logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება.
10 დეკემბერს ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნა დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი გაიხსნება. რაც შეეხება სვანეთს, აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც, სპეციალისტთა პროგნოზით კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.

რა მდგომარეობაა საქართველოს ზამთრის კურორტებზე და რა სიახლეებით ხვდება კურორტები დამსვენებლება, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" ეკონომიის სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ესაუბრა:


-იქიდან გამომდინარე, რომ სამთო ტურიზმის სეზონი პრაქტიკულად უკვე მოვიდა, რამდენად მზად ხვდება ჩვენი სამთო კურორტები ამ სეზონს?

-პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კურორტზე სეზონი უკვე გაიხსნა. მაგალითად, კურორტი გოდერძი და გუდაური გაიხსნა 10 დეკემბერს, ხოლო 12 დეკემბერს დიდველის სათხილამურო ტრასა. ასევე, 17 დეკემბერს გაიხსნება მესტია- თეთნულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასები, 23 დეკემბერს კი კოხტა მიტარბის ტრასების გახსნაა დაგეგმილი. რასაკვირველია, მიმდინარეობს ღონისძიებები, რომ ყველა ტრასა დროულად გაიხსნას და ამ მიმართულებით არანაირი პრობელმა არაა. ამ ეტაპზე გუდაურში გვაქვს თოვლის ნაკლებობა და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით სათხილამურო ტრასები ზედა სარტყელზეა გაკეთებული. რაც შეეხება გოდერძის ტრასებს, აქ უხვი თოვლია, ყველა საბაგირგო ჩართულია და ყველა ტრასა მოქმედებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზიტორების რაოდენობის კუთხით პირველივე დღიდან გვაქვს კარგი მაჩვენებელი და ვფიქრობთ, რომ ეს მზარდი დინამიკა გაგრძელდება და წელსაც შეიძლება ახალი რეკორდი გვქონდეს ამ მხრივ.
-რა სიახლეებით ხვდება ჩვენი სამთო კურორტები ზამთრის სეზონს?
-პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც არის, ესაა მესტიისა და კურორტ ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს და რომელიც საზეიმოდ 23 დეკემბერს გაიხსნება. ეს საბაგირო მესტიის ცენტრსა კურორტ ჰაწვალთან დააკავშირებს და ვიზიტორებს 8 კილომეტრიანი გზის გავლა აღარ მოუწევთ. ეს საბაგირო ტურისტებს კურორტზე ზუსტად 6 წუთში აიყვანს.
შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი ისაა, რომ ჩვენ საბაგირო გზის მონტაჟს ვახორციელებთ უშგულში, ეწერში, მაზერში, უშხვანარსა და დაბა ლენტეხში, სადაც ვაკეთებთ მცირე ზომის საბაგიროებს, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე ვიზიტორებისთვის.
გარდა ვიზიტორებისა, ჩვენი მიზანია აგრეთვე, რომ ადგილობრივებმაც ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით, უკეთ დაეუფლონ სათხილამურო სპორტს და გამოჩენილი სპორტსმენები აღვზარდოთ.
ამასთან, ვიზიტორებისთვისაც ძალიან მოსახერხებელია, როდესაც მაღალმთიან სოფლებში ხვდებათ საბაგიროები, სადაც შეუძლიათ გაერთონ და ისიამოვნონ. იგივე ტიპის პროექტი მიმდინარეობს ზემო აჭარაში, გოდერძის კურორტზე. იქ ვაკეთებთ ორ საბაგიროს. ერთი ბიგელი და მეორე მოძრავი ხალიჩა, რომლებიც საბავშვო არეალს ქმნიან და აქვე შეიძლება ვიზიტორებმა თხილამურებზე სრიალი ისწავლონ. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გამოგვივიდა ბაკურიანში, რომელიც რამდენიმე დღეში დამთავრდება. აქ საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი გავაკეთეთ სადაც ვიზიტორებს ექნებათ სრული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, თუ რა მდგომარეობაა სათხილამურო ტრასებზე, ბაკურიანის სამივე არეალზე.
-მიმდინარე წელს რა მოლოდინები გაქვთ ტურისტების რაოდენობის მხრივ?
-მოლოდინი ნამდვილად დიდი გვაქვს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნულია. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში დეკემბრის ბოლოდან მთელი იანვარი გუდაურში თითქმის ყველა სასტუმრო 100%-თაა დატვირთული. იგივე შემიძლია გითხრათ ბაკურიანზე. ეს გვაძლევს საშუალებას, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, რომ წელსაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს.
-თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, როგორი ტენდენციაა ვიზიტორების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში უშუალოდ მთის კურორტებზე?
-ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მატება საშუალოდ 25%-ია. წელსაც ანალოგიურ შედეგს ველოდებით და როგორც უკვე გითხარით, გვაქვს მოლოდინი, რომ წელს, ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს დავდებთ.

-ჩვენი კურორტების შესახებ საკმაოდ მასშტაბური სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს უცხოეთში, მსოფლიოში პოპულარულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. როგორც ცნობილია ასეთი დონის მედიასაშუალებებში მსგავსი კამპანია საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. რამდენად გამართლებულია ეს ხარჯი?
-ზოგადად, რასაკვირველია, რაც უფრო მეტი რეკლამა იქნება უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ისინი მსგავს პროექტებს რა თქმა უნდა დაწვრილებითი კვლევის შედეგად ახორციელებენ, თუმცა, მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყანაზე რაც შეიძლება მეტი რეკლამა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორები უცხოეთიდან.
აქვე მინდა კიდევ ერთი სიახლის შესახებ აღვნიშნო, რაც უცხოელი და არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის ჩვენი მთის კურორტებს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

ეკონომიკისა და განათლების სამინისტრომ სამთო გიდების ასოციაციასთან ერთად ჩამოვაყალიბეთ გადამზადების ცენტრი სამთო გიდების, საფეხმავლო ბილიკების გიდებისა და საფეხმავლო ინსტრუქტორების მოსამზადებლად. ეს პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ უახლოეს წლებში გვეყოლება გამოცდილი სამთო გიდები, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, კიდევ უფრო კომფორტულს გახდის საქართველოს სამთო კურორტებზე ვიზიტორების დასვენებას.

ესაუბრა ლიკა რუაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article