logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
14:29 07.03.2018
ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც- ოპერაცია ჩატარდა. ზოგიერთი მათგანი პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელიც თბილისში ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მსახურობდა, ამბობს, რომ პანკისის პრობლემის გამო, 1999 წელს საქართველომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციას თავი ბეწვზე დააღწია. კენეტ იალოვიცს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პანკისის ასპექტზე და ისტორიულ პერსპექტივაზე ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- ბატონო კენეტ, მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში ელჩობის შემდეგ ცოტა ხანში, თქვენ თქვით, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში ემზადებოდა. თქვენი ელჩობის დროს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. როგორ იხსენებთ მაშინდელ მდგომარეობას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რა თქმა უნდა, ამერიკის როლს ამ დინამიკაში?


- ეს ყველაფერი, სინამდვილეში, 1999 წელს დაიწყო, როცა რუსეთი ჩეჩნეთსა და დაღესტანში განახელებული ბრძოლებით იყო შეშფოთებული. კრემლში დაწყებული ჰქონდათ იმაზე ფიქრი, რომ დაღესტნიდან ჩეჩნეთში გადასული მებრძოლების წინააღმდეგ, სამხედრო ძალა გამოეყენებინათ. გარდა ამისა, ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მოძრაობას ვერ აცხრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთის პირველი ომი უკვე ჩავლილი იყო. მოსკოვი საქართველოს უბიძგებდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. მაშინ მახსოვს, პანკისთან ახლოს ბომბებიც კი ჩამოყარეს. ამ დროისთვის უკვე იყო განცხადებები მოსკოვის მხრიდან, რომ პანკისი ტერორისტების თავშესაფარი ხდებოდა.

1999 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეხვედრაზე დამიბარა. მან მითხრა, რომ კრემლიდან სთხოვეს, რუსეთის ჯარისთვის - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან - ჩეჩნეთზე სამხრეთიდან იერიშის მიტანის ნებართვა მიეცა. შევარდნაძემ მითხრა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, ამ ნებართვაზე რუსებისთვის უარის თქმას აპირებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა. მახსოვს, მაშინ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსებს არ მოეწონებოდათ და რომ მოსკოვი ამას დიდი ხანი არ დაივიწყებდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, პანკისში რამდენიმე ბომბი ჩამოვარდა. ხალხი არ დაღუპულა - პირუტყვი დაიხოცა, მაგრამ რუსებმა საქართველოს მესიჯი გაუგზავნეს და თბილისზე დიდი ზეწოლა დაიწყეს.

ამერიკამ მაშინ ოთხპუნქტიანი პროგრამა წამოიწყო. პირველ ეტაპზე საქართველოს მესაზღვრეების ღამის ხედვის ბინოკლები და სამთო აპარატურა გადავეცით, რათა მათ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები დაეფიქსირებინათ და აღეკვეთათ.

რუსები აცხადებდნენ, რომ ჩეჩნები საქართველოს საზღვარს სისტემატურად კვეთდნენ. ამას კი, მოგეხსენებათ, წინ უძღოდა ჩეჩნეთის ომის დროს, დაახლოებით, 5000 ჩეჩნის საქართველოში, პანკისის ხეობაში დასახლება. რუსები დასაბუთების გარეშე აცხადებდნენ, რომ მათი უმრავლესობა ჩეჩენი მებროლი იყო.

ამერიკის დახმარების პროგრამის მეორე ნაწილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შექმნა იყო, რომელიც საზღვარზე ადამიანების გადაადგილებას დააკვირდებოდა როგორც მესამე - მიუკერძოებელი მხარე.

მესამე ელემენტის ფარგლებში [ვაშინგტონის მხრიდან] რუსებთან დიალოგი იყო მათ იმაში დასარწმუნებლად, რომ პანკისში სამხედრო ოპერაცია არ დაეწყოთ.

პროგრამის ბოლო ნაწილი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დაყოლიება იყო იმაზე, რომ პანკისში შესულიყო და იქაურობა გაეწმინდა. ამას რამდენიმე წელი დასჭირდა. მგონი 2003 წელი იყო, როცა მათ პანკისში შესვლა საბოლოოდ გადაწყვიტეს. ვფიქრობ ამ ოთხ პუნქტიანმა გეგმამ მაშინ საქართველო რუსეთის თავდასხმისგან იხსნა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, მოვლენები სხვა კურსით განვითარდა.

- მას შემდეგ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ სცადა პანკისის ასე ვთქვათ “გაწმენდა“. მოგვიანებით ხეობაში იყო რამდენიმე ბურუსით მოცული სპეციალური ოპერაცია. სირიაში ომის დაწყების შემდეგ კი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ 30-მდე პანკისელია მოკლული. რას უკავშირებთ იმას, რომ პანკისის ხეობაში დღესაც არსებობს ტერორიზმის საფრთხეები და ხდება ადამიანების რადიკალიზაცია?

- ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს, რადგან ის არა მხოლოდ საქართველოს შიდა უსაფრთხოებას უკავშირდება, არამედ საგარეოსაც. რუსეთს საქართველოსთან პანკისის თემის წამოწევა და ამით ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, ადვილად შეუძლია.

ედუარდ შევარდნაძის მთავრობას აქტიურად მოვუწოდებდით პანკისზე კონტროლი დაემყარებინა - სიტუაციას ამის გარდა, სხვა ვერაფერი შეცვლიდა. დღეს ისმის შეშფოთება ტერორიზმთან დაკავშირებით.

დღეს საქართველოს მოვუწოდებ ფრთხილად დააკვირდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან უკან. ისინი შეიძლება ჩეჩნები და შეიძლება ქართველები იყვნენ. საქართველომ ყველანაირად უნდა სცადოს ამ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა. რუსეთს იგივე პრობლემა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით და ამ სფეროში, ვფიქრობ საქართველოს და რუსეთის ინტერესები იკვეთება. არ ვიცი ეს რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ეს აზრი მომსვლია. საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ პანკისის ხეობა ისეთივე უმართავი გახდეს, როგორც ეს 20 წლის წინ იყო.

ამ სახის კონტროლის დაწესება კი პოლიციის ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. მე არ ვიცი რამდენად აქტიურადაა პოლიცია მოსახლეობასთან ჩართული პანკისის ხეობაში დღეს. მაგრამ ვიცი, რომ საკმარისი რაოდენობის პოლიციის ოფიცრების ყოლა მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი იქნება და „ცუდი ადამიანების“ რეგიონში დაბრუნებას ხელს შეუშლის. პოლიციასთან ერთად, ცხადია, აქტიურად უნდა მუშაობდეს სადაზვერვო სამსახურებიც.

- ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე ანტი-ტერორისტული ოპერაცია განხორციელდა. როგორ აფასებთ ამ ოპერაციების ეფექტურობას?


- გულახდილად რომ გითხრათ, ისე დეტალურად არ ვადევნებდი ამ მოვლებენს თვალს, რომ კომენტარი გავაკეთო. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობა უკეთესად უნდა აკონტროლებდეს პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს. ეს არის კრიტიკა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად ისმის. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა ეს პრობლემა კარგად წარმოაჩინა. შინაგან ძალებს და უსაფრთხოების სამსახურებს პრემიერ მინისტრის აპარატი უნდა აკონტროლებდეს. აქ კიდევ ერთ რამეს დავამატებ. საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭო არ უნდა დაიშალოს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ქონა - სადაც სამთავრობო სააგენტოები ერთად იკრიბებიან, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ერთად ისმენენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს და ერთად იმუშავებენ ამ გამოწვევების გადასალახ გეგმას - ძალიან მნიშვნელოვანია.


წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის