logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
ალექსი ბენედიქტოვი: სააკაშვილმა მითხრა პუტინთან შეხვედრის წინ ეკლესიასი წავედი და ვილოცეო; რატომ სძულთ ერთმანერთი პუტინს და სააკაშვილს
ალექსი ბენედიქტოვი: სააკაშვილმა მითხრა პუტინთან შეხვედრის წინ ეკლესიასი წავედი და ვილოცეო; რატომ სძულთ ერთმანერთი პუტინს და სააკაშვილს
13:09 15.12.2017

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსი ბენედიქტოვმა ამავე რადიოსადგურის

პროგრამა „ოსობოე მნენიე“-ს („განსაკუთრებული აზრი“) წამყვან ნინო როსებაშვილთან ისაუბრა, სადაც  მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო 14 დეკემბერს გამართულ  რუსეთის პრეზიდენტის „დიდი პრეს-კონფერენციის“ თემებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულების საკითხს. როგორც ცნობილია, პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი ძალზე ნეგატიურად მოიხსენია.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ალექსი ბენედიქტოვის თვალსაზრისს, რომელიც მან ნინო როსებაშვილის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას გამოხატა:

 

- რატომ სძულს ასე ძალიან ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი?

- მათ ურთიერთსიძულვილს დიდი ხნის ისტორია აქვს. მახსოვს, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში რუსეთში პირველად ჩამოვიდა. მას ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ჟურნალისტთა ვიწრო წრე ესწრებოდა. ჩვენ, მოსკოველი ჟურნალისტები ხშირად ვხვდებოდით ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს ვიწრო წრეში. ჰოდა, იმ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი მეუბნება - იცი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ მე მოსკოვის ეკლესიაში წავედი და ვილოცე, რომ ჩვენი ურთიერთობა მოგვარდესო. მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს) პირველმა აიღო გეზი საქართველოს რუსეთისაგან სრული ჩამოცილების მიზნით. მან ეს ძალიან ხისტი სახით, მკვეთრად გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა, ჩემი აზრით, ასეთი ნაბიჯი ღალატად მიიჩნია: როგორ, ქართველები მართლმადიდებლები არიან, 200 წლის მანძილზე ერთად ვიყავით, გეორგიევსკის ტრაქტატი და ა.შ. და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერს  ხაზი გადაუსვა და კურსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ აიღო. პრინციპში, იგი ამას არც მალავდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი კერძო საუბრებში ვლადიმერ პუტინს საკმაოდ არასასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებდა. ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტს მაგიდაზე დაუდეს. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად უხეშობს და კავკასიური ტემპერამენტით პირად საუბრებში ვლადიმერ პუტინს ლანძღავს და აგინებს. ეს ჩემი ვარაუდებია. მე მხოლოდ პუბლიკაციები მაქვს წაკითხული და არა მათი საუბრის ჩანაწერები. პრინციპში, ორივე პრეზიდენტის ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში ნეგატიური იყო. კიდევ ერთი მომენტი: მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა, რაც ვლადიმერ პუტინისათვის...

 

- მტკივნეულია...

- ჰო, აბა რა. „მე უკვე ოთხჯერ მირჩევენ პრეზიდენტად, შენ კი ვინ მიგდიხარ, რომ ჩემზე ასეთებს ლაპარაკობ?“. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომდა რუსეთმა მიხეილ სააკაშვილი მოისყიდა, ფულს აძლევს, რომ პეტრო პოროშენკო დაამხოსო. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია „შემწვარი ყინულის“ არსებობა. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია. თუმცა დღეს ვლადიმირ პუტინმა ზუსტად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ალექსი ნავალნი სახელმწიფოს არყევენო. ანუ ისინი არამზადები არიან. ჩვენ არ დავუშვებთ სახელმწიფოს რყევასო. ვლადიმერ პუტინისათვის პოლიტიკური ღალატი ძალიან მნიშვნელოვანია. არის საწინააღმდეგო ისტორიაც: მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ მითხრა - მე ჯორჯ ბუშთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ [დსთ-ის] ხელშეკრულებიდან უნდა გავიდეო. იგი თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებდა. ვლადიმერ პუტინის გაგებით კი, ეს პოლიტიკური ღალატია.. ამიტომაც იგი მტკივნეულად განიცდის. მე ასე მგონია.

 

- მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის პრეს-კონფერენციას ყურადღებით უსმენდა...

- კი, მათ ერთმანეთი „ძალიან უყვართ“.

 

- და როდის „გამოუტყდებიან“ ისინი ერთმანეთს „სიყვარულში“, ეს რთული საკითხია. თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინც ამბობს, რომ მისი დაპატიმრება უკრაინის „ესბეუ“-სა და რუსული „ეფესბე“-ს ერთობლივი ოპერაციაა...

- ვერაფერს ვიტყვი. მე ის ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ოპონენტია და მისი მსხვილი კონკურენტი. მართალია, მას ჯერ-ჯერობით უკრაინის პრეზიდენტად არჩევის უფლება არ აქვს, მაგრამ ეს არაფერია, რადგან თუ საჭიროა, კანონის შეცვლაც შეიძლება.

 

- როგორ უყურებთ იმ ისტორიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება?

- ძალიან ყურადღებით ვერ ვაკვირდები, თუმცა ბევრს ვკითხულობ. მე მგონია, რომ ამ ისტორიაში პეტრო პოროშენკო მართალი არ არის, ანუ კიევის ხელისუფლება შეცდომას უშვებს. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობა არ უნდა ჩამოერთმიათ. მერე ამას სხვა შეცდომებიც მოჰყვა. ჩემი აზრით, თუ შენს წინაშე პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მას პოლიტიკურად უნდა ებრძოლო. შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან დაკავშირებით კიევის აეროპორტში მომხდარი ისტორია. რასაც ვლადიმერ პუტინი ალექსი ნავალნის უკეთებს, იმას უკეთებს პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს.

 

- პროკურატურა მისთვის შინაპატიმრობას მოითხოვდა...

- პრინციპში, უკრაინული გაგებით, ცუდი არ უნდა ყოფილიყო... თუმცა მე რუსეთში ვცხოვრობ და მათ კანონებში ცუდად ვერკვევი.

 

 

წყარო: «Радио «Эхо Москвы»

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
Pleas creat article