logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჯულიან ლუისი: საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს ძირს გამოუთხრის
ჯულიან ლუისი: საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს ძირს გამოუთხრის
11:18 26.02.2018

როგორც ცნობილია, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ნატოს

გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, უნდა თუ რა „მაპ“-ის მიღებაო. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, რა ჰქონდა მხედველობაში - უკრაინის ყოყმანი, რომ კიევი შეიძლება ხვალ ისევ მოსკოვისაკენ შებრუნდეს თუ ის, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხზე ჩვენ ჯერ კიდევ არ ჩაგვიტარებია რეფერენდუმი. ამასთან, როგორც ნატოში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ „სოგოდნია“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსის დოკუმენტებში, გაფართოებასთან მიმართებით, უკრაინა ასპირანტად არის მიჩნეული, თუმცა იქვე მცირე შენიშვნაცაა - ჩაწერილია, რომ 2010 წლიდან უკრაინამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ წინსვლა შეაჩერაო.

 

 

ყბადაღებული კანონი უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსზე ვერხოვნა რადამ ჯერ კიდევ 2014 წელს გააუქმა, მაგრამ ალიანსში ამ ფაქტს თითქოსდა ვერ ამჩნევენ და გაფართოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ცვლილებები არ შეაქვთ, მაგრამ ნეტავ ეს ყოფილიყო მთავარი პრობლემა... სამწუხაროდ, ნატო მიიჩნევს, რომ უკრაინა თავის ევროატლანტიკურ სწრაფვაში ყოველთვის რუსეთის ჩრდილქვეშ იქნება. კარგად გვახსოვს, რომ სწორედ მოსკოვის ჩარევის გამო არ განხორციელდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება - უკრაინამ და საქართველომ „მაპ“-ის მიღებაც კი ვერ შეძლეს. ათი წელი გავიდა და ალიანსში სიტუაცია ამ მხრივ პოზიტიურად არ შეცვლილა. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, სამიტის შემდგომი მოვლენები თბილისისა და კიევისათვის ძალიან ნეგატიური იყო: ბუქარესტიდან ნახევარ წელსაც არ გაუვლია, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ექვსი წლის შემდეგ კი მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა და დონბასში ომი გააჩაღა.

 

როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ჯულიან ლუისის (Julian Lewis) სიტყვებიდან ჩანს, ალიანსი იმისთვისაც კი არაა მზად, რომ მესამე ქვეყნის თავდასხმის დროს თავის პარტნიორებს დაეხმაროს, რომ არაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც ნატოს წევრობა სურს. „სეგოდნია“-სთან ბლიც-ინტერვიუში ჯულიან ლუისმა განმარტა, თუ რატომ აღმოჩნდა ნატო კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის კრახის წინაშე.

- ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა, სიტუაცია კი არ იცვლება. უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი ჩრდილავს...

 

- მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უკრაინის ნატოში განაცხადის რეალიზება იოლი არ იქნებოდა. ამის მიზეზი შემდეგში გამოიხატება: ნატომ ვერ შეძლო რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ მისი ყოველი წევრი მზადაა მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად, თუ ალიანსის რომელიმე წევრი თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდება. შესაბამისად, ნატომ რუსეთი ღიად უნდა დაარწმუნოს, რომ მოსკოვი არ უნდა დაესხას თავს ალიანსის რომელიმე წევრს, რადგანაც ეს გამოიწვევს პირდაპირ კონფლიქტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩაბმას. უკრაინამ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე უნდა იაროს, სანამ აბსოლუტურად ყველა წევრი არ გადაწყვეტს - მიიღონ თუ არა ისეთი ქვეყანა, რომლის მიმართაც გარკვეული ეჭვები არსებობს.

 

- ეჭვები იმისა, რომ უკრაინის გამო ნატოს წევრებს საქმე რუსეთთან ექნებათ?

 

- თუ რუსეთი ნატოს წევრს თავს დაესხმება, ნატო კი მას პასუხს ვერ გასცემს, მაშინ კოლექტიური უსაფრთხოების მთელი სისტემა დაირღვევა. ამიტომაც ჩემი რჩევა უკრაინას: იმუშავეთ ნელა, მაგრამ განუხრელად. იმუშავეთ ისე, რომ მტკიცედ იყოთ ასოცირებული დასავლეთთან, მაგრამ დასავლურ ვექტორში უნდა დაარწმუნოთ თქვენი ის რეგიონებიც, რომლებიც აღმოსავლეთით იყურებიან. ასეთ შემთხვევაში უკრაინის მოსახლეობა იგრძნობს, რომ ყველას ინტერესია გათვალისწინებული - მედასავლეთეებისაც და რუსეთუმეებისაც. ამ დროს იქმნება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ნატოსაც შეეხამება და ევროკავშირშაც.

- როუზ გეტემიულერმა უცნაურად თქვა - აბა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როცა უკრაინას ჯერ თვითონ ვერ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა ნატოში გაწევრიანებაო...

 

- უსაფრთხოების გარანტიების მიცემის პრობლემა იმაშია, რომ თუ ამ მხრივ რაიმე ეჭვები იბადება, ეს პირველ რიგში თვით უსაფრთხოების სისტემას არღვევს. უკრაინის მიმართ სიტუაცია ასეთია: თქვენ უარი თქვით ატომურ იარაღზე და ამით უსაფრთხოების გარანტიები მიიღეთ. სამწუხაროდ, გარანტიები არ ამოქმედებულა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ქვეყნის შიგნით მთლიანად გაიზიაროს ნატოსა და ევროკავშირის ღირებულებები, სანამ მათთან მჭიდროდ დაახლოების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ასე არ იქნება, მაშინ შეიძლება სიტუაცია ასე განვითარდეს: უკრაინა ოფიციალური დოკუმენტებით რაღაცას მიიღებს, მაგრამ კრიზისის დროს ის „რაღაცა“ არ იმუშავებს.

 

საკითხის ასე დასმა ნატოს ყველა წევრის ინტერესებშია, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ინტერესებშიც, რომლებიც ალიანსის წევრები არიან - ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ უსაფრთხოების გარანტია ყოველთვის უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი არ დაიჯერებს, რომ წესდების მე-5 მუხლი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყოველთვის შესრულდება, რაც, თავის მხრივ, ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების სწრაფვას შეაფერხებს. ეს არავის სიკეთეს არ მოუტანს, პირიქით, აგრესიას წააქეზებს.

- ივლისში, ბრიუსელში, ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს. უკვე ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ალიანსის ლიდერებს ურჩევს, რომ დროა საქართველოს „მაპ“-ი მისცეთო. როგორაა უკრაინის საქმე?

 

- უკრაინა და საქართველო ძალიან მსგავს სიტუაციაში არიან. ისინი ორივე დიდხანს იმყოფებოდნენ საბჭოთა ოკუპაციაში, ახლა კი დასავლეთისაკენ იმზირებიან. თავის მხრივ, დასავლეთი მათ მხოლოდ იმედს აძლევს უსაფრთხოების გარანტიის ნაცვლად. ამიტომ ჩვენ ასეთი მიდგომის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. დღეს საქართველოსა და უკრაინის წევრობა, როგორც უკვე ვთქვი უსაფრთხოების გარანტიას არყევს. ეს იმას ნიშნასვ, რომ ნატოს მიერ გატარებული შეკავების პოლიტიკის ეფექტი დასუსტდება. ეს კი არავის ინტერესებში არ უნდა იყოს, თუმცა მე პირადად სრულად ვაცნობიერებ უკრაინისა და საქართველოს სწრაფვას ნატოში გასაწევრიანებლად.

 

 

 

წყარო: «Сегодня» (უკრაინა)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს