, რომ მოსკოვს განზრახული აქვს სირიაში კონფლიქტის დასრულების შემდეგაც დარჩეს. სირიაში ყოფნის შედეგად რუსეთი მნიშვნელოვანი ძალა გახდა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ აუზში და საერთოდ, ახლო აღმოსავლეტში. მოსკოვს ბედმა გაუღიმა: სირიის მოვლენებმა გლობალურ მოთამაშეებს ყირიმი დაავიწყა. მანამდე მოსკოვს პერმანენტულად ახსენებდნენ ნახევარკუნძულის პრობლემას, მაგრამ კრემლმა შეძლო ყურადღების გადატანა სირიაზე. ეს რუსეთისათვის მომგებიანია. რუსები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესებში: ისინი თანამშრომლობენ სირიის მმართველ რეჟიმთან, თურქეთთან და ირანთან, ენერგიულად არიან დაკავებული ახალ მოკავშირეთა ძიებით. გარდა ამისა, რუსეთმა აამოქმედა „ასტანის პროცესი“, სირიის სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

 

- ბოლო დროს დასავლელი დამკვირვებლები დიდი ყურადღებას უთმობენ მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობას. თქვენი აზრით, სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება?

- რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა სულ უფრო მეტად ვრცელდება ახალ სფეროებზე - პოლიტიკურთან ერთად, მასში არის ეკონომიკური და სამხედრო კომპონენტებიც (იარაღის შესყიდვა), აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროში (ბუნებრივი გაზის მოწოდება, მილსადენები)... ამჟამად რუსები თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებისათვის ემზადებიან. ვფიქრობ, თანამშრომლობა განვითარდება. რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს ორი წლის წინანდელი სამხედრო ინციდენტი, როცა სერიოზული კონფლიქტური სიტუაცია გაჩნდა თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებით, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ვფიქრობ, ამ ინციდენტით ორივე ქვეყანამ გაკვეთილი მიიღო და დასკვნები გააკეთა. ამჟამად რუსული თვითმფრინავები თურქეთის საზღვართან ფრთხილად დაფრინავენ, ხოლო თურქეთი უფრო დაკვირვებით ფიქრობს, როგორ ფრთხილად მოახდინოს რეაგირება რაიმე მსგავს სიტუაციაზე.

 

- მოსკოვსა და ანკარას შორის სამხედრო თანამშრომლობაც არსებობს, თუმცა იმავდროულად თურქეთი ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად რჩება...

- რუსული სარაკეტო კომპლექსების - С-400-ების შესყიდვა, თურქეთის მთავრობის მტკიცებით, დროებითი ზომაა. ანკარა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის მიზნით მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთანაც აწარმოებს, საფრანგეთთან და იტალიასთანაც. მაგრამ რადგანაც მათთან მოლაპარაკების პროცესი გაჭიანურდა, თურქეთს კი დაყოვნება არ სურს, მთავრობამ მზერა რუსულ სარაკეტო კომპლექსს მიაპყრო, რომელიც, როგორც რუსები ამბობენ, თურქეთს ყველაზე იაფი დაუჯდება. გარდა ამისა, რუსეთი მზადაა მის საყიდლად კრედიციც მოგვცეს. საერთოდ კი, სამომავლოდ თურქეთს საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა სურს.

 

რა თქმა უნდა, სიტუაცია რთულია: ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ С-400-ები ნატოს სისტემებთან შეუთავსებელია. ეს რაკეტები გარკვეული პერიოდის მანძილზე იქნებიან გამოყენებულნი ჩვენი ტერიტორიის რომელიღაც ნაწილის დასაცავად - მანამდე, სანამ თურქეთი საკუთარ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ შექმნის.

 

ამასთან, მართალია, ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერაო, მე ვიცი, რომ ამჟამად რუსეთს ჯერ-ჯერობით ჩვენთვის მზად არ აქვს საკმარისი რაოდენობის კომპლექსები და ფულიც, რომელიც კრედიტის სახით უნდა მოგვცეს. ვნახოთ, როგორ განვიტარდება სიტუაცია.

 

წყარო: «Polskie Radio» (პოლონეთი)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article