logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების საკითხი შვეიცარიული მხარის მონაწილეობით ახლო მომავალში გაირკვევა
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების საკითხი შვეიცარიული მხარის მონაწილეობით ახლო მომავალში გაირკვევა
10:01 20.12.2017

სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს განზრახული აქვს საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე

ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვიოს. ჯერ-ჯერობით, ვიზიტის პროგრამა გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, რასაკვირველია, იგი თბილისში ყოფნისას შეხვდება თავის ქართველ კოლეგას - გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. სავარაუდოდ, სერჟ სარგსიანი მოლაპარაკების დროს დასვამს საკითხს „სტაბილური და მდგრადი სახმელეთო გზის“ თაობაზე სომხეთსა და რუსეთს შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

დღეს სომხეთ-რუსეთს შორის კავშირი ორი მიმართულებით ხორციელდება - ფოთი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით (ბორანით, რაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია) და სახმელეთო გზით - საავტომობილო ტრასით (ერევან-თბილისი-ვლადიკავკაზი), რაც ასევე რთულია და სახიფათო, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

სომხეთი დიდი ხანია ეძებს რუსეთთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზებს, რომლებიც სტაბილური იქნებოდა. არსებობს სამი სავარაუდო მიმართულება: პირველი - რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით, მეორე - კახეთ-ავარეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა და მესამე - საავტომობილო გზა გორი-ცხინვალი-ვლადიკავკაზი. ეს უკანასკნელი ყველაზე კომფორტული მარშრუტია, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო მისი ამოქმედება ვერ ხერხდება. მთავარი მიზეზი შემდეგშია: საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგია, რომ პროექტში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დღევანდელი ხელისუფლება იყოს ჩართული. ბოლო დროს პრობლემის გადაწყვეტაში ერთგვარი „სინათლე გამოჩნდა“ - სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედება შვეიცარიის კომპანიის შუამავლობით განხორციელდება, რომელიც ტვირთების საბაჟო გაფორმებას მოახდენს (საქართველო-რუსეთს შორის 2011 წელს დადებული შეთანხმების შესაბამისად).

როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანის ვიზიტიც უმთავრესად ამ პრობლემას უკავშირდება. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ამას წინათ პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრის შედეგად სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედება, როგორც არასდროს, ისე ახლოა განხორციელებასთან. რამდენადაც ზურაბ აბაშიძე გამოცდილი დიპლომატია, ამ თემაზე ფრთხილად საუბრობს, თუმცა, მისი დიპლომატიური ფრაზეოლოგიის მიღმა, „სტროფებს შორის“ შეიძლება სერჟ სარგსიანის ვიზიტის მთავარი მიზანი ამოვიკითხოთ.

- ბატონო ზურაბ, იმსჯელეთ თუ არა გრიგორი კარასინთან საქართველოს სამხედრო გზაზე ახალი გვირაბის მშენებლობის შესახებ?

- ამ გზის ინფრასტრუქტურული რემონტი და მოდერნიზაცია დიდი ხანია ორივე მხრიდან მიმდინარეობს - რუსეთისა და საქართველოს მიერ, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება.

- გქონდათ თუ არა საუბარი სტაბილური სახმელეთო გზის თაობაზე რუსეთსა და სომხეთს შორის?

- ვაჭრობის ზრდის შესაბამისად აუცილებელი ხდება საქართველოს სამხედრო გზის გამტარუნარიანობის გაზრდაც. ჩვენი სახელმწიფო ამაში დაინტერესებულია. ამ გზაზე გადის ქართული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ირანული ტვირთები. ეს გზა ყველასთვისაა. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებს მის რემონტს და მოდერნიზებას.

- თქვენი აზრით, საკითხი ეხება სომხეთის ინტერესების ლობირებას, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული კომუნიკაციის განვითარებით?

- ამ გზით ყველა სარგებლობს და რასაკვირველია, პირველ რიგში ჩვენი უშუალო მეზობლები, მათ შორის სომხეთიც, რომლის ტვირთების 50% რუსეთში ზემო ლარსით გადის. სხვათა შორის, ბოლო დროს სწრაფად მატულობს თურქული ტვირთების ტრანზიტიც. რაც შეეხება ახალ გვირაბის მშენებლობას, ჩვენ ამ საკითხს მოსკოვთან არ ვათანხმებთ. ასეთი კონკრეტულ საკითხები საქართველოს საშინაო საქმეა და მათზე გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ჩვენ გამოვდივართ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ინტერესებიდან, ამიტომაც ხელს ვუწყობთ ყველა შესაძლებელ მიმართულებას.

- როდის გადაწყდება ალტერნატიული გზების საკითხი შვეიცარიული კომპანიის მონაწილეობით?

- ეს უახლოეს ხანში გამოჩნდება.

- შეიძლება დეკემბრის ბოლომდე?


- ვნახოთ, ვნახოთ... ამას უახლოეს ხანში გავიგებთ. რაღაც წინსვლა უკვე არის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს გეტყვით. თუმცა დღეს შაბათია (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს - ს.კ.), მე კი სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით ოპტიმისტი ვარ ხოლმე (იცინის).



წყარო: «Вестник Кавказа» (რუსეთი)


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ
ინტერვიუ
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
14:29 07.03.2018
ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც-
ინტერვიუ
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა