logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
გიორგი მარგველაშვილი: საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა ნატოში გასაწევრიანებლად,  რაც თავად ნატოს მიერააცაა აღიარებული
გიორგი მარგველაშვილი: საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა ნატოში გასაწევრიანებლად, რაც თავად ნატოს მიერააცაა აღიარებული
10:49 16.03.2018
საქართველოს ბოლო დროს რაიმე ახალი მნიშვნელოვანი რყევა არ განუცდია, ყოველ შემთხვევაში, საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე მაინც, თუმცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ქვეყანა არც ნატოში არაა ჯერ გაწევრიანებული, მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად.

ვაშინგტონში საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგალითად, სენატორი ჯონ მაკკეინი, მაგრამ თვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ-ჯერობით არ ჩამოუყალიბებია მტკიცე პოლიტიკური პოზიცია საქართველოსა და რუსეთის აგრესიის მიმართ [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში.

თუმცა დონალდ ტრამპი, დიპლომატიით არა, მაგრამ საქართველოთი სხვა მიზეზით იყო დაინტერესებული: 2011 წელს მან განაცხადა, რომ ბათუმში „ტრამპ-თაუერს“ ააშენებდა და ქართველებს დაპირდა, რომ ქალაქს „კავკასიის მონტე-კარლოდ“ გადააქცევდა. მაგრამ როგორც კი დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამ პროექტის რეალიზებაზე უარი თქვა.

ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, იგი ხვდება კონგრესის წევრებს და ანალიტიკურ ცენტრებში სიტყვით გამოდის. ჩვენთან ინტერვიუში იგი საუბრობს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე, ნატოსაკენ სწრაფვაზე, მიხეილ სააკაშვილზე და იმაზეც, რა სურს საქართველოს ვაშინგტონისაგან.
----------

Foreign Policy: რა მოლოდინები გაქვთ ამ ვიზიტთან დაკავშირებით?


გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ნამდვილად მოველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. გასულ წელს საკმაოდ შთამბეჭდავი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის და სენატორების ვიზიტის გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისი დეკლარაციებით დაგვირგვინდა. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ სამხედრო თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელებას საჭიროებს. მოდით ასე ვთქვათ: ჩვენ დავინახეთ საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინასთან შეჩერებულიყო.

- ვაშინგტონში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში. ფიქრობთ, რომ საქართველო კვლავ ნატოს გზაზეა და თუ ასეა, რამდენად შორს არის ამ გზაზე?


- მეთექვსმეტე წელია, რაც ჩვენ მივმართავთ ნატო-ს და მეათე წელია, რაც ნატო საქართველოს დაჰპირდა, რომ ქვეყანა გახდებოდა ალიანსის წევრი. ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა, რეფორმების თუ სხვა ნებისმიერ კონტექსტში და ქვეყნის მიღწევები აღიარებულია ნატო-ს მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ბრძოლის ველზე ერთად ვიმყოფებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაშინაც კი როდესაც ჩვენ თვითონ არ ვსარგებლობთ გლობალური უსაფრთხოების უპირატესობებით. სწორედ აქ ვიმყოფებით ახლა.

- როგორ შეაფასებდით თქვენს დღევანდელ ურთიერთობას მოსკოვთან და როგორ ფიქრობთ, მიიღებთ ტრამპის ვაშინგტონისგან იმას, რასაც მოელით?

- სიტუაცია მოსკოვთან შეფერხებულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც მომენტში, მოსკოვი დაძაბულობისა და დაპირისპირების მაგივრად, საქართველოში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში მცხოვრები ხალხთათვის უკეთესი მომავლის პერსპექტივას აირჩევს. მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ისტორიის ეს დრო და ფაზა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც რუსეთის უმაღლეს წრეებში ასეთი განწყობა ჩამოყალიბდება. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში საპირისპიროს, ცივი ომის რიტორიკას ვხედავთ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, როგორც აღვნიშნე, 2017 წელი მთლიანად დადებითი იყო. მე მესმის თქვენ მიერ დასმული კითხვა და კონტექსტი და ჩემი პასუხია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე პოზიტიურია.

- თქვენ ახსენეთ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ. როდესაც ამ სიტუაციას უყურებთ, ფიქრობთ, რომ "ათ წელში ყირიმში იგივე მდგომარეობა იქნება, იგივე მდგომარეობა იქნება აღმოსავლეთშიც", როგორც მიგაჩნიათ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით?


- ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეები გაიაზრებენ სიტუაციას. ხანდახან მესმის განცხადებები, რომ "ცივი ომის წამოწყება შეუძლებელია, რადგან საბჭოთა კავშირთან შედარებით, რუსეთს არ ჰყავს ძლიერი სამხედრო ძალა და არ გააჩნია ეკონომიკა". რეალური ცივი ომი არ ყოფილა სტრატეგიული სარაკეტო ომი, ეს იყო ომი პოლიტიკაში, მარიონეტული ომები. ასეთი იყო ცივი ომი. მე ვიაზრებ სიტუაციას. რუსეთი ძალიან პირდაპირია. ისინი გულწრფელნი არიან თავიანთ განცხადებებში. ისინი გულწრფელნი არიან თავიანთ საგარეო პოლიტიკურ მიზნებში. თუ ჩვენ ვიაზრებთ ამ ყოველივეს, მაშინ საქართველო, უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებიც შეიძლება, იყვნენ რუსეთის დომინირების პოტენციური სფეროები, უნდა იყვნენ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებულნი და შეერთებულ შტატებთან დაახლოებულნი, რათა არ შევქმნათ პოტენციური კონფრონტაციის სფეროები.

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გამოაძევეს და ის პოლონეთში დაბრუნდა. საქართველო კვლავ ცდილობს მას ექსტრადირებას?


- გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პროცედურები ჩვეულებრივ, წარიმართება პროკურატურის, პოლიციის, ან შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან. მე ვიცი, რომ მისი ექსტრადიცია მოითხოვეს უკრაინაში, მაგრამ არ ვიცი, იგივე მოხდება თუ არა სხვა სახელმწიფოებთან.

- ფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს?


- მჯერა, რომ ორჯერ არჩეულ პრეზიდენტს გააჩნია პასუხისმგებლობა, რომ პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს... ამიტომაც არ გავამართლე, ის, რომ მან საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადა უარი და უკრაინის მოქალაქე გახდა. არ მიმაჩნდა, რომ ეს სწორი საქციელი იყო. ის იყო ქვეყნის მთავარსარდალი და საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით, შესაბამისად, ის უნდა პასუხობდეს კითხვებს. ის პატივს უნდა სცემდეს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს.



წყარო: «Foreign Policy» (აშშ)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ
ინტერვიუ
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
14:29 07.03.2018
ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც-
ინტერვიუ
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა