logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ცნობილი ფრანგული გაზეთის „ლიბერასიონის“ კორესპონდენტს სებასტიენ გობერს.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ უკრაინაშიც საპყრობილე გემუქრებათ და საქართველოშიც. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ხელისუფლებას თქვენი ექსტრადირება?

- ყოველ შემთხვევაში, ამისათვის ემზადებიან. ისე კი, სავალდებულო არაა, რომ მაინცდამაინც საქართველოს გადამცენ. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს - დაიბრუნეთ მიხეილ სააკაშვილიო. ჩემი ექსტრადირება რომ საქართველოში მოხდეს, თბილისს წინ დიდი გართულებები ელოდება. ასე რომ, იქ მე არავის ვჭირდები.

 

- რატომ?

- მე საქართველოში ძალიან ფართო მხარდაჭერა მაქვს როგორც ხალხში, ასევე არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში. მთავრობა სუსტია. ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ თბილისში გამართული სასამართლო პროცესი, რომელიც ჩემს დაუსწრებლად ჩაატარეს, უბრალოდ, ფარსი იყო და მეტი არაფერი. ძველი მოსამართლეები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, მაგრამ ვერაფერიც ვერ იპოვეს. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში არანაირი კორუფცია არ ყოფილა. ახლა ბრალს მდებენ, რომ ბოროტად ვსარგებლობდი პრეზიდენტის უფლებით შეწყალების თაობაზე, მაგრამ არცერთ სახელმწიფოში პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენების გამო ბრალს არ სდებენ. მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცის. დასავლეთსაც ამით ვერ მოატყუებ. თავის დროზე, თვით უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც კი, სანამ იგი ჩემს წინააღმდეგ გამოვიდოდა, [თბილისში ჩატარებული] სასამართლო პოლიტიკურად შერაცხა. საერთოდ კი, თუ საქართველოს გადამცემენ და იქ საპყრობილეში ჩამსვამენ, ჩემი მომხრეები, ჩემს გასათავისუფლებლად, მთავრობას დაამხობენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

 

- მაგრამ განა მართლაც ასე პოპულარული ხართ? თქვენმა პარტიამ ხომ 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა... თქვენ გაკრიტიკებენ ქვეყნის ავტორიტარული მეთოდებით მართვის, დემონსტრაციის დარბევის, მასმედიაზე ზეწოლის გამო...

- დიახ, მაგრამ მერე რა? ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რვა წელიწადში ევროპულ დემოკრატიაზე ვერ გადაიყვან. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს შევძელი, თუმცა ჩემი ქვეყანა ისეთ სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოდ გადავაქციე, სადაც რეფორმები წარმატებით გატარდა. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ხელისუფლების ცვლის გარდამავალი პროცესი მშვიდობიანი გზით განხორციელდა. ის ბოროტმოქმედებები კი, რომლებშიც ბრალს მდებენ, იმასთან შედარებით, რაც დღევანდელი მთავრობის დროს ხდება, უმნიშვნელო წვრილმანებია.

 

- რატომაა თქვენთვის უკრაინა მნიშვნელოვანი?

- თუ უკრაინა ერთ წერტილზე გაიყინება და არ განვითარდება, ვლადიმერ პუტინი ქვეყანას გაანადგურებს. მთელი დამოუკიდებელი რეგიონი, საქართველოს ჩათვლით, გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. ჩემთვის ეს არის შანსი იმისა, რომ კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მსოფლიოში სანიმუშო გავხადო. ყველგან ბოლომდე ვიბრძოლებ!

 

 

წყარო: «Liberation» (საფრანგეთი)

 

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის