logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: ჩვენ საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობის აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე
ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: ჩვენ საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობის აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე
17:27 25.01.2018

მომავალ კვირაში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის

მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების იმპლემენტაცია იქნება, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მოძრაობის მონიტორინგს ითვალისწინებს. როგორ მიდის შეთანხმების რეალიზება, არის თუ არა ორი ქვეყნის დიალოგის გააქტიურების იმედები დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან ათი წლისთავზე? ამ კითხვებზე «КомерсантЪ»-ის კორესპონდენტს ელენე ჩერნენკოს თვითონ გრიგორი კარასინი პასუხობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

- რას ელოდებით რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმების რეალიზაციისაგან? როდის ამუშავდება ეს დოკუმენტი?


- ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ შეთანხმებაზე: ვფიქრობთ, რომ მისი რეალიზების დაწყება მძლავრ იმპულსს მისცემს ვაჭრობის განვითარებას რეგიონში. აბა, გავიხსენოთ, თუ რაში გამოიხატებოდა 2008 წლის შემდეგ შექმნილი სირთულეები საერთაშორისო ვაჭრობაში. რამდენადაც საქართველომ არ აღიარა მის ყოფილ ტერიტორიაზე ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა, გაურკვეველი გახდა, თუ სად გადიოდა საქართველოს საბაჟო საზღვარი. 2011 წლის შეთანხმებამ ამ საკითხში სინათლე შეიტანა: ამ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონიშნულია იმ ადგილების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც ქართული საბაჟო სამსახურები უნდა განლაგდნენ. ეს ადგილებია: ყაზბეგის რაიონში რუსეთის საზღვართან, მდ.ენგურის სამხრეთით (რომლის იქით აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია იწყება) და გორის მიდამოები (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვართან).

- საქართველომ უკვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიის კომპანიასთან (SGS) ქართველი მებაჟეების საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე თქვენს მიერ ხსენებულ ადგილებში. როდის გააკეთებს იგივეს რუსეთი?

- ჩვენ შევეცდებით მალე დავასრულოთ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა აუცილებელ დოკუმენტებს ხელი უახლოეს თვეებში მოვაწეროთ. ამის შემდეგ შეთანხმება ამუშავდება.

- რამდენად მართალია, რომ ამ შეთანხმების რეალიზების მთავარი ბენეფიციარი სომხეთი გახდება? ანუ რუსეთი ამას თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ერევნის თხოვნით?

- სომხეთმა მართლაც გვთხოვა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობითაა დადებული. დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე ვალდებულებას მესამე ქვეყნებისათვის, ანუ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ჩათვლით.

- 2018 წელს სრულდება სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისა და რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათი წლისთავი. არის თუ არა მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის გააქტიურების რაიმე შანსი?

- შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ანუ როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ მარცხი განიცადა. მანამდე კი ორმხრივი ურთიერთობა ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. მიზეზი საქართველოს იმდროინდელი მმართველი რეჟიმის სისტემურ ანტირუსულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა, რომელმაც თავის პიკს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია.

საქართველოს ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი სურს. ჩვენ ყოველთვის პრინციპულად გამოვდიოდით ურთიერთობის მოგვარებისათვის, შესაბამისად, სწრაფად გამოვეხმაურეთ ამ პოზიტიურ სიგნალს. 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან... მას შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკმაოდ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა: გამარტივდა სავიზო რეჟიმი, გაფართოვდა კონტაქტები ადამიანებს შორის, გაიზარდა ვაჭრობა. პოზიტივი იყო ისიც, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში... ნორმალიზებას ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ყალბი ბრალდებებით დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებამაც. იმედი გვაქვს, რომ ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით მივაღწევთ იუსუფ ლაკაევის გადმოცემას, რომელმაც სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი და მისი ცოლი მოკლა.

- თქვენ არაფერი გითქვამთ ტურიზმზე, რომელიც თანამშრომლობის ყველაზე პაერპექტიული მიმართულებაა...

- დიახ, თქვენ მართალი ხართ - ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები მართლაც დიდია. ბოლო დროს რუსი ტურისტები მასიურად მიდიან საქართველოში, რის შედეგადაც, სხვათა შორის, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დიდი შემოსავალს იღებს. სამწუხაროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რუსი მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს იმ რისკებზე, რომლებიც საქართველოში მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თბილისს კატეგორიულად არ სურს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული კანონის გაუქმება („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“)... საერთოდ კი, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისათვის სრული საკონსულო მხარდაჭერის აღმოჩენა გართულებულია.

- განა არ შეიძლება, რომ რუსეთი თვითონ გამოვიდეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად?


- დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა. თბილისის პოზიციის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავალთ. რუსეთის გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკასთან სამოკავშირეო ურთიერთობას ვაღრმავებთ, უკვე შექმნილია საკმაოდ სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა... როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად, ახალი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენც დაუყონებლივ მოვახდენთ პოზიტიურ რეაგირებას.

- არის თუ არა სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივა რუსეთსა და საქართველოს შორის?

- საქართველოს ვიზები თითქმის ასი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის გაუქმებული აქვს, თანაც უმეტესად მხოლოდ ცალმხრივად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებთაც უცხოელი ტურისტების მიზიდვა სურთ. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, როცა ძალიან არის [ტერორიზმის] საფრთხე გაზრდილი, ავტომატურად სავიზო რეჟიმების გაუქმება, რასაკვირველია, არ მოხდება. თვითონ საქართველოსაც მრავალი წელი დაჭირდა ეროვნული კანონმდებლობის შესაცვლელად, რათა ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმი მიეღო. ასე რომ, ეს საკითხი იოლად გადასაწყვეტი არ არის. ამასთან, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრინციპში, უვიზო რეიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ.

- და როდის შეიძლება ეს მოხდეს?

- არ მინდა ყავაზე მკითხაობა დავიწყო. ვიმეორებ: ჩვენ, პრინციპში, გვსურს, რომ მაქსიმალურად გავაიოლოთ სავიზო რესტრიქციები და ნამდვილად მზად ვართ ვიფიქროთ უვიზო რეჟიმის შემოღებაზე.

- და რა გიშლით ხელს, რომ მზადყოფნიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ?

- როგორც უკვე ვთქვი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა. საქმე ეხება ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ეფექტურ ბრძოლას. მოკლედ, ყველა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ზოგჯერ ჩვენს ტერიტორიაზე გარედან აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენელს ვხვდები, ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ხოლმე... და თუ ამ სფეროში ეფექტურ კონტაქტებს ავაწყობთ, რატომაც არა...

- თქვენი არგუმენტი უსაფრთხოების შესახებ ცოტა საეჭვო მეჩვენება იმ ფონზე, როცა რუსეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი აქვს...

- ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებას, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (ანუ დსთ-ის) წევრები არიან. მოქალაქეთა უვიზოდ გადაადგილება კი დსთ-ის სივრცეში ინტეგრირების მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. საქართველო დსთ-ის წევრი აღარ არის...

- და მაინც..
.


- გაგახსენებთ, რომ საქართველოში - პანკისის ხეობაში და თვით თბილისშიც პერიოდულად სპეცოპერაციები ტარდება სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია ამას წინათაც ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს რეალობაა და არა ჰიპოთეტური აზროვნება.

- დიახ, მაგრამ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმების პროცესი დაიწყოს?

- ცხადია, საჭიროა ფიქრი და მუშაობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციის მიზნით. თუ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწევთ, მაშინ თამამად მივალთ უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებამდე.

- 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ქართველ გულშემატკივრებს პრობლემები თუ ექნებათ?

- თუ გულშემატკივრებს ბილეთი და მოწმობა ექნებათ, მათ საყვარელი გუნდის თამაშზე დასწრება თავისუფლად შეუძლიათ.

- ამას წინათ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მოსკოვი არ აპირებს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და სწორედ ამაში გამოიხატება პოლიტიკური ურთიერთობებში არსებული ღრმა კრიზისის მიზეზიო“. მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ საქართველოს იმედი ჰქონდა - რაკი ვაჭრობა და ჰუმანიტარული კავშირები აღდგებოდა, ტურიზმი განვითარდებოდა, რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართ თავის პოზიციას გადახედავდა...

- მე ამას ჩიხში ყოფნას ვერ ვუწოდებ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთ-საქართველოს სრულფორმატიანი ურთიერთობის აღდგენისათვის პოლიტიკური ბარიერები ნამდვილად არსებობს. ეს გამოიხატება თბილისის უარში ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარების თაობაზე, რომელბიც 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. თვითონ საქართველოს არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.

თბილისში ნამდვილად უყვართ იმის თქმა, რომ იმედი ჰქონდათ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების აქტებს გააუქმებდა. ახლა კი ამბობენ - აი, ხედავთ, რუსეთმა როგორ ვერაგულად მოგვატყუა, მოლოდინი არ გაგვიმართლაო. რა თქმა უნდა, ეს სუფთა ცბიერი ნათქვამია. მე, რომელმაც ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრები ჯერ კიდევ 2012 წლიდან დავიწყე, შემიძლია დავამოწმო, რომ ქართულ მხარეს თავიდანვე ვაფრთხილებდით: თბილისთან ორმხრივი კავშირების აღდგენა არანაირად არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს ორი პროცესი სრულიად სხვადასხვა სიბრტყეებზე დევს.



- მაგრამ თბილისი ხომ აცხადებს, რომ განზრახული აქვს „აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება“? როგორ უყურებენ ამას მოსკოვში?

- მთავარი ისაა, როგორ უყურებენ ამას სოხუმში და ცხინვალში. იქ კი, როგორც ვიცი, ღრმა უნდობლობას გამოხატავენ. ეს გასაკვირი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „საჩვენებლი მეგობრული დამოკიდებულების ფონზე“, ჭეშმარიტად ტიტანურ ძალისხმევას ეწევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლირებისათვის, ხოლო აშშ, თავის მხრივ, ბლოკავს აფხაზებისა და ოსების გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტს.... საქართველო აფხაზებსა და ოსებს შენგენის ზონაში უვიზოდ წასვლას, შეღავათიან სამედიცინო დახმარებას და უმაღლესი განათლების მიღებას პირდება, მაგრამ ამისათვის „მცირე“ დათმობას ითხოვს - მათ მიერ აღიარებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაში, როგორც ამბობენ ხოლმე, „კომენტარები ზედმეტია“.
საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვი კი არ უნდა დაადანაშაულოს ვერაგობაში, არამედ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის დაწყებას.
(...)

- თბილისი მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ბორდერიზაციაშიც“, ანუ საქართველოსთან მათი საზღვრების განმტკიცებაშიც ადანაშაულებს. ამაზე რას იტყვით?


- ბოლო წლებში ამ მხრივ დიდი მუშაობაა გატარებული, რის შედეგად საზღვრისპირა ადგილებში დაძაბულობა შემცირდა და მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცა. ეს ჟენევის კონსულტაციების წარმატებული შედეგია, რომლის ჩარჩოებში მომხდარი ინციდენტების გამოძიება მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში საქართველო-აფახზეთის საზღვარი 1,2 მილიონ ადამიანზე მეტმა გადაკვეთა, ხოლო საქართველო- სამხრეთ ოსეთისა - 200 ათასზე მეტმა. ვფიქრობ, ეს ციფრები ნათლად მეტყველებენ. სამწუხაროდ, ქართული მხარე იმის ნაცვლად, რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს საზღვრის პირას მცხოვრებ ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, პროპაგანდისტულ შოუებს აწყობს და „ბერლინის ახალი კედლის აღმართვის“ თეზისს ავითარებს. საქმე სასაცილო სიტუაციამდე მიდის: უცხოელი ვიზიტორებთან შეხვედრისა და ამ ყველაფრის ვიდეოკამერაში ჩასაწერად ადგილობრივი გლეხი ჰყავთ დაქირავებული, რომელიც ყოველთვის ერთიდაიგივე ტექსტს იმეორებს.

ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა დავუბრუნდე რუსეთისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისათვის მწარე იუბილეს - დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათი წლისთავს: მინდა დავიჯერო, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. ეს შესაძლებელი იქნება, თუ წარსული გადაიხედება, თუ მოხდება იმის გაცნობიერება, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფომ ერთმანეთთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა უნდა განავითაროს, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.


წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article