logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ურთიერთობების ინსტიტუტში („იმემო“) არსებული პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კრილოვი, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ჟურნალისტ გრიგორი ანისონიანთან საქართველოზეც მსჯელობს.

 

 

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცებისათვის იმ პირობებში, როცა რეგიონში თურქეთის აქტიურობა მატულობს, საქართველო კი ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის?

- საქართველო „ნატოს კარზე დიდი ხანია აკაკუნებს“. თბილისს 2008 წლის აპრილში უპასუხეს [ბუქარესტის სამიტზე], რომ ნატოს წევრი გახდებოდა, თუმცა  2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხმა აქტუალობა დაკარგა. დღეს იმის ალბათობა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, თითქმის ნულის ტოლია. ეს იმიტომ, რომ ნატოც და ამერიკის შეერთებული შტატებიც საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს თავისი ამოცანების მოსაგვარებლად იყენებს და თანაც ისე, რომ საკუთარი თავისთვის ზედმეტ პრობლემებს არ იქმნის. არც ვაშინგტონი და არც ბრიუსლი არ იღებენ პასუხისმგებლობას ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ტერიტორიულ უსაფრთხოებაზე, რაც ნათლად გამოვლინდა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების დროს. სხვათა შორის, იმ მომენტში ვაშინგტონმა თავისი პერსონალი წინასწარ გაარიდა საქართველოს. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული საზოგადოების განწყობაზე.

 

- თუმცა, როგორც ჩანს, საქართველომ დასკვნები არ გაუკეთებია...

- საქართველოს ხელისუფლება ამჟამად თავის ვიწრო ინტერესებს ემსახურება და საკუთარ ამოცანებს წყვეტს - რაც შეიძლება მეტი პირადი შემოსავლები მიიღონ. ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი სწორედ პირადი პრობლემების გადაწყვეტისაკენ სწრაფვის დემონტრირებას წარმოადგენს, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ პასუხობს.

ქართული საზოგადოება ზოგადად სიტუაციას უფრო საღი თვალით უყურებს - როგორც ნატოს მიღების საკითხში, ისე რუსეთთან მიმართებითაც. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის „გადაორიენტირება“ რუსეთის მიმართულებით ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას უფრო აწონილ-დაწონილად უყურებს.

- და მაინც, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? ჩვენ ვხედავთ, რომ აჭარაში თურქეთის გავლენა და ყოფნა მატულობს...

- რუსეთმა „პაუზა აიღო“ მას შემდეგ, რაც სიტუაცია სტაბილურ დონემდე მიიყვანა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობა უზრუნველყოფილია სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობით და გიუმრის სამხედრო ბაზით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან დადებული შეთანხმებებით, სადაც ასევე დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო ბაზები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, თბილისის მიერ გატარებული პოლიტიკა გაკვირვებას იწვევს. თურქეთ-აზერბაიჯანთან სამხედრო პარტნიორობა საქართველოსთვის დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თურქეთი ჯერ კიდევ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მშენებლობის დროს აცხადებდა, რომ საქართველოს ამ მილსადენის დაცვა არ შეუძლიაო. დღეს კი ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად აშენებულ რკინიგზის მაგისტრალს სამი ათასამდე თურქი სპეციალისტი მოემსახურება, ისინი მუდმივად იქნებიან საქართველოში. ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“.

 

- ანუ ხდება თურქეთის მიერ საქართველოს „რბილი ოკუპაცია“?

- ტერმინ „ოკუპაციას“ არ გამოვიყენებ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში თურქეთის გავლენა და ყოფნა მატულობს, რაც საქართველოს თანდათანობით თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ინტერესების ზონად გადაქცევას ნიშნავს. ეს ქვეყნები, აშშ-სთან ერთად, საქართველოს მთავარი პატრონები არიან და ისინი განსაზღვრავენ თბილისის პოლიტიკას.

 

- მოხდება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ასიმილირება თურქეთის მიერ?

- სიტუაცია უფრო სხვაგვარი იქნება. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში მცირე პერსპექტივა აქვს, ქართველები აზერბაიჯანელებს და თურქებს „შეერევიან“. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქართველ გლეხებს შრომა არ უყვართო და საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან ბურების ჩაუყვანას გეგმავდა. საერთოდ, საქართველოს ხელისუფლებისადმი საკუთარი ხალხისადმი მსგავსი დამცინავი და გულგრილი დამოკიდებულება დამახასიათებელია.

ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთი სახით განვითარდება: ახალგაზრდები უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით ქვეყნიდან წავლენ, მოხუცები გარდაიცვლებიან და შეიქმნება პირობები ქვეყნის სხვა ხალხით დასახლებისათვის. შემდეგ შეიძლება სცენარი ჩრდილოეთ კვიპროსივით წარიმართოს, რომელიც დიდი ხანია თურქეთის პროვინციად ითვლება.

- განა თვითონ საქართველოს მოსახლეობა ამ საფრთხეს ვერ ხედავს?

 

- ბევრი ხედავს და ამბობს კიდეც, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთთან კავშირებით თუ მოხდება და რომ მხოლოდ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა იქნება თურქული ოკუპაციის საპირწონე. მაგრამ თანამედროვე საერთაშორისო ვითარების კონტექსტში, როცა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა გართულებულია, საქართველოს პრობლემის გადაწყვეტა რეალურად ვერ მოხერხდება. დღეს რუსეთისათვის ბევრად უფრო იოლია თურქეთთან ურთიერთგაგების წერტილების ძიება, ვიდრე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან.

-----------

წყარო: «Ноев ковчег» (რუსეთი)

«Ноев ковчег» - რუსეთში სომხური დიასპორის გაზეთი, დაარსებულია 1997 წელს, გამოდის თვეში ერთხელ, იბეჭდება მოსკოვში. ვრცელდება 13 სახელმწიფოში. ტირაჟი -  105 ათასი ეგზემპლარი.

 

 

სარედაქციო შენიშვნა: სომხური მედია, როგორც წესი მუდმივად აპელირებს, რომ საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური ვითარება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რასაც, რა თქმა უნდა ამ ქვეყნის დღევანდელი საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს.

აღნიშნული ინტერვიუც, რომელიც რუსეთში გამომავალმა სომხური დიასპორის გაზეთმა გამოაქვეყნა, ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს