logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ბრიტანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადებითა და რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ დააფიქსირა, რომ ის დასავლეთის ნაწილია. ფრიდს საერთაშორისო ურთიეთობებში დიპლომატების გაძევების მნიშვნელობაზე და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაზე "ამერიკის ხმა" ესაუბრა.

 

- ბატონო დენ, მადლობა ინტერვიუსთვის. როცა რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გაიგეთ, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

 

- ორი რამ - ერთ ის, რომ ამერიკამ 60 რუსი დიპლომატი გააძევა. მაგრამ მეორე ფაქტორით მოვიხიბლე - ბევრი ქვეყანა იმავე დღეს შემოგვიერთდა. მოვიხიბლე იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის კოორდინაცია. ამჟამინდელი ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ყოველთვის კარგად არ თამაშობს, მაგრამ ამჯერად ევროპელებთან მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩნდა. ამასთან, ჩვენს მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას გაცილებით დიდი შედეგი მოჰყვა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდა.

- რატომ იყო ეს კოორდინაცია ასე მნიშვნელოვანი?

 

- იმიტომ, რომ ამერიკას ეს ნაბიჯი მარტო რომ გადაედგა რუსები ჩვენს იზოლირებას ეცდებოდნენ და იტყოდნენ, რომ აი, მარტო ამერიკელები არიან ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ არასწორი არაფერი გაგვიკეთებიაო. მაგრამ როცა დასავლეთის მოქმედება ასეთი ერთსულოვანი იყო, იზოლირებული რუსეთია და მოსკოვშიც მკაფიოდ მისდით გზავნილი, რომ პუტინი ქვეყნებს ისე ვერ აშინებს, როგორც ამას ზოგჯერ თვითონ ამბობს ხოლმე.

(...)

 

- საქართველომ დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის მიზნით, თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესებზე მომუშავე დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?

 

- საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, დასავლეთის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა და ეს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა. საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ სტრატეგიულად მისი მდგომარეობა უიმედო არ არის. პირიქით, საქართველოს სტრატეგიული წარმატების მისაღწევად კარგი შანსი აქვს. მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება. თუ საქართველომ საკუთარი წარუმატებლობა არ გამოიწვია, ის წარმატებას მიაღწევს, რადგან მან უკვე გადალახა სერიოზული რეფორმების ზღვარი. თქვენ უკვე გაქვთ რაღაც, რისი დაცვაც ღირს, რისი აშენებაც ღირს. ჩვენ, დასავლეთს, კი გვაქვს პასუხისმგებლობა პატივი ვცეთ თქვენს სუვერენიტეტს და ეს მართლა გავაკეთოთ. საქართველოს რესპუბლიკა 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიას. მათ შემთხვევაში ოკუპაცია იმდენ ხანს არ გაგრძელდა, რამდენიც საქართველოს შემთხვევაში. მაშინდელი ლიბერალური კონსტიტუცია და იმის ხედვა, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, ძალიან შთამბეჭდავია.

 

- თქვენი აზრით, რუსეთი საქართველოს რაიმე სახით ანგარიშს გაუსწორებს?

 

- შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ექვივალენტური ნახონ. ალბათ, დაითხოვენ დიპლომატს, რომელიც რომელიმე ქვეყნის საელჩოში საქართველოს საკითხებზე მუშაობაზეა ავტორიზებული. ეს სტანდარტული დიპლომატიური პასუხი იქნება. ეს კი იმის ნიშანია, რომ საქართველო მარტო არ არის. თქვენ კარგ გარემოცვაში ხართ და ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ.

 

- შესაძლოა ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა რუსული პროპაგანდა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმე შიდაპოლიტიკური ფონი თუ კონფლიქტებთან დაკავშირებით პროგრესის არ ქონა, ართულებს საზოგადოებისთვის იმის უწყვეტად შეხსენებას, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის უკეთესია. თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

 

- დაიცავით საკუთარი ინტერესები. ვინმეს სინამდვილეში სჯერა, რომ რუსული სტილის მმართველობა საქართველოსთვის კარგი შეიძლება იყოს? ის კარგი იქნება ზოგიერთი ქართველისთვის, ხალხის გასაყვლეფად მომართული კორუმპირებული ელიტისთვის. აი ეს არის დღევანდელი რუსული სტილის მმართველობა. თქვენ არ გჭირდებათ ის, რომ ამის შესახებ ამერიკელებმა გითხრან. თქვენ ეს თავადაც კარგად იცით.

საბოლოო შედეგი საქართველოსთვის იგივე იქნება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის იყო. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ იმის, რომ დასავლეთი ისევ გაიხსენებს თუ რას წარმოადგენს ის. კარგად მესმის, რომ ამის თქმა მარტივია, გაკეთება კი რთული. ჩვენი აზრის მოსმენის გარეშეც, თქვენ თვითონ დაფიქრდით იმაზე, თუ სად იქნებით უკეთესად, რას ნიშნავს რუსეთის ქუსლის ქვეშ ყოფნა საქართველოსთვის და ეს ქვეყანას რეალურად რას მოუტანს. ვფიქრობ, საქართველოში ამ კითხვებზე პასუხი კარგად იციან.

 

 

 

p.s. იბეჭდება შემოკლებით

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article