logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

დასახმარებლად. ამასთან, მიაჩნია, რომ ამერიკის მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს რუსეთის კიბერ-თავდასხმების მოსაგერიებლად და შეერთებული შტატების უკეთ დასაცავად. შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან ქალ სენატორს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ესაუბრა.

 

- ქალბატონო ჯინ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სენატორი ბრძანდებით, რომელიც ამერიკის კიბერ-უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. როგორ აფასებთ უსაფრთხოების დღეს არსებულ დონეს?

 

- ჯერ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. კიბერ-უსაფრთხოება ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ამ თემას მთავრობა ერთიანად უნდა განიხილავდეს და მიდგომა არ უნდა იყოს ცალკეული უწყებების დონეზე.

- თქვენ ფედერალური მთავრობისთვის კასპერსკის კომპიუტერული პროგრამის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოხვედით. როგორ აფასებთ ამ მოთხოვნაზე მთავრობის რეაგირებას?

 

- მომწონს ის, რომ ადმინისტრაცია ამ საკითხს გამოეხმაურა. ახლა უკვე კანონის ძალით აეკრძალება მთავრობას კასპერსკის პროდუქტების გამოყენება. ადმინისტრაციამ ნებაყოფლობით დაიწყო პროგრამების მოხმარებიდან ამოღება. სამწუხაროდ, ნელა ვმოქმედებთ, მაგრამ მიხარია რომ ასეთი რეაგირება გვაქვს.

- რატომ გსურთ კონკრეტულად ამ კომპანიის პროგრამების აკრძალვა?

 

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორც ღია, ასევე დახურულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ კასპერსკი კრემლთან და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიას შესაძლებლობა აქვს ამერიკის მთავრობის საიდუმლო ინფორმაცია კრემლს გაუზიაროს.

- აქამდე გამოწვეული ზიანის მასშტაბები ვიცით?

 

- ამ თემაზე ბევრი რამ გამოქვეყნდა - ანგარიშები იქნება ეს თუ სტატიები. მე, ძირითადად, საიდუმლო ინფორმაცია მაქვს და ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მასშტაბურია ეს ზიანი - თუნდაც მინიმალური ასეთი ზიანი დასაშვებზე მეტია. ეს საფრთხე უნდა შევისწავლოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება.

- ამერიკის სენატში რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. რა არის ამ გამოძიებების მიზანი და თქვენი აზრით, რა მოხდება მათი დამთავრების შემდეგ?

 

- ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გამოავლენს ისინი. ამ გამოძიებების დიდი ნაწილი საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა ასევე არის საიდუმლო ინფორმაციაც. იმედი მაქვს... არ მინდა ამ გამოძიებებმა აჩვენოს, რომ რუსეთი მასშტაბურად ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამ ქვეყნის მაღალჩინოსნებთან. ვნახოთ რა მოხდება...

ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ჩვენს არჩევნებში ჩაერია. ვიცით, რომ [რუსები] პროცესებში ჩარევას დღესაც აგრძელებენ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, აწარმოებენ კიბერ-თავდასხმებს როგორც მთავრობის, ასევე ჩვენი კერძო სექტორის წინააღმდეგ. გამოძიების დამთავრების შემდეგ განვიხილავთ რეკომენდაციებს და იმას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს არ არის საფრთხე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რუსეთი დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთელს დასავლეთში უქმნის საფრთხეს. ცხადად ჩანს ის, რომ რუსეთი ინფორმაციას ომის იარაღად იყენებს. კრემლი ცდილობს ადამიანებს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეურყიოს, დაბნეულობა და გაურკვევლობა დათესოს და ამით მთავრობებიც კი შეცვალოს.

- რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს ან დამატებით სანქციებს მხარს დაუჭერთ?

 

- უდავოდ! ვფიქრობ დღემდე დაწესებული სანქციები უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა შევასრულოთ. კონგრესში სანქციები ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა 98 2-ის წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმაზე, რაც გააკეთა.

- რუსეთის საინფორმაციო ომი ახსენეთ. თქვენი აზრით, კონგრესი ყველაფერს აკეთებს რუსული დეზინფორმაციისთვის ხელის შესაშლელად? და როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ადმინისტრაციის საქმიანობას?

 

- არ მგონია ადმინისტრაცია ბოლომდე აცნობიერებდეს ამ საფრთხეს. საინფორმაციო ომი მხოლოდ ამჟამინდელი ადმინისტრაციისკენ არ არის მიმართული. მისი სამიზნე ამერიკული დემოკრატიაა. კონგრესს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ყველამ ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავდაცვითი ჯავშან-საწინააღმდეგო იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე? უნდა დაეხმაროს თუ არა ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხის გაზრდაში?

 

- მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. საქართველოს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ყველას გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ. ამასთან, მათ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.

- საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერთ?

 

- მას შემდეგ, რაც ისინი საჭირო რეფორმებს დაასრულებენ. ვფიქრობ ეს [რეფორმები] პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

 

 

 

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article